We need PayPal in Georgia

მეგობრებო, მოკლედ როგორც იქნა გვეღირსა და სამთავრობო დონეზე დაიწყეს ჩალიჩი ფეიფალზე!



როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი დაინტერესებულია ამ საკითხით და აგროვებს “ხელმოწერებს” facebook-ის გვერდის საშუალებით. მათ სჭირდებათ 30,000 “ხელმოწერა” (ანუ Like) იმისთვის რომ საქმეს ძვრა ჰქონდეს.

თუ გსურთ საქართველოში ფეიფალის დანერგვა, შეუერთდით ამ გვერდს და გაავრცელეთ ის მეგობრებში.


ამ ლაიკის ჩასმა შეგიძლიათ თქვენს ბლოგზე/ვებ-გვერდზე შემდეგი კოდების საშუალებით:







გარდა ამისა, თუ ხართ აქტიური ინტერნეტ–მომხმარებელი, პოსტავთ სხვადასხვა ფორუმებზე, გაქვთ საკუთარი ვებ–გვერდი/ბლოგი და ერთგვარი ზეგავლენა ინტერნეტ აუდიტორიაზე, შემოუერთდით ამ ჯგუფს სადაც კონკრეტულად განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება დავაჩქაროთ PayPal-ის შემოსვლის პროცესი.

მხოლოდ ერთად თუ მივაღწევთ ამ დიდ მიზანს!

www.sweet.ge
სრულად ნახვა…

საწვავის ქართული ბაზრის თავისებურებანი


ოთხი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასი უკვე 5-ჯერ გაიზარდა. ქართულ ბაზარს რამდენიმე განსაკუთრებული დამახასიათებელი თვისება აქვს - ქვეყანაში ყველა მსხვილი ნავთობიმპორტიორი საწვავს ფასს ერთსა და იმავე დღეს, ზუსტად ერთნაირი მაჩვენებლით ზრდის; დიზელის საწვავი ბენზინზე ძვირი ღირს. იმპორტიორები შეთანხმებებს გამორიცხავენ.

ამ თემით tvpalitra დაინტერესდა.


იხილეთ ვიდეო
სრულად ნახვა…

ბანკები მუშაობის სააღდგომო გრაფიკზე გადადიან


ქართული ბანკები სააღდგომოდ მუშაობის გრაფიკზე გადადიან. „რესპუბლიკაში“ 21–დან 25 აპრილის ჩათვლით უქმეა. 21-22 და 25 აპრილს მხოლოდ ვაკის ფილიალი იმუშავებს. „ტაოპრივატბანკში“ დღეს 10-დან 17 საათამდე ყველა სერვისცენტრი იმუშავებს. 22 აპრილს ბანკში უქმეა. 23 აპრილს 10-დან 13 საათამდე მორიგე სერვისცენტრები იმუშავებენ.

„საქართველოს ბანკი“ 21 აპრილს ჩვეულებრივი რეჟიმით, ხოლო 23 აპრილს 14 საათამდე იმუშავებს. 22–დან 25 აპრილამდე „საქართველოს ბანკისთვის“ უქმეა. ”პროკრედიტ ბანკში” 21-22-23 აპრილს მუშაობს ჭავჭავაძის და აეროპორტის სერვისცენტრები, ხოლო 25 აპრილს მუშაობს მხოლოდ აეროპორტის სერვის ცენტრი. "თიბისიში” დღეს ყველა ფილიალი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, 22 აპრილს მუშაობს მხოლოდ ”გუდვილში”, ”თბილისის ცენტრალსა” და აეროპორტში არსებული სერვისცენტრები, 23 აპრილს იმუშავებს ყველა ფილიალი, ხოლო 25 აპრილს უქმე დღე იქნება.
„ბაზისბანკის“ რვა სერვისცენტრი თბილისში, თელავსა და ბათუმში დღეს 10–დან 14.30 საათამდე იმუშავებს (წერეთლის გამზირის ფილიალი კი ღია იქნება 14:30–20:30 საათამდე.)

23 აპრილს მოკლე სამუშაო დღით იმუშავებს 5 სერვის ცენტრი.

შაბათს, 23 აპრილს მოკლე სამუშაო დღით იმუშავებს „ბაზისბანკის“ 5 სერვისცენტრი. დასვენების დღეებში კი ბანკის საინფორმაციო სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში – 09.30–00:00 საათებში.

24 აპრილი – აღდგომის დღესასწაული უქმეა ყველა ბანკისთვის. საბანკო სექტორი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 26 აპრილიდან განაახლებს.
სრულად ნახვა…

რატომ არ აზღვევენ საქართველოში მოსავალს?


„ქვეყანაში 1000-ზე ნაკლები ფერმერია, რომელიც ითვლის“

რადიო „თავისუფლების“ მასალები (tavisupleba.org), ავტორი ჯიმშერ რეხვიაშვილი

იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოში მოსავალს თითქმის არავინ აზღვევს. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ვერ იქცა სრულფასოვან ბიზნესად - მიწების თითქმის 85 პროცენტი ისეთი წვრილი ფერმერების ხელშია, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვასაც კი არ აწარმოებენ, შედარებით მსხვილი მეურნეობები კი დაზღვევის სიძვირისა და სადაზღვევო პაკეტების სიმწირის გამო არ აზღვევენ მოსავალს. როგორ შეიძლება გახდეს მოსავლის დაზღვევა მიმზიდველი როგორც სადაზღვევო კომპანიებისთვის, ასევე გლეხებისა და ფერმერებისათვის?

ლაგოდეხელი ფერმერის დათო ლომიძის თქმით, სადაზღვევო პაკეტებში ისეთი მომენტები არ არის გათვალისწინებული, რაც გლეხს აინტერესებს. „ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია მარტო გვალვას აზღვევს, ზოგიერთი მხოლოდ წყალდიდობას ან მეწყერს... სხვა შემთხვევებსაც უნდა ითვალისწინებდეს. ხომ შეიძლება ხანძარი მოხდეს ან მწერები შემოესიოს?“ – აცხადებს იგი.

პასუხად სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ არ გაურბიან სადაზღვევო რისკებს და, როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი ამბობს, სადაზღვევო კომპანიები ვერ აიღებენ საკუთარ თავზე ყველა შესაძლო - მათ შორის, არასადაზღვევო - რისკს. ხეჩინაშვილის თქმით, უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში აგროსექტორი ბიზნესად ვერ ჩამოყალიბდა.

„1000-ზე ნაკლები ფერმერია, რომელიც ითვლის! და ვინც არ ითვლის, იმას, ბუნებრივია, დაზღვევა არ აინტერესებს. დაზღვევა სწორედ ის არის, რომ რისკი „ბიუჯეტირებადი“ გახადო, თვითღირებულებაში ჩადო და ის პრობლემები დაივიწყო,“ – აცხადებს ხეჩინაშვილი.

მისი თქმით, ამ უმთავრესი პრობლემის გარდა, მოსაგვარებელია კიდევ რამდენიმე საკითხი:„ინფრასტრუქტურა, რომელიც ამას სჭირდება, - საინფორმაციოთი დაწყებული, დამთავრებული ხარისხის კონტროლით (სათესლე მასალის, შხამ-ქიმიკატების და ა.შ.), - ძალიან რთულ მდგომარეობაშია. და კიდევ: უნდა შეიქმნას დაზღვეულთა კრიტიკული მასა, რომელიც უნდა იყოს დივერსიფიცირებული სივრცეში და არ უნდა იყოს კანტიკუნტად.“

სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ნიკოლაძე აგრობიზნესის განვითარებისთვის ხელის შემშლელ ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფს - აგროკრედიტის სიმძიმე და ცოდნის ნაკლებობა.

„აგროკრედიტი არის ძალიან მძიმე, გიწევს მთელი ქონების ჩადება კრედიტში და რისკავ ყველაფერს, რაც კი წინაპრებს თქვენამდე შეუგროვებიათ. ცოდნის დონეც ძალიან დაბალია - თუნდაც იმისი, თუ რას შეადგენს მოსავლიანობა, მიწაზე როგორ არის სასუქი შეტანილი, როგორ არის მიწა დასვენებული, როგორი კულტივაციის შემდეგ რა მოვა - ყველა ეს პრობლემა კომპლექსში ქმნის იმას, რომ ჯერჯერობით აგროსექტორი არის თვითგადარჩენის საშუალება და არა ბიზნესი“, - განაცხადა ნიკოლაძემ.
სრულად ნახვა…

იაპონია დედაქალაქის შეცვლისთვის ემზადება


REGNUM

იაპონიის ხელისუფლება ქვეყნიდან დედაქალაქის გადასატანად ფართობებს ამზადებს, რომლებსაც იმ შემთხვევისთვის გამოიყენებს, თუკი ტოკიოს მიწისძვრა დააზიანებს, ხოლო ხელისუფლება პარალიზებული აღმოჩნდება. იაპონიის პარლამენტი ახალი ქალაქების შექმნის კანონპროექტებს იხილავს, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა 50 ათასი ადამიანით განისაზღვრება. მშენებლობა 2011 წლის ბოლომდე დაიწყება.

14 აპრილს, იაპონიის სანაპიროებთან 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის რამდენიმე მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. წინა დღეებში კი, დედაქალაქის მახლობლად 4-5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგებს მძლავრი “აფთერშოკი” აშინებთ, რამაც შესაძლოა უზარმაზარი ცუნამი გამოიწვიოს.

სრულად ნახვა…

Intel-ის კვარტალური მოგება რეკორდულად გაიზარდა


კორპორაცია Intel-მა კვარტალური მოგების რეკორდი მოხსნა. პროცესორების უმსხვილესმა მწარმოებელმა მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში 12,8 მილიარდი დოლარის მოგება ნახა. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ პრეს-რელიზშია ნათქვამი.

კომაპნიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ციფრი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25% გაიზარდა. კორპორაციის სუფთა მოგებამ, კი 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Intel-ის გენერალური დირექტორის პოლ ოტელინის განცხადებით, კომპანიის გაყიდვები ერთი წლის ვადაში 10%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში კომპანიამ ექსკლუზიური პროცესორები Core i წარადგინა. კომაპნია მოგების ზრდას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის მოგების მხრივ რეკორდული გასული წელიც აღმოჩნდა. მაშინ Intel-ის შემოსავალმა 43,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სრულად ნახვა…

ყველაზე გავრცელებული ხარვეზები ქართული კომპანიების სტრუქტურაში

ჟურნალ "სტრატეგია და ორგანიზაციის" მასალები


ბევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ორგანიზაციული სტრუქტურა ერთმანეთთან დაკავშირებული კვადრატებია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მართალია, სტრუქტურა თავისთავად ორგანიზაციის წარმატებას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ერთ–ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომას მასში ადვილად შეუძლია ნებისმიერი სტრატეგია წარუმატებლობისთვის გაწიროს.

რა ხარვეზები გვხვდება ყველაზე ხშირად გვხვდება ქართული კომპანიების ორგანიზაციულ სტრუქტურებში?

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ვიღაცას ჰქვია გენერალური დირექტორი და მის ერთ-ერთ მოადგილეს (თუ მეტს არა) მასზე ბევრად დიდი გავლენა და მხარდაჭერა აქვს დამფუძნებლებისგან, ვიღაცას ჰქვია პირველი მოადგილე და ყველა დანარჩენ მოადგილეს ბევრად მეტად ეკითხებინ აზრსაც, რესურსებსაც აძლევენ და მოქმედებაშიც უწყობენ ხელს. ხშირად ხდება, რომ რომელიღაც სამსახურის ხელმძღვანელი ბევრად უფრო გავლენიანი ფიგურაა და მეტად ახდენს გავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე, ვიდრე მისი ხაზოვანი ხელმძღვანელი, კურატორი დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე.

ეს ყველაფერი ხშირად უამრავი გაუგებრობის, კონფლიქტის, უსიამოვნო გარჩევის მიზეზი ხდება. ამცირებს თანამშრომლების, მთელი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოტივაციას, შრომის ნაყოფიერებას, ხელს უწყობს დეზორგანიზაციას და უამრავი დროითი და ემოციური რესურსების კარგვას.

გენერალურ დირექტორთან უშუალოდ დაქვემდებარებული სტრუქტურების მნიშვნელოვანი სიმრავლე ასევე ხშირად აფერხებს ქართული კომპანიების მიმდინარე საქმიანობასაც და განვითარებასაც უშლის ხელს. თავად პირველი პირიც იშვიათად ამბობს უარს უშუალოდ დაიქვემდებაროს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სამსახურები. შედეგად ვიღებთ რიგებს დირექტორის კართან, შეჩერებულ და გადაწყვეტის მოლოდინში მყოფი საკითხების სიმრავლეს, გადაღლილ დირექტორს, რომელსაც აღარავის დანახვა არ სურს.

5-7 უშუალო დაქვემდებარებულზე მეტის ეფექტიანი მართვა, მათთვის საკმარისი დროის გამოყოფა, მათთან ერთად მუშაობა, აქტუალური პრობლემებისა და ამოცანების გადაწყვეტაში საფუძვლიანი მონაწილეობა შეუძლებელია.

ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფების იერარქიული დაკნინება ასევე ერთ ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა ქართულ კომპანიებში. ხშირად შეხვდებით შემთხვევას, როდესაც ტოპ სამი ან ტოპ ხუთი პრიორიტეტული ამოცანიდან ერთ-ერთი (თუ უფრო მეტი არა) აბარია გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილის დაქვემდებარებში არსებული ერთ-ერთი დეპარტამენტის ერთ-ერთ განყოფილებას, ან სულაც მის რომელიმე თანამშრომელს.

საქმე იმაშია, რომ რაც უფრო იერარქიულად ქვევით არის სამსახური ან პოზიცია, მით უფრო ნაკლებია მასზე ყურადღება. შესაბამისად ნაკლებია მათთვის გამოყოფილი რესურსები, როგორც მენეჯერული ისე ფულადი ან სხვა სახის. ნაკლებია მათი გავლენა ორგანიზაციაში, მათი მნიშვნელობა და უნარი იმოქმედონ შედეგიანად. აქედან გამომდინარე როცა ამოცანის პრიორიტეტულობა დეკლარირებულ სტრატეგიაში იზრდება, მაგრამ სტრუქტურულად მასზე პასუხისმგებელი სამსახურის იერარქია არ იცვლება, ამოცანა თითქმის 100% განწირულია გადაუჭრელობისათვის.

ჩვენთან ფუნქციებს აჯგუფებენ უფრო იმის მიხედვით, თუ ტოპ მენეჯმენტის გუნდში რომელი მიმართულებით ვის უკეთესი გამოცდილება და ცოდნა აქვს და არა იმის მიხედვით, რომელი ფუნქციების ერთ სტრუქტურაში ყოფნა არის ხელსაყრელი ორგანიზაციისათვის და რომლების არა.

ცნობილია, რომ ის ფუნქციები, რომელთა შორისაც აქტიური კოორდინაცია და კარგი კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სასურველია იყოს ერთი ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში.

მეორეს მხრივ, არის სამსახურები, ფუნქციები, რომლების ერთად დაჯგუფებაც სასურველი არ არის, ვინაიდან მათ შორის უფრო მეტი პარალელური კონტროლის არსებობაა საჭირო. მაგალითად: ორგანიზაციების უმეტესობაში გაყიდვების და მომსახურების ფუნქციების გაერთიანება არ არის სასურველი, ისევე როგორც პროდუქტების განვითარების და წარმოების, ვინაიდან მათ შორის აუცილებელია მუდმივი პარალელური კონტროლი.

ყველა ორგანიზაციისათვის არსებობს ფუნქციები რომელთა ერთად დაჯგუფება არ შეუძლება იმისათვის, რომ მათი განხორციელების პროცესში მენეჯმენტის ჩართულობა და ინფორმირება იყოს სათანდო ხარისხის და მასშტაბის. სამწუხაროდ სტრუქტურის კეთების პროცესში ამ საკითხს ხშირად არასათანადოდ ან საერთოდ არ ითვალისწინებენ.

მარკეტინგის ფუნქციების ერთ ქვედანადაყოფში გაერთიანება ხშირ შემთხვევაში ამცირებს ქართული კომპანიების მარკეტინგული საქმიანობის ეფექტიანობას. იმის ნაცვლად, რომ სწორი და შედეგიანი მარკეტინგი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს როგორიცაა: პროდუქტების განვითარება, გაყიდვების სტიმულირება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, კომპანიის ბრენდის ან ბრენდების განვითარება ხშირად ერთ განყოფილებაში არის მოქცეული. რაც ძირითადად იმას იწვევს, რომ ეს განყოფილება პოლიგრაფიული სარეკლამო მასალების დამზადებით, რეკლამების შეკვეთით და გაშვებით არის დაკავებული და არა ზემოთჩამოთვლილი მნიშვნელოვანი ფუნქციებით. შედეგად მარკეტინგი, რომელიც მთელი ორგანიზაციის მიერ, ყველა დონეზე უნდა ხორციელდებოდეს, ერთ მენეჯერში იკეტება.

სტრუქტურა მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტების გარეშე ვერ იქნება შედეგიანი, ის უნდა შეესაბამებოდეს სტრატეგიას, ეხმარებოდეს მას იმუშაოს. სტრატეგიას, რომელიც, პირველ რიგში, უნდა გააჩნდეს მენეჯმენტს.



სრულად ნახვა…

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. საცალო ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა.
"ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებში აპი დიზელის ფასმა უკვე 2.40 ლარს მიაღწია, 2.35 ლარი ღირს ერთი ლიტრა აპი სუპერი. აპი პრემიუმის ფასი 2.30 ლარს შეადგენს, ევრო რეგულარის - 2.20 ლარს, დიზელ ენერჯის - 2.25 ლარის, ხოლო რეგულარ ენერჯი – 2.15.

5 თეთრით გაძვირდა საწვავი "რომპეტროლის" ქსელშიც. კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებში Efix ევრო დიზელი უკვე 2.35 ლარი ღირს, Efix ევრო პრემიუმი - 2.25 ლარი, ევრო სუპერი - 2.30 ლარი, ევრო რეგულარი 93 - 2.12 ლარი, ევრო დიზელი - 2.20 ლარი.

ფასებმა იმატა სხვა კომპანიების პროდუქტებზეც.
საქართველოში საწვავის ფასები ბოლოს ერთი თვის წინ გაძვირდა.
სრულად ნახვა…

გააკეთეთ საუბნო მაღაზია მუდმივი აქციებით

თუ თქვენს უბანში გააკეთებთ გამორჩეულ, ახალი ტიპის სასურსათო მაღაზიას მუდმივად მიმდინარე მრავალფეროვანი აქციებით, სავარაუდოდ, სწრაფად განავითარებთ ბიზნესს და მალე საკმაოდ ფართო ქსელიც გექნებათ.
აქციები ძალიან მრავალნაირი შეიძლება მოიფიქროთ, მაგალითად,
  • ყოველ საღამოს 8 საათის შემდეგ, 10 ლარიან ჩეკზე 1 ბოთლი ლუდი ნახევარ ფასად. ასეთი აქციით იმ მამაკაცებს მოიზიდავთ, რომლებსაც სამსახურდან დაბრუნებისას მეუღლეები მაღაზიიდან სურსათის წამოღებას სთხოვენ;
  • შუადღის 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე საჩუქარი მაღაზიაში შემოსულ ყველა ბავშვს(მაგალითად, ერთი ჩუპა ჩუპსი) ამ დროს მშობლები ბავშვებით ბრუნდებიან სკოლიდან ან ბაღებიდან, ან ბავშვებს აგზავნიან რაღაცების ამოსატანად მაღაზიაში.
  • დილას ცხვირის ერთი საწმენდი ქაღალდის სალფეტკი ან საღეჭი რეზინი ყველას, ვინც 9 საათამდე შემოვა მაღაზიაში, ვინაიდან ასეთ დროს, როგორც წესი, ის ბევრს სჭირდება და სიგარეტსაც ბარემ მუდმივად თქვენთან იყიდიან სამსახურში წასვლამდე.
  • სქესის, ასაკის და შემოსვლის დროის მიხედვით განსხვავებული საჩუქრები ყოველ 10, 20, 30 ლარიან ჩეკზე, რამაც მყიდველებს მოტივაცია უნდა გაუჩინოს, ბარემ აქ იყიდონ, რაც საყიდელია.
მოფიქრებით მართლაც უამრავის მოფიქრება შეიძლება, მთავარია მიდგომა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს აქციების დაგეგმვა.
სასურველია ამოირჩიოთ კვირაში ერთი სამუშაო დღე, შუადღის ისეთი საათები, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის დატვირთული მყიდველებით და გამყიდვლებთან ერთად, ყოველკვირეულად განიხილოთ, რა ახალი აქციის მოწყობა შეიძლება იყოს საინტერესო მომხმარებლებისათვის და მომგებიანი მაღაზიისთვის.
გაანალიზოთ, რას უფრო ხშირად ყიდულობენ, როდის, ვინ და ამის მიხედვით მოიფიქროთ ახალი აქცია. თუ აქციის საგანი იქნება ის, რაც ყველაზე მოთხოვნადია დროის ამა თუ იმ პერიოდში და სწორედ მასზე გაავრცელებთ შეღავათს, იგივე პროდუქტის უფრო მეტი  მოცულობით გაყიდვა და დამატებით ნაყიდი სხვა პროდუქტებიდან მიღებული მოგება არათუ დაგიკომპენსირებთ გაკეთებულ ფასდაკლებას, არამედ ბევრად მეტ მოგებასაც მოგიტანთ.
რა თქმა უნდა, აქციები საკმარისი არ არის წარმატებისთვის. მინიმუმ სხვა მსგავსი მაღაზიების დონეზე მაინც უნდა ახერხებდეთ ასორტიმენტის შერჩევას. სრული ასორტიმენტის ნაცვლად თქვენი მიზანი უნდა იყოს სწორი ასორტიმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად გქონდეთ დიდი ქსელების ასორტიმენტის ის 20%, რომელსაც ყველაზე მეტად მოიხმარს მომხმარებლის 80%.
ამისათვის სასურველია, თქვენს გამყიდველებს სთხოვოთ ჩაიწერონ ყველა ის პროდუქტი რომელიც კლიენტებმა მოიკითხეს და მაღაზიაში არ იყო. ყოველი კვირის ან თვის ბოლოს ასეთი ჩანაწერების ანალიზი დაგანახებთ, რა ცვლილებების შეტანა იქნება თქვენს ასორტიმენტში საჭირო. კარგი იქნება, თუ ჩანაწერში დაფიქსირდება მყიდველის სქესი, მიახლოვებითი ასაკი და შემოსვლის დრო. ეს თქვენ დაგეხმარებათ კიდევ უფრო სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
არ დაგავიწყდეთ, რომ გამყიდველები ოპტიმალურად შერჩეული ასორტიმენტის შემდეგ, ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი წარმატებისთვის.  სასურველია ისინი იმავე უბნიდანვე იყონ. კარგი იქნება თუ მათ მომსახურების პრინციპებთან დაკავშირებით რამე ტრენინგს მაინც გაატარებთ იმისათვის, რომ ელემენტარული წარმოდგენა მაინც ქონდეთ კლიენტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
ასევე სასურველია თუ მათ ისეთ მოტივაციას გაუკეთებთ, რომ უხაროდეთ ყოველი ახალი კლიენტის შემოსვლა მაღაზიაში და არ ბრაზდებოდნენ იმის გამო რომ ეს ვიღაცეები მათ საინტერესო საუბარს აწყვეტინებენ. ამისათვის მიეცით მათ ბონუსი რომელიც დამოკიდებული იქნება შემოსული კლიენტების რაოდენობაზე და მათ მიერ გაკეთებული შესყიდვის მოცულობაზე. ამის დათვლა ჩეკებიდან მარტივად შეიძლება.
და ბოლოს, რა თქმა უნდა ნისიებს თავს ვერ დააღწევთ. ამის ცდასაც კი აზრი არ აქვს. აქ ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება პირიქით ეცადოთ ყველაზე დახვეწილი ნისიების სისტემა გააკეთოთ და ის თქვენს კონკურენტულ უპირატესობად აქციოთ. ყველაზე კარგი საშუალება შეიძლება გახდეს წესების შემოღება, ვის რა ნისია ეკუთვნის და რა შემთხვევაში. გააკეთეთ ბარათები ოჯახების მიხედვით და ჩააწყვეთ ეს ბარათები კორპუსების და სადარბაზოების მიხედვით (ამისათვის სპეციალურად მომზადებულ უჯრაში). ყველა კარგ გადამხდელს გაუზარდეთ ლიმიტი, ხოლო ყველა ურჩს შეუმცირეთ.


 სინერჯი ჯგუფის 
სრულად ნახვა…

რუსთავი2 vs იმედი




რუსთავი2 და იმედი... ორი ძირითადი მაუწყებლობა, რომელიც საქართველოს ტელე სივრცეში არსებობს... ისინი ორიგინალურ პროექტებს გვთავაზობენ და ერთმანეთში პაექრობენ ჩვენი, მაყურებლის გულის მოსაგებად. მოდით ვნახოთ ერთმანეთის მსგავსი ტელე-პროექტები და გამოკითხვაში დააფიქსირეთ რომელ გადაცემას ანიჭებთ უპირატესობას, რადგან

ეს გადაცემები თითქმის ერთ დროს გადის და გვიწევს რომელიმე ერთი არხი ავირჩიოთ. 
თქვენ რომელ გადაცემას ირჩევთ? რომელ არხს?


დილა
დილა მშვიდობისა საქართველო
დილა იმედზე

რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

talk შოუ
ნანუკას შოუ
პროფილი


რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

საინფორმაციო
კურიერი
ქრონიკა


რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

კვირის მიმოხილვა
პოსტკიპტუმი
სპეციალური რეპორტაჟი


რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

ღამის შოუ
ვანოს ჯავახიშვილის შოუ
ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად




იუმორისტული შოუ
კომედი შოუ
სტუმრად იუმორინასთან
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

იუმორისტული სერიალი
მეზობლები
შუა ქალაქში


რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

ქართული სერიალი:
დეტექტივები
გოგონა გარეუბნიდან


რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

სერიალები:)
ცოდვილი, მიმწყვდეული, გაორება, სიყვარულის საიდუმლო, მორენას ვნება, დანიელა, შენ ჩემი სიცოცხლე ხარ
სილამაზის მსხვერპლი, ლობას საიდუმლო, სიყვარულის ზღვა, ქალბატონი, მონტეს ოჯახი, ბოშები

ორიგინალური პროექტები
რუსთავი2-ის პროექტები:

ნიჭიერი
კომედი შოუ
ბიზნეს კურიერი
სიცილის ზონა
ეკივოკი
რა? სად? როდის?
იღბლიანი ბორბალი
ვის უნდა 20 ათასი

რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

იმედის პროექტები

თბილისი live
დღის შოუ
სტუმრად იუმორინასთან
ყოფილი ცოლების კლუბი
ვის აირჩევს კახა ბენდუქიძე
იმედის გმირები
Face კონტროლი
მუსიკალური ლიგა
ეტალონი

რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

დააფიქსირეთ თქვენი აზრი გამოკითხვაში. 
ამოირჩიეთ თქვენი ფავორიტი "კონკურენტი" გადაცემები
(რამოდენიმე ერთად) და შეჯამებითი - რომელ არხს უფრო ხშირად უყურებთ


www.angel.ge 
 
სრულად ნახვა…

მოიყვანეთ ხის სოკო სახლის პირობებში

თუ ხართ ენერგიული და დროებით უმუშევარი ახალგაზრდა, მაშინ თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ ხის სოკო სახლის პირობებში მიუხედავად იმისა - კერძო სახლში ცხოვრობთ თუ ბინაში.
სოკოს მოსაყვანად, პირველ რიგში, საჭირო იქნება შესაფერისი შენობის ნახვა, რის შემდეგაც მზადდება სპეციალური ნარევი, რომელიც პოლიეთილენის პარკში თავსდება და სპეციუალურ პირობებში შენახვის შემთხვევაში სოკოს უხვ მოსავალს იძლევა. ერთ ასეთ შეფუთვას შეუძლია 3-ჯერ გამოისხას სოკო, ხოლო ბოლო მოსავლის აღების შემდეგ ნარევი მასა შეგიძლიათ გაყიდოთ როგორც სასუქი.
სოკოს მოსაყვანად საკმაოდ მცირე კაპიტალი და სივრცეა საჭირო, ხოლო მოსავალი და შემოსავალი (მისი რეალიზაციის შემთხვევაში) საკამოდ მაღალია. მისი რელიზაცია კი შეგიძლიათ პირდაპირ რესტორნებში ან უბნის მაღაზიებში გააკეთოთ. სახლის პირობებში სოკოს მოყვანა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, რაც შემოსალების მუდმივობას უზრუნველყოფს.
ხის სოკოს მოსაყვანად დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ერთერთ რუსულ ბმულზე:
სინერჯი ჯგუფის 


სრულად ნახვა…

ბლოგის ბრენდინგი

მიუხედავად იმისა რომ მარკეტინგის მეცნიერებები ყოველთვის მაინტერესებდა და გულმოდგინედ ვსწავლობდი, ESM-ში ბრენდინგის ფინალურ გამოცდაზე სამარცხვინოდ ჩავიჭერი. თომას გედის “4D ბრენდინგს” გავდიოდით, საგანი ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა, მაგრამ გამოცდაზე ტესტები პირდაპირ წიგნიდან იყო მოტანილი და წიგნის ეგრე დეტალურად წაკითხვა ძალიან დამეზარა.
დედაჩემმა ამ ჩაჭრის ამბავი რომ გაიგო, ისე ინერვიულა, კინაღამ გულმა დაარტყა. მისი აზრით, ნიშნები რადგან გამიფუჭდა, მარკეტინგის სფეროში ვერასდროს მივაღწევდი წარმატებას.
დედა, შეხედე ამ ბლოგს! უამრავი ადამიანი ხშირად მეუბნება კომპლიმენტებს მის ბრენდზე და პიარზე. დიდი ამბავი, მეოთხე კურსზე ბრენდინგში ნიშანი თუ ვერ მივიღე.
ახლა კი ვბედავ და ბლოგის ბრენდინგზე და მარკეტინგზე ერთი-ორი სიტყვასაც დავწერ.
ამ პოსტის იდეა ნატოშას პოსტმა შთამაგონა. ნატოშა ეძებს ახალ დიზაინს და ბრენდს, რომელსაც კარგად გააპიარებს და დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეცვლის. მე მის პოსტზე უკვე დავაკომენტარე საკმაოდ ვრცლად და აღარ მინდა აქ განვმეორდე. თუმცა იქ მხოლოდ დიზაინთან დაკავშირებული რჩევები მივეცი. ბლოგის ბრენდინგი კიბევრად უფრო რთული მოვლენაა, ვიდრე ადვილად დასამახსოვრებელი ლოგო, მსგავსი ჰედერი და ფოტოსურათების watermark-ი.
ჩემი აზრით ბლოგის ბრენდინგი ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია მის პიარში და სამომავლო წარმატებაში.
წინა პოსტშიც დავწერე და აქაც ვიმეორებ – მთავარი კონტენტი მაინც არასდროს არ არის! ხანდახან შეფუთვა და რეკლამა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ კარგი ხარისხის პროდუქტი.
მაგრამ სანამ პროდუქტის შეფუთვაზე გადახვალთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ მის იდეაზე.
ამაში თომას გედის ბრენდ-კოდიც დაგეხმარებათ, რომელიც ბრენდის ოთხი აბსტრაქტული განზომილებისგან შედგება: ფუნქციონალური, სოციალური,სულიერი და მენტალური. თითოეულზე უფრო ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი.
მოახდინეთ ბრეინშტორმინგი, რას გინდათ რომ ემსახურებოდეს თქვენი ბლოგი, როგორი მკითხველი გინდათ რომ ჰყავდეს მას, გააკეთეთ თქვენი იდეების ვიზუალური რუკა (ბრეინშტორმინგის ტექნიკის შესახებ მიწერია აქ: მოიფიქრე 10 პოსტი)
მხოლოდ ამ იდეების შეგროვების შემდეგ დაფიქრდით დიზაინზე, ლოგოზე და ბრენდინგის ელემენტებზე.
გთავაზობთ პატარა მაგალითს უკეთესი თვალსაჩინოებისთვის.
Sweet.ge-ს ბრენდ-კოდი თომას გედის ოთხ გნაზომილებიანი ბრენდინგის მიხედვით:

ფუნქციონალური განზომილება

– პროდუქტის ან მომსახურების მომხმარებლის მიერ აღქმული სარგებელი
ეცადეთ დაანახოთ მკითხველს თქვენი ბლოგიდან (პროუქტიდან) მიღებული სარგებელი.

“Sweet.ge – მაძლევს სასარგებლო რჩევებს ბლოგინგის შესახებ, საინტერესო ფოტოსურათებს, გასართობ ამბებს, სხვა ბლოგერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას.”

სოციალური განზომილება

– განსაკუთრებულ სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებულობის შეგრძნება
ადამიანებს ყოველთვის აქვთ მოთხოვნილება, რომელიმე სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. იქნება ეს პოლიტიკური (მემარცხენე, მემარჯვენე, მთავრობა ოპოზიცია, ლიბერალი, კონსერვატორი თუ სხვა), სქესობრივი (ქალი, კაცი, LGBT), სუბ-კულტურის (ჰიპი, პანკი, ემო) თუ სხვა ნიშნით, ნებისმიერ შემთხვევაში – ადამიანებს უყვართ დაყოფა და კამათი.
მიეცით მათ ეს შესაძლებლობა. თქვენი ბლოგის მეშვეობით შექმენით ვირტუალური ჯგუფი კონკრეტული თემის შესახებ, სადაც შესაძლებელი იქნება სხვების შეკრება და დისკუსია. ამით არა მარტო იმათ მოიზიდავთ ვისაც ზემოთ აღნიშნული თემა აინტერესებს, არამედ მათ მოწინააღმდეგეებსაც. (იმ დღეს კომენტარი დამხვდა ერთ-ერთ პოსტზე, “მეზიზღება ვარდისფერი და იმიტომ არ ვკითხულობ შენს ბლოგსო”. მე ვუპასუხე – “აბა, ახლა აქ რა გინდა?”-მეთქი)

”მე ვკითხულობ Sweet.ge-ს, ვუყურებ Sex and the City-ს, ვფურცლავკოსმოპოლიტენს, მომწონს ვარდისფერი ნივთები, შოპინგი და რაც მთავარია, ბლოგერი ვარ სულით ხორცამდე.”

სულიერი განზომილება

– გლობალური ან ლოკალური პასუხისმგებლობის აღქმა
აიღეთ რამე იდეა და იბრძოლეთ მისთვის. ამ ქვეყნად იდეისთვის ბრძოლაში უფრო მეტი ადამიანი დაღუპულა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.
მთავარია, არ მოიტყუოთ. იბრძოლეთ მხოლოდ იმ იდეისთვის, რაც მართლა თქვენი ცხოვრების მიზანს წარმოადგენს, რაც მართლა გაინტერესებთ და მთელ თავისუფალ დროს ამ იდეის განხორციელებას უთმობთ. თუ გინდთ იყოს ეს ცხოველების და გარემოს დაცვა, ან ქართული ფეხბურთის განვითარება, ან ადამიანების გაღიმება, ან ავტობუსში ორსული ქალებისთვის ადგილის დათმობა.

”მე ვკითხულობ Sweet.ge-ს და ვხვდები თუ რაოდენ დამოკიდებულია თითოეულ ბლოგერზე ქართული ბლოგოსფეროს, ახალი მედიისა და ზოგადად ინტერნეტის განვითარება. მე მსურს და მზად ვარ მივიღო ამაში მონაწილეობა.”

მენტალური განზომილება

– მომხმარებლისადმი მენტალური თანადგომა
დატვირთეთ ხალხი იდეებით და მოუწოდეთ მათ მოქმედებისკენ. დაუდექით მათ მხარში რომელიმე საქმეში. მაგალითად, მათემატიკის დავალებების წერაში ან ყოველდღიურად სახლიდან კარგ ფორმაში გასვლაში.

”Sweet.ge შემოქმედებითად მავსებს, ‘მაიძულებს’ ვიყო კრეატიული, მაძლევს ახალ იდეებს, მეხმარება საკუთარი ბლოგის უკეთ მოწყობაში, მომიწოდებს თვით-განვითარებისკენ და მარწმუნებს, რომ ამქვეყნად ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი!”

* * *
ვიცი, ცოტა რთულია ყველა განზომილებაში თანაბრად ძლიერი ბრენდი გქონდეს. მაგრამ მინიმუმ ორი განზომილება თუ გაქვს განვითარებული და ჩამოყალიბებული, მაინც შეგიძლია დიდ წარმატებას მიაღწიო.
ყველაზე კარგი რჩევა:

გიყვარდეს შენი ბრენდი, როგორც საკუთარი შვილი!

მაგრამ არ დაგემართოს მარკეტინგული მაიოპია.
ძალიან ბევრი ბლოგერი არ აქცევს ყურადღებას, თუ რა აინტერესებს მკითხველს, არამედ წერს იმას, რაც მხოლოდ თვითონ აინტერესებს.
წინა პოსტზე რამდენიმემ დააკომენტა, არ გვაინტერესებს ვინ რას ფიქრობს, მთავარია ჩვენ მოგვწონდესო.  ეს არის მარკეტინგული მაიოპია. ეს მიდგომა გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბლოგს არ უყურებთ როგორც საქმეს, ბიზნესს, ბრენდს. სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევთ.
- სიყვარულით, ბრენდინგში ჩაჭრილი სტუდენტი


წყარო: www.sweet.ge
სრულად ნახვა…

ერთ დღეში McDonald's–ი აშშ–ში 50 ათას ადამიანს დაასაქმებს

McDonald's–ის რესტორნების ქსელი აშშ–ში, სადაც კომპანია 14 ათას რესტორანს მართავს, 19 აპრილს სამსახურში ერთბაშად 50 ათას ადამიანს აიყვანს.
ამის შესახებ McDonald's U.S.A.–ს ხელმძღვანელმა ჯენ ფილდსმა განაცხადა.
ახალი სამუშაო ადგილები გულისხმობს როგორც რიგით პოზიციებს, ისე მენეჯმენტში არსებულ ვაკანსიებს. მათი ნაწილი ნაწილობრივ სამუშაო დღეს ითვალისწინებს, ნაწილი კი სრული განაკვეთით მუშაობას.
შედეგად, აშშ–ში კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა ერთ დღეში 700 ათასამდე გაიზრდება.
კომპანიის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ McDonald's–ში დასაქმებული ადამიანის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 8,3 დოლარია, მენეჯერმა კი წელიწადში შესაძლოა 50 ათასი დოლარი გამოიმუშავოს.
McDonald's–ი 1940 წელს ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდსებმა დააარსეს. ქსელის პირველი რესტორანი სან–ბერნარდინოში, კალიფორნიის შტატში გაიხსნა. „სწრაფი კვების“ კონცეფცია კი მსოფლიოში პირველად 1948 წელს შემუშავდა.



სრულად ნახვა…

LOVE ბარათი „საქართველოს ბანკისგან” - პლასტიკური ბარათი მოგონებებით

„საქართველოს ბანკმა”, ბაზარზე კიდევ ერთი ინოვაციური მომსახურების დანერგვის შესახებ განაცხადა. მიმდინარე წლის მაისიდან, ბანკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი პროდუქტი - LOVE ბარათი. LOVE ბარათის მფლობელებს საშუალება ექნებათ თავად შექმნან საკუთარი პლასტიკური ბარათის დიზაინი, სასურველი ფოტოსურათით. LOVE ბარათი მოიცავს შემდეგი ტიპის პლასტიკურ ბარათებს: Visa Electron, Visa Classic, Cirrus Maestro, MasterCard Standard.
ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი LOVE ბარათს გამოიყენებს, სასიამოვნოდ მოაგონდება ის, რაც ბარათზე იქნება გამოსახული. ნებისმიერი სხვა პლასტიკური ბარათისგან განსხვავებით, მისი დიზაინის ავტორი იქნება თავად პლასტიკური ბარათის მფლობლი. LOVE ბარათის ღირებულება 15 ლარი იქნება.
 
მომხმარებლის დიზაინით შექმნილ LOVE ბარათს ექნება ყველა სტანდარტული ფუნქცია, რომელიც გააჩნია 
Visa Electron, Visa Classic, Cirrus Maestro, MasterCard Standard ბარათებს. ხსენებულ ბარათებზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.lovecard.ge .



სრულად ნახვა…

„ბაზისბანკის“ გენერალური დირექტორი: შეფარული პროცენტები არ გვაქვს

ინტერვიუ „ბაზისბანკის“ გენერალურ დირექტორთან დავით ცაავასთან
Commersant.ge
– თქვენმა ბანკმა ახალი სათავო შენობა გახსნა. ეს  ბაზარზე თქვენი გააქტიურების დაწყებას ხომ არ ნიშნავს?
– ბანკის ახალი სათავო ოფისის გახსნა ერთ მიზანს ემსახურება – ვიყოთ აქტიურები და გვყავდეს რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი კლიენტი. ამ მიზნით უახლოეს პერიოდში „ბაზისბანკი“ ახალი პროდუქტების მთელ სერიას გამოუშვებს, რაც მომხმარებლის ინტერესსა და ყურადღებას ნამდვილად დაიმსახურებს. 
 
 ახალი პროდუქტების გარდა ხომ არ გეგმავთ ბანკის ფილიალების რაოდენობაც გაზარდოთ?
– „ბაზისბანკის“ ფილიალების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მეტიც: დღეისთვის ჩვენი ბანკი მხოლოდ თბილისში, აჭარასა და კახეთშია წარმოდგენილი. თუმცა ძალიან მალე საქართველოს ყველა რეგიონში შევალთ.
– მომხმარებელი ბანკების მიმართ ხშირად გამოთქვამს პრეტენზიებს. მათი ნაწილის განცხადებით, ბანკები სესხებზე დაბალ საპროცენტო განაკვეთებს აცხადებენ, თუმცა როცა სესხის ასაღებად მიდიან, რეალურად ეს პროცენტი გაცილებით მაღალია...
 
–  სხვა ბანკებზე ვერაფერს გეტყვით. „ბაზისბანკის“ შემთხვევაში კი ჩვენი სლოგანია „სასარგებლო ბანკი“. შეფარული შეთავაზებებისა და პროცენტების პირობებში კი სასარგებლო ვერანაირად ვერ იქნები.
– რაც შეეხება „ბაზისბანკის ბიზნესმენთა კლუბს“. რა ფუნქცია ექნება მას? ისარგებლებენ თუ არა კლუბის წევრი ბიზნესმენები ბანკისაგან რაიმე განსაკუთრებული შეღავათებით? მაგალითად, სესხებზე უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებით?
–    არა, აქ საუბარი სხვა რამეზეა. კლუბი ხელს შეუწყობს წევრებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გამოცდილების გაზიარებას. ჩვენ ბიზნესმენებს ერთმანეთის მოძებნასა და დაკავშირებაში დავეხმარებით. მაგალითად, ერთი კომპანია პროდუქტს აწარმოებს, მეორეს აქვს ამ პროდუქციის შესანახი საწყობი. კლუბის ფარგლებში ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და „ბაზისბანკი“ მათ შორის შუამავალი იქნება. ვფიქრობ, ეს მათ ურთიერთობაში ერთმანეთისადმი მეტ ნდობასაც გამოიწვევს.


სრულად ნახვა…

„ჯი.მარტი“: ქსელურ მარკეტებში ყველაზე დაბალი ფასები ჩვენთანაა

commersant.ge
ინტერვიუ სუპერმარკეტ „ჯი.მარტის“ დირექტორთან ეკატერინე ჩხაბერიძესთან
– როგორ დაიწყო „ჯი. მარტმა“ მიმდინარე წელი? ინფლაციისა და ფასების ზრდის გამო გაყიდვების მაჩვენებელი ხომ არ შემცირებულა?
– „ჯი.მარტი“ 2010 წლის მაისისთვის შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ამ მცირე მონაკვეთში საკმაოდ წარმატებულად დამკვიდრდა. გახსნის დღიდან „ჯი.მარტის“  მთავარი პრიორიტეტი ხარისხიან პროდუქტის მიწოდებასთან ერთად ხელმისაწვდომი ფასების შეთავაზება იყო. ახალი სუპერმარკეტის გამოცდილ მენეჯერთა ჯგუფს კარგად ჰქონდა გააზრებული მომხმარებლის საჭიროება. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე რა თქმა უნდა საქართველოშიც გაიზრდებოდა საშუალო სამომხმარებლო კალათის ღირებულება. სწორედ ამიტომ, ხარისხთან, სერვისსა და ასორტიმენტის მრავალფეროვნებასთან ერთად მომხმარებელი პროდუქციის ღირებულებას აუცილებლად გაითვალისწინებდა. ჩვენი სტრატეგია გამართლებულია: ვფიქრობ, მომხმარებლის ნდობა მოვიპოვეთ და დავაჯერეთ, რომ საფასო პოლიტიკა არ იყო მხოლოდ ერთჯერადი, ბაზარზე დასამკვიდრებელი კამპანია. ეს ჩვენი სტრატეგიაა და შესაბამისად, მუდმივი ხასიათი ექნება.
მიმდინარე წელი ქართული რითეილ ბაზრისთვის რთულად დაიწყო. იმპორტზე დამოკიდებული ქართველი დისტრიბუტორები იძულებულები გახდნენ რამდენიმე სასაქონლო ჯგუფზე ფასი მოემატებინათ, რამაც მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია. ამ კრიზისის ფონზე ვცდილობთ საკუთარი მარჟის შემცირების ხარჯზე შევინარჩუნოთ ფასები და ყოველთვიური მარკეტინგული აქციებით გავანებივროთ ჩვენი ერთგული მომხმარებელი. ამ აქტივობას მომხმარებელიც ადეკვატურად აფასებს და ჩვენი ქსელის რეალიზაციის მაჩვენებელიც სტაბილურად მზარდია.
– საქართველოში სუპერმარკეტების ბიზნესი ბოლო დროს ძალიან პოპულარული ხდება. გასულ წელს კიდევ ერთი ქსელი გაიხსნა. იგეგმება რამდენიმე უცხოური კომპანიის შემოსვლაც. არის საქართველოში ამ მოცულობის მოთხოვნა? როგორ ფიქრობთ – ბაზარი ჯერ კიდევ ასათვისებელია?
– ბოლო დროს სფეროს მიმართ ინტერესს იჩენს როგორც სხვადასხვა პროდუქტის ქართველი მწარმოებელი კომპანიები, ასევე უცხოური გიგანტი ბრენდებიც. ფაქტია, სუპერმარკეტების ბიზნესი საკმაოდ მომხიბვლელია. თუმცა, ეს არ არის მარტივი ბიზნესი. ერთდროულად უნდა მართო რამდენიმე ათეული ათასი პროდუქტი, აკონტროლო მათი ხარისხი, მიწოდების ოპერატიულობა და ა.შ. ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მომხმარებელი პატარა შეცდომასაც კი არ გაპატიებს. ბიზნესის მიმართ ინტერესი კი რა თქმა უნდა ბაზრის საჭიროებიდან მოდის. ნელ-ნელა ღია ტიპის ბაზრობებს დახურული, კომფორტული სავაჭრო ცენტრები ჩაანაცვლებს. ქართველი მომხმარებელი უკვე კარგა ხანია მზად არის ამ სიახლისთვის. მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რაში იხდის ფულს.
– ქართველი მომხმარებელი სუპერმარკეტებში მომსახურეობის კულტურის ნაკლებობას საკმაოდ ხშირად უჩივის. ზოგადად რა არის ამის მიზეზი და რატომ გაიჭიმა დროში ამ პრობლემის მოგვარება?
– როგორც აღვნიშნე, სუპერმარკეტების ბიზნესი მარტივი სამართავი არ არის, მომხმარებელი სამართლიანად ითხოვს ხარისხს, სერვისს, მომსახურების მაღალ კულტურას. ვცდილობთ, მათი მოთხოვნები გავითვალისწინოთ. მუდმივად ვიკვლევთ ბაზარს, ვიწვევთ მომხმარებელს ფოკუს ჯგუფებსა თუ სხვადასხვა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად. ვიკვლევთ მათ საჭიროებას. ამ საჭიროების განსაზღვრის შემდეგ კი ვნერგავთ მომსახურების სტანდარტებს, ვუტარებთ თანამშრომლებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, ვაკვირდებით მათ ქცევას და ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ მომხმარებლის პრეტენზიები.
  
– ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ „ჯი.მარტი“ მხოლოდ მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი? რამდენად იძლევა თქვენი ფასები იმის შესაძლებლობას, რომ საშუალო და დაბალშემოსავლიანმა მომხმარებელმაც ისარგებლოს თქვენი მომსახურეობით?
– ნამდვილად არ ვეთანხმები და ეს მოსაზრება პირველად მესმის. პირიქით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ დაბალ და საშუალო შემოსავლიანი მომხმარებელი დავარწმუნოთ ჩვენთან შესყიდვის პრიორიტეტზე, გავუქარწყლოთ ის შიში, რომელიც ამ სეგმენტში დომინირებს - სუპერმარკეტი სულაც არ ნიშნავს ფუფუნებას. „ჯი.მარტი“ ბაზრის კომფორტული ალტერნატივაა. უსაფრთხო პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ ქსელურ მარკეტებთან შედარებით ყველაზე დაბალ ფასს ვთავაზობთ მომხმარებელს.
 
– გასულ წელს „ჯი.მარტმა“ საკუთარი სწრაფი კვების ობიექტი გახსნა. გაამართლა თუ არა „პანორამამ“ და ხომ არ იგეგმება მისი ფილიალების გახსნა?
– ჩვენი სწრაფი კვების რესტორანი ინოვაციური პროექტია. აქ გაერთიანებულია როგორც ბუფეტის თვითმომსახურება, ასევე ბარის და პიცერიის მენიუ. ცალკე ხაზია სალათების მაგიდა, სადაც მომხმარებელი თავადაა ჩართული მომზადების პროცესში. აღნიშნული ობიექტი რამდენიმე თვეა გავხსენით. ჯერჯერობით ციფრებსა და ანალიზზე საუბარი ნაადრევია. ყველანაირ ბიზნესს წარმატებისთვის დრო ჭირდება. შეფასება მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ ხდება. სამომავლოდ კი ჩვენს ქვე-ბრენდს აუცილებლად გავაფართოვებთ და “პანორამა ბუფეტს” მომხმარებელი თბილისის ცენტრალურ უბნებშიც იხილავს.
წელს გაფართოვდება როგორც „ჯი.მარტის“ ქსელი, ასევე ქვებრენდიც (პანორამა ბუფეტი), გაფართოება მოიცავს როგორ თბილისს ასევე რეგიონებსაც. გვექნება განახლებული და ექსკლუზიური სასაქონლო ჯგუფები. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებთან. გვექნება ბევრი ლოიალური პროგრამა და მარკეტინგული აქციები. ჩვენ გრძელვადიანი გეგმები და კვალიფიციური თანამშრომელთა  გუნდი გვყავს, რომლებიც ამ გეგმის შესრულებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.


სრულად ნახვა…