ახლად გამოწურული წვენების გაყიდვა - ახალი, ბიზნესის სწრაფად განვითარებადი ფორმაა, რომელსაც გააჩნია დიდი პერსპექტივები. ვერანაირი ეგზოტიკური წვენებით, ჩვენს მომხმარებელს უკვე ვერ გააკვირვებ. მაღაზიები სავსეა სხვადასხვა ხარისხის წვენებით. მაგრამ უმრავლესობა ამ წვენებისა დამზადებულია ვაკუუმური გაშრობის მეთოდით დამზადებული კონცენტრატებისაგან. ეს კეთდება საბოლოო პროდუქტის გაიაფების მიზნით, რაც მიიღწევა სატრანსპორტო ხარჯების შემცირებით. მართლაც კონცეტრანტის გადაზიდვა კონტეინერით გაცილებით იაფია, ვიდრე ნატურალური წვენის გადაზიდვა, სადაც მთელი მასის დაახლოებით 95%-ს შეადგენს წყალი. გარდა ამისა, ძალიან ძნელია შეინახო ნატურალური წვენი მის პირვანდელ მდგომარეობაში, თუნდაც რამოდენიმე საათი, კონსერვატების ან თერმოდამუშავების გამოყენების გარეშე, ხოლო ეს დამღუპველად მოქმედებს მის მომხმარებლურ თვისებებზე - იშლება ვიტამინები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - ენზიმები. ზუსტად ამ მიზეზების გამო, მთელს მსოფლიოში სწრაფად იზრდება მოთხოვნილება ახლად გამოწურულ წვენებზე, რომლებიც მზადდება მწიფე, ახალი ხილისაგან სპეციალურ აპარატებზე უშუალოდ მყოდველის თვალწინ. არსებობს ამ ბიზნესის ორგანიზების ორი ძირითადი ხერხი: მცირე სავაჭრო წერტილების შექმნა სავაჭრო ცენტრებში, დასვენების ადგილებში, სასტუმროებში და სხვა ან ავტომატური მანქანების დაყენება სუპერმარკეტების ხილის განყოფილებებში. განვიხილოთ დაწვრილებით პირველი ვარინტი. მცირე კერძო ბიზნესისათვის ის უფრო მოსახერხებელია. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს მომხმარებელს "ცოცხალი" წვენების მაქსიმალური ასორტიმენტი ჭიქებით ან ბოთლებით (როგორც წესი გამოიყენება ორი წვენსახდელი: ერთი ციტრუსებისათვის, ხოლო მეორე უნივერსალური - ბოსტნეულისა და ხილისათვის). მყიდველის რეაქცია ძლიერაა დამოკიდებული თვით წვენის გამოწურვის პროცესზე! მაგალითად მყიდველი არააქტიურად ინტერესდება საყოფავხოვრებო ან არაავტომატური წვენსაწურით აღჭურვილი მაგიდით. ამას აქვს მთელი რიგი ახსნა: ხილი იჭრება ხელით, რის გამოც პროცესი არ ახდეს დადებით შთაბეჭდილებას მომხმარებელზე, და როგორს წესი არ განაწყობს ყიდვისათვის. ბიზნესის ორგანიზება პროფესიული მოწყობილობით, მოითხოვს გაცილებით მეტ საწყის დანახარჯებს (პროფესიული დონის ZUMEX, ZUMMO ან ORANFRESH წვენგამომწური მოწყობილობის ფასები იწყება 2000$-იდან), მაგრამ საშუალებას იძლევა მივაღწიოთ მაქსიმალურ ეკონომიურ ეფექტს პროცესის ესტეთიურობის, სისწრაფის, პროდუქციის ხარისხისა და აპარატურის საიმედოობის ხარჯზე. რომ შევაფასოთ ახალი ფორთოხლის წვენების გამოწურვის ბიზნესის რენტაბელობა ჩავატაროთ მარტივი გამოთვლები. წვენის გამოსავლიანობა შეადგენს ხილის საწყისი წონის 40-50%-ს. ქართული ფორთოხლის ერთი სტანდარტული 15კგ-იანი ყუთის ღირებულებაა - 6 ლარი. მისგან მზადდება არაუმცირეს 6ლ წვენი. შესაბამისად წვენის თვითღირებულებაა 6ლ - 6 ლარი ანუ 1ლ - 1 ლარი. 200გრ ჭიქა არა უმეტეს 20 თეთრისა. (ძალიან ახალი ფორთოხლის გადამუშავების დროს 200გრ ჭიქის თვითღირებულება არ აღემატება 18 თეთრისა). ახლად გამოწურული წვენის 0.5 ლიტრიანი ბოთლი შეიძლება გაიყიდოს 1.50 ლარად ან 200 გრამიანი ჭიქა - 50 თეთრად. თვითღირებულების გათვალისწინებით დანამატი შეადგენს 150%-ს. ანუ 1ლ წვენის გაყიდვით შემოსავალი შეადგენს 1.50 ლარს. თუ სავაჭრო წერტილს განვალაგებთ კარგ ადგილას, მაშინ დღეში შეიძლება გავყიდოთ 20-40 ლ წვენი (გადავამუშაოთ 3-7 ყუთი ფორთოხალი). დღეში 20 ლიტრი წვენის გაყიდვის შემთხვევაში თქვენი თვიური შემოსავალი შეადგენს 900 ლარს. თუ გამოვაკლებთ ხილის მოტანის, არენდის და ხელფასის ღირებულებას, მივიღებთ სუფთა მოგებას.