commersant.ge
საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ქართული ბაზარი კერძო ინვესტორებისათვის მიმზიდველი გახდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს "ანა ჯგუფის" საწარმო "ტკბილ ქვეყანაში" სტუმრობისას განაცხადა.
"თქვენ რომ აქ მუშაობთ, დასტურია იმისა, რომ საწყის ეტაპზე რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და ამან შექმნა ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენი მიზანიც ესაა, რომ საწყისი კაპიტალი მოვიზიდოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნთ",- განაცხადა ნიკა გილაურმა.
"ტკბილმა ქვეყანამ" ფუნქციონირება 2006 წლის მარტში დაიწყო.
კომპანიაში შეიქმნა თანამედროვე საამქრო, სადაც მოხდება სადღესასწაულო ტორტებისა და კრემიანი ნამცხვრების წარმოება.