commersant.ge
საქართველოდან წაბლის ექსპორტი იზრდება. წაბლის გადამამუშავებელი კომპანიის „აგროლეინის“ დირექტორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, გასულ წელს კომპანიამ 50 ტონა წაბლი გადაამუშავა და ექსპორტზე გაიტანა, წელს კი ამ მოცულობას 300 ტონამდე გაზრდის.
მისი თქმით, მსოფლიოში წაბლზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ წარმოების გაზრდას მომავალი წლისთვისაც გეგმავს. „აგროლეინის“ მიერ გადამშავებული წაბლის 100% ექსპორტზე საფრანგეთსა და შვეიცარიაში გადის.