ბანკები მუშაობის სააღდგომო გრაფიკზე გადადიან
ქართული ბანკები სააღდგომოდ მუშაობის გრაფიკზე გადადიან. „რესპუბლიკაში“ 21–დან 25 აპრილის ჩათვლით უქმეა. 21-22 და 25 აპრილს მხოლოდ ვაკის ფილიალი იმუშავებს. „ტაოპრივატბანკში“ დღეს 10-დან 17 საათამდე ყველა სერვისცენტრი იმუშავებს. 22 აპრილს ბანკში უქმეა. 23 აპრილს 10-დან 13 საათამდე მორიგე სერვისცენტრები იმუშავებენ.
„საქართველოს ბანკი“ 21 აპრილს ჩვეულებრივი რეჟიმით, ხოლო 23 აპრილს 14 საათამდე იმუშავებს. 22–დან 25 აპრილამდე „საქართველოს ბანკისთვის“ უქმეა. ”პროკრედიტ ბანკში” 21-22-23 აპრილს მუშაობს ჭავჭავაძის და აეროპორტის სერვისცენტრები, ხოლო 25 აპრილს მუშაობს მხოლოდ აეროპორტის სერვის ცენტრი. "თიბისიში” დღეს ყველა ფილიალი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, 22 აპრილს მუშაობს მხოლოდ ”გუდვილში”, ”თბილისის ცენტრალსა” და აეროპორტში არსებული სერვისცენტრები, 23 აპრილს იმუშავებს ყველა ფილიალი, ხოლო 25 აპრილს უქმე დღე იქნება.
„ბაზისბანკის“ რვა სერვისცენტრი თბილისში, თელავსა და ბათუმში დღეს 10–დან 14.30 საათამდე იმუშავებს (წერეთლის გამზირის ფილიალი კი ღია იქნება 14:30–20:30 საათამდე.)
23 აპრილს მოკლე სამუშაო დღით იმუშავებს 5 სერვის ცენტრი.
შაბათს, 23 აპრილს მოკლე სამუშაო დღით იმუშავებს „ბაზისბანკის“ 5 სერვისცენტრი. დასვენების დღეებში კი ბანკის საინფორმაციო სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში – 09.30–00:00 საათებში.
24 აპრილი – აღდგომის დღესასწაული უქმეა ყველა ბანკისთვის. საბანკო სექტორი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 26 აპრილიდან განაახლებს.
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები