დღეს რთულია იპოვო ისეთი ადამიანი რომელიც ინტერნეტით სარგებლობს და არ იცის რა არის ბლოგი. ბლოგი- ეს არის ვირტუალური დღიური, რომელზეც მომხმარებელი მუდმივად ამატებს სტატიებს. ბლოგი განსხვავებულია ზოგი პირადია, ზოგს განსაზღვრული თემატიკა აქვს, ზოგი კი სხვადასხვა თემას ეხება თავის ბლოგში და არა აქვს ეთი განსაზღვრული. მე არ ვსაუბრობ ბიზნეს-იდეაზე ბლოგის შესახებ უბრალოდ თუ თქვენ გინდათ ბლოგის შექმნა მე გამოგიკვეთავთ რამოდენიმე მომენტს რომელიც თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ამ პროცესში.
თქვენ კარგად უნდა ჩამოყალიბდეთ და განსაზღვროთ ბლოგის თემატიკა. ბლოგი შეიძლება იყოს რამოდენიმე თემაზე. მაგ: თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ბლოგი რომელსაც ექნა განჱოფილება ''ტურიზმი'', ''ნადირობა'',''თევზაობა'' ან შეარჩიოთ ერთი თემა, რომელზეც დაწერთ სტატიებს. ჩემი აზრით ეს უფრო მომგებიანი იქნება, რადგან რეკლამას შეგიკვეთავს ის ხალხი, რომლებსაც შენს ბლოგში არსებული თემა აინტერესებთ.
იმისთვის რომ მიიღოთ მაქსიმალური მოგება თქვენ დიდი სიფრთხილით უნდა გადაწყვიტოთ თუ რაზე იქნება თქვენს ბლოგზე საუბარი. ისეთი თემა უნდა შეარჩიოთ რაზეც მოთხოვნილებაა მომხმარებელში და რაც ჭირდებათ მათ. ასეთი ტიპის თემებია: ფინანსები, ბიზნესი, ინტერნეტით ფული შოვნა, ავტომანქანები და ა.შ.შ. ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი თემა, იშვიათია ან საერთოდ არ არსებობს ქსელში.
თემატიკის შერჩევის შემდეგ უნდა გაამდიდროთ თქვენი საიტი საინტერესო და სასარგებლო ელემენტებით( სტატიები, ვიდეოები, აუდიოჩანაწერები, სურათები და ა.შ.შ) კარგი იქნება თუ თქვენ დაწერთ უნიკალურ სტატიებს, რომელიც თქვენამდე არავის დაუწერია. თუ არ გეხერხებათ ეს საქმე მაშინ მოიძიეთ სხვა წყაროებიდან.
პ.ს ბლოგი შეიძლება გახადო ძალიან პერსპექტიულ ბიზნესად.
წარმატებები ბიზნესში!!!
Www.zaqro-biznesi.blogspot.com