ბანკი "რესპუბლიკა" ავტოგანვადების აქციას იწყებს

ბანკი "რესპუბლიკა" დღეიდან, "იბერია ბიზნეს ჯგუფთან" ერთად, სამთვიან ავტოგანვადების აქციას აწყობს. ბანკის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს უპრეცედენტოდ მიმზიდველ და კომფორტულ პირობებს Audi-ს, Skoda-ს, Volkswagen-ის, Peugeot-ის, Renault-ის, Nissan-ის, Mitsubish-ის და Kia-ს ბრენდებზე.გარდა ამისა, მომხმარებელი საჩუქრად მიღებს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ"-ისგან ავტოდაზღვევის ერთწლიან სრულ პაკეტს (დაზღვეული იქნება როგორც ავტომობილი, ასევე საჭესთან მჯდომი მძღოლის პასუხისმგებლობა მესამე პირის მიმართ) და კომპანია "ვისოლისაგან” - აპის იტალიურ საწვავს. აქციის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთი 0% -დან იწყება და პროცენტი დამოკიდებულია თანამონაწილეობასა და განვადების ვადაზე. თანამონაწილეობისა და ვადის სწორად შერჩევის შემთხვევაში, სრულიად რეალურად, კლიენტს შეუძლია ისარგებლოს 0%, 1%, 2% და ა.შ. საპროცენტი განაკვეთით. ამასთან, ექსკლუზიურად KIA-ს მოდელებზე, განვადების პროცენტი მაქსიმუმ 12-ია. განვადების პირობების მიხედვით, არ არის სავალდებულო კლიენტის თანამონაწილეობა; ბანკი ავტომობილის შესაძენად საჭირო მთლიან თანხას თავად უზრუნველყოფს; თუ კლიენტს აქვს სასურველი ავტომობილის ღირებულების 30% მაინც, მაშინ განვადების დასამტკიცებლად საკმარისია მხოლოდ პირადობის მოწმობა; პირველ 20 მომხმარებელს კომპანია "ვისოლისგან" საჩუქრად საწვავის ტალონი გადაეცემა (50 ლიტრი იტალიური "აპი").გარდა ამისა, ბანკ "რესპუბლიკას" ავტოგანვადების აქციის მონაწილე ისარგებლებს ექსკლუზიური ფასდაკლებებით სხვადასხვა ობიექტებზე (ფიტნესები, პარფიუმერია, ესთეტიკის ცენტრი, საჩოგბურთო კორტები, სპა სალონი), სესხის მიღების გამარტივებული პროცედურით.აღნიშნულ საკითხზე დღეს, 13:00 საათზე, ბანკ "რესპუბლიკას" სათავო ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.
კატეგორია:
ბანკები
,
ბიზნეს სიახლეები