2010 წლის 6 თვეში, საქართველოს 782 932 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 36,4%-ით მეტია. 2010 წლის 6 თვეში, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში 753 106 ვიზიტორი შემოვიდა (შემოსულ ვიზიტორთა 96,2%), რაც გასულ წელთან შედარებით 35,9%-ით მეტია. მიმდინარე წლის 6 თვეში, ამერიკიდან შემოვიდა 9 677 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 1,2%), რაც 2009 წლის 6 თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე 27,5%-ით მეტია, აზიის ქვეყნებიდან - 17 289 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 2,2%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 60,6%-ით აღემატება, აფრიკიდან - 1 079 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 0,2%), რაც გასული წლის მაჩვენებელს 208,3%-ით აღემატება, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან – 1 781 ვიზიტორი (ვიზიტორთა 0,2%), რაც 2009 წლის 6 თვის მაჩვენებელზე 59,5%-ით მეტია.
2010 წლის 6 თვეში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულია 474 450 ვიზიტორი (ვიზიტორთა 60,6%), რაც 2009 წლის 6 თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37%-ით მეტია.
დსთ-ს ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 223 159 ვიზიტორი (დსთ-ს ქვეყნების ვიზიტორთა 47%), რაც გასული წლის 6 თვის ანალოგიურ მაჩვენებელს 34,3%-ით აღემატება, ხოლო სომხეთიდან - 159 495 ვიზიტორი (დსთ-ს ვიზიტორების 33,6%), რაც გასულ წლის 6 თვეს-თან შედარებით 45,7%-ით მეტია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრ