commersant.ge
თბილისის მერია და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია დღეს თანამშრომლობის მიმორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმი ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას გულისხმობს.
მისი მიზანია ერთობლივად შემუშავდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროექტები, შეიქმნას მისი განვითარების მხარდამჭერი ინოვაციური მოდელები და ინსტიტუტები, მოძიებულ იქნას პარტნიორები და მაქსიმალურად მოხდეს წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია და ექსპორტი.