ავატომანქანის შეკეთება დღეს ბევრ სირთულეს უკავშირდება. მათ შორის განსაკუთრებით მანდილოსნებისთვის. უსუფთაო გარემო, ნაკლებად სანდო ხელოსნები, რომლეთაგან მნიშვნელოვან ნაწილს ერთი სული აქვს რამე მოგატყუოს და რაც ყველაზე მთავარია არავინ არ არის პასუხისმგებელი შეკეთების ხარისხზე. კარგი იქნება თუ ვინმე გააკეთებს ერთიან ქსელს ისეთი სერვისცენტრების, სადაც ერთიან სტანდარტებში და ერთიანი ბრენდის ქვეში იქნება გაერთიანებული კვალიფიციური ხელოსნები, ადეკვატური გარემო და საიმედო მომსახურება. ამისათვის კი სულ არ არის საჭირო ახალი ცენტრების მშენებლობა.
საკმარისია მოიფიქროთ რამე დასახელება ასეთი ქსელისთვის, იქირავოთ რომელიმე არსებული ერთი ცენტრი და დაიწყოთ მის ბაზაზე მომსახურების სტანდარტების შექმნა. ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ თქვენი ახალი ბრენდის აქტიური რეკლამირება ერთის მხრივ და თქვენთვის საინტერესო პროფილაქტიკების მფლობელებთან მოლაპარაკებები პარალელურად.
რაც უფრო ცნობადი იქნება თქვენი ბრენდი მით უფრო ადვილი იქნება მოლაპარაკებების თქვენთვის სასურველი შედეგებით დასრულება. სავარაუდოდ ბევრი მფლობელი მოგაქირავებთ თავის სერვისცენტრს რის შემდეგაც უკვე ხელოსნებთან მოლაპარაკებებზე შეგიძლიათ გადახვიდეთ.
ხელოსნებიდან ყოველთვის ჯობს დაიტოვოთ დაუზარელი და მონდომებული შეგირდები ვიდრე დიდი ხნის გამოცდილი მაგრამ ისეთი ხელოსნები, რომლებისთვისაც თქვენი მომსახურების წესების მიღება ძნელი იქნება.
ქსელის გაკეთება უმჯობესია დასაწყისში თბილისში ერთი და დიდ ქალაქებში თითო ცენტრით დაიწყოთ. რის შემდეგაც თბილისში შეიძლება დაამატოთ 2-3 და შედარებით პატარა ქალაქებშიც გააკეთოთ შეზუღული მომსახურების სპექტრის მქონე წერტილები.
ყველაზე მნიშვნელოვანია ბრენდის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა რაც აუცილებლად მოიცავს:
ა) მომსახურების ხარისხის მუდმივ და ძალიან სკურპულოზურ კონტროლს. რაც თავის მხრივ მოიცავს მუდმივ უკუკავშირს მომხმარებელთან;
ბ) ცნობადობის მუდმივ ამაღლებას.
გ) სერვისცენტრების და მომსახურების წერტილების გეგმაზომიერ გაფართოვებას
რაც შეეხება გაყიდვებს. თქვენი უპირველესი კლიენტები იქნებიან სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც ხარისხიანი მომსახურება უნდა შესთავაზოთ ერთის მხრივ ზარალის შეფასების, ხოლო მეორეს მხირვ ნაავარიები მანქანების აღდგენის მიმართულებით.
მეორე დიდი ჯგუფი იქნება სამთავრობო და კორპორატიული სექტორი, რომელსაც ესაჭიროვება ჩამოყალიბებული იურიდიული სტატუსის მქონე, ხარისხზე პასუხისმგებელი პარტნიორი ავტოპარკის მომსახურებისათვის.
ამ ორი სეგმენტის ათვისების შემდეგ შეგიძლიათ საცალო ბაზაზეც გადახვიდეთ და მოსახლებოს ფართო
ფენებს შესთავაზოთ სტანდარტული ხარისხის, მისაღები ფასების მომსახურება შეკეთების ხარისხის გარანტიით.
სტატიის რეიტინგი
წარმატებები ბიზნესში!!!
წყარო:startup.ge