ევროპულ ბიზნეს დაჯილდოებაზე სამმა ქართულმა კომპანიამ ჯილდო მოიპოვა
"ვისოლ-ჯგუფი", "გუდვილი" და "EFES საქართველო" ევროპულ ბიზნეს - დაჯილდოებაზე Ruban d’Honneur-ის პრიზის მფლობელები გახდნენ.აღსანიშნავია, რომ ევროპულ ბიზნეს-დაჯილდოებაზე, რომლის სპონსორი "HSBC ბანკია", სამი ქართული კომპანია 100 წარმატებულ ევროპულ კომპანიას შორის დასახელდა.აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პრეს-კონფერენცია გაიმართება.ევროპული ბიზნეს-დაჯილდოება ოთხი წელია, იმართება და მასში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით მოღვაწე კომპანიებს აქვთ.ქართულ კომპანიებს წელს ევროპულ ბიზნეს-დაჯილდოებაზე მონაწილეობის საშუალება "HSBC ბანკის რეკომენდაციით მიეცათ.
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები