პარლამენტი უნაღდო ანგარიშსწორების ვალდებულების შესახებ ინიციატივას განიხილავს
პარლამენტი უნაღდო ანგარიშსწორების ვალდებულების შესახებ ინიციატივას უახლოეს დღეებში განიხილავს. ინიციატივა საბანკო სექტორს ეკუთვნის.
შესაბამისი კანონპროექტის ავტორი კი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილია. ინიციატივის დაკანონების შემთხვევაში, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ ბანკების საშუალებით იქნება შესაძლებელი.
საბანკო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვა ეკონომიკისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბანკებისთვის.
პარლამენტში განმარტავენ, რომ ცვლილებები ქვეყანაში გამჭვირვალე ფინანსური ოპერაციების დასანერგად მომზადდა, მიზანი კი ეკონომიკის კიდევ უფრო გაჯანსაღებაა.
თემა forum.ge–ზე
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები