კომუნიკაციების
კომისიის წინააღმდეგ კომპანია სარჩელს მაინც შეიტანს
პირWელი–ს მიხედვით
"ჯეოსელი" კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებულ 90 ათას ლარიან ჯარიმას გადაიხდის. ამის შესახებ კომპანიის იურისტმა განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მარეგულირებლის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში მაინც შეიტანენ. კომუნიკაციების კომისიამ კომპანია აბონენტებისთვის საუბრის წამობრივად დამრგვალების გამო დააჯარიმა. კომისიის განმარტებით, "ჯეოსელი" "ლაილაის" აბონენტებს თანხას 1 წამის ნაცვლად 5 წამამდე უმრგვალებდა და მათ უფლებებს არღვევდა.
„ჯეოსელის“ იურიდიულ სამსახურში კი წამობრივად დამრგვალებასთან დაკავშირებით კომისიის არცერთ დადგენილებას სამართლიანად არ მიიჩნევენ. კომპანიის მტკიცებით, დღეს მოქმედი კანონი ბუნდოვანი და ორაზროვანია. „კომისიის დადგენილება გასაჩივრებადია, ჩვენ ჯარიმას გადავიხდით, შემდეგ სარჩელს სასამართლოში შევიტანთ, რათა დაკისრებული ჯარიმის არასამართლიანობა დავამტკიცოთ,"-აცხადებენ „ჯეოსელში“.