„ტექნო ბუმი“ საქართველოში „ვირპულის“ ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ცნობილმა ამერიკულმა ბრენდმა „ვირპულმა“ „ტექნო ბუმს“ ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიანიჭა.
კომპანიის ინფორმაციით, "ვირპული" პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ამ მიზნით, კომპანიამ ქვეყანაში კვლევები ჩაატარა და ტექნიკის ქსელებს შორის არჩევანი "ტექნო ბუმზე" შეაჩერა.
პირველ ეტაპზე კომპანიამ "ტექნო ბუმს" პროდუქციის შემოსატანად საკრედიტო ხაზი გაუხსნა. საქონლის პირველი პარტიის შემოსვლას "ტექნო ბუმში" 10 დეკემბრისთვის ელოდებიან.
მიმდინარე თვეში "ვირპულის" პროდუქცია „ტექნო-ბუმის“ მაღაზიებში, განსაკუთრებული ფასდაკლებით გაიყიდება, ასევე პროდუქციაზე გავრცელდება "პრივატ ბანკის" "საახალწლო განვადება".
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები