იაპონელების ახალი კამერა კედლის იქითაც დაგინახავთ


იაპონიის ეროვნული საზოგადოებრივი ტელევიზიის (NHK) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითი ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეიმუშავეს "მილიმეტრიანი ტალღის სატელევიზიო კამერა", რომელიც იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც რადარი - გამოსახულების მისაღებად რადიო ტალღებს იყენებს და არა ხილულ სხივს.
24 საათი 20.06.10
იაპონიის ეროვნული საზოგადოებრივი ტელევიზიის (NHK) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითი ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეიმუშავეს "მილიმეტრიანი ტალღის სატელევიზიო კამერა", რომელიც იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც რადარი - გამოსახულების მისაღებად რადიო ტალღებს იყენებს და არა ხილულ სხივს.
ექსპერიმენტული საგნებს იოლად არჩევს ისეთი წინაღობის იქით, როგორებიცაა ბოლი, ნისლი და ასე განსაჯეთ, დაპრესილი ნახერხის კედლის იქითაც შეუძლია მოძრავი ობიექტის დანახვა.
კამერა ასხივებს მილიმეტრიან ტალღებს, რომელთა სიხშირეც 60 გიგაჰერცია. ტალღა ობიექტს ხვდება, მისგან აირეკლება და მას კამერის მიმღები სეგმენტი იჭერს. მიმღებში ხდება მიღებული სურათის დალაგება და ორგანზომილებიან სივრცეში პროექცირება. კამერის თავისებურება ისაა, რომ შეიძლება ვერ გაარჩიოს უძრავი სხეული, მაგალითად კედელი, რომლისგან არეკლილ ტალღასაც მალე ღებულობს. სამაგიეროდ, თვალისთვის უხილავი საგნებიდან მობრუნებული ტალღები მიმღებში დაგვიენებით შედის და შესაბამისად, ისინი სურათში აისახება.
მართალია, კამერის მიერ აღქმული სურათი ბუნდოვანია, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მასზეც ძალიან ადვილია ისეთი ობიექტის გარჩევა, როგორიც მოძრავი ადამიანია. მოკლედ, ტელკომპანია NHK-ს ასეთი კამერა, რეპორტაჟების ჩასაწერად არ გამოადგება. სამაგიეროდ, ეს ტექნოლოგია ნამდვილი მისწრება იქნება სამაშველო სამსახურების, დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებისთვის.
მაგრამ იაპონურ ტელეკომპანიაში ფიქრობენ, რომ მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიის დახვეწით, უფრო მკვეთრი და ხარისხიანი გამოსახულებების მიღება იქნება შესაძლებელი.


სრულად ნახვა…

ქობულეთის “თავისუფალი ტურისტული ზონის”


დაიწყო განაცხადების მიღება იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ქობულეთის "თავისუფალი ტურისტული ზონის" განვითარების მიზნით (ე.წ "ფიჭვნარის” ტერიტორია, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით), სასტუმროების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.
გამოყოფილია მიწის 3 ნაკვეთი (საერთო ფართით 11,3 ჰა), რომლებზედაც დაგეგმილია 27 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი. მშენებლობის განხორციელების მსურველს შეუძლია ამათგან გააკეთოს არჩევანი. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების სართულიანობაც: 5, 6 ან 7 სართული (42, 52 ან 60 ნომერი).
საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის სრული პაკეტი მზად იქნება მ/წლის 24 სექტემბრისთვის. (იხილეთ პროექტები, ტიპი I: - 5 სართულიანი;    6 სართულიანი)
დამკვეთის სურვილის შესაბამისად შესაძლებელია პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა.
აღსანიშნავია, რომ:
- სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად;
- დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ;
- ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით.
იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა დამთავრდება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა 2011 წლის 1 აგვისტომდე, ინვესტორი გათავისუფლებული იქნება 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან.
განაცხადები მიიღება მ/წლის 30 ოქტომბრამდე.
დაწვრილებითი ცნობებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ:
სამინისტროს ურბანიზაციის და მშენებლობის დეპარტამენტს, საკონტაქტო ტელეფონები:
99 10 45; 99 10 46; 99 11 13;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტს, საკონტაქტო ტელეფონი:
8(88222) 4-79-18;

საინფორმაციო სამსახურს, საკონტაქტო ტელეფონები:
8(88222) 4-79-38; 8(88222) 4-79-39; 8(88222) 4-79-40).


წყარო: www.economy.ge


რეკომენდირებული სატატია: „კომპიუტერი დღეში ერთ ლარად“
სრულად ნახვა…

როგორ ჩავატაროთ ეფექტური პრეზენტაცია


პრეზენტაციის მსვლელობისას ხუმრობები დაგეხმარებათ, აუდიტორიის ჩართულობაც არ გაწყენთ. იმისათვის, რომ პრეზენტაციამ ეფექტურად ჩაიაროს, უნდა იყოთ ენერგიული და შეერწყათ აუდიტორიას.
როგორც  კომპანიის პრეზიდენტი, ადვილია, დავუშვათ, რომ, როცა თქვენი ტუჩები მოძრაობს, ხალხი ყურადღებას გაქცევთ. მაგრამ პრეზენტაციაზე ყოველი დამსწრე ადამიანი ქვეცნობიერად ასეთ კითხვას სვამს: რატომ უნდა მივაქციო ყურადღება?
როცა იწყებთ გამოსვლას იმ აუდიტორიის წინაშე, რომელსაც პრეზენტაციის თემა დიდად არ აინტერესებს, გააცინეთ იქ მსხდომი საზოგადოება. იუმორი, რომელიც თვით-კრიტიკასა და საკუთარი თავის პროტესტს შეიცავს, “ფარ-ხმალს დააყრევინებს” აუდიტორიას და განმუხტავს სიტუაციას. შედეგად დამსწრე საზოგადოება ნდობით აღიჭურვება თქვენს მიმართ და გამოსვლაც სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაივლის. ასევე გამართლებულია ისეთი ხერხების გამოყენება, როგორიცაა საკითხის წამოჭრა და მასზე მსჯელობის პროცესში აუდიტორიის ჩართვა, შეკითხვების დასმა და მოკლე პასუხების მიღება და ა.შ.
გენერალური დირექტორები ამბობენ, რომ მზადყოფნა მნიშვნელოვანია. მაგრამ ისინი ფრთხილად არიან. მეტისმეტად ბევრი გადამეოება და რეპეტიცია საწინააღმდეგო ეფექტს გამოიწვევს. უმთავრესია, დარწმუნებული იყოთ, რომ მზად ხართ შეკითხვებისათვის და კომენტარისათვის პრეზენტაციით დაუფარავი ნაწილიდან. მიეცით პრეზენტაციას უფლება, წავიდეს თავისი დინებით. მაყურებელი პროცესში ჩართულობას იგრძნობს, და ყველანი გაერთობით კიდევაც.
ცოდნა ძალაა. იცოდე შენი საგანი, და უფრო მეტად დამაჯერებელი იქნები. ინფორმაციის ღრმა ცოდნა, რაზეც გაქვთ პრეზენტაცია, გაგხდით ნაკლებად დამოკიდებულს ბარათებსა და PowerPoint-ზე. გახსოვდეთ, რომ PPT მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია, და არა თვით პრეზენტაცია. არასდროს წაიკითხოთ სლაიდებიდან.
თუ თქვენ გაქვთ საუბარი პერსონალთან, ინვესტორთან ან უფრო მაღალი რანგის პირთან, ნაკლებად ნაცნობ აუდიტორიასთან, მათი სურვილი ერთნაირია. მათ არ სურთ ავტომატიკა, მათ უნდათ ცოცხალი ადამიანი, რეალური პირი, ანუ თქვენ.
თუ თქვენ კარგად მომზადებული ხართ და იცით ყოველივე სიახლე ამ სფეროში, თქვენ შეძლებთ გადასცეთ ხელთ არსებული ინფორმაცია კარგად, წყნარად და დამაჯერებლად.
დიდი არაფერია, მაგრამ ეს ელემენტარული რჩევები დაგეხმარებათ, ჩაატაროთ პრეზენტაცია ცოცხლად, დამაჯერებლად და ეფექტურად.

წყარო :hrworld.ge 

რეკომენდირებული სტატია:   სამშენებლო ტეხნიკა
სრულად ნახვა…

„კომპიუტერი დღეში ერთ ლარად“

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სიმბოლურ ფასად - დღეში ერთ ლარად (თვეში 30 ლარად) - საბანკო სესხის მეშვეობით კომპიუტერი შეიძინონ. ეს პროგრამა ძირითადად მოსწავლეებზე, პედაგოგებსა და სტუდენტებზეა გათვლილი. წინასწარი პროგნოზით, მსურველი 70-80 000 ადამიანი იქნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შუამავალ კომპანია ”ინტელთან”, რომელიც საერთაშორისო კომპანიებსა და ბანკებთან ურთიერთობას არეგულირებს, უკვე დაასრულა მოლაპარაკება და ოქტომბრის დასაწყისში ხელშეკრულებაც გაფორმდება. დასაწყისისათვის პროგრამაში ორი კომპიუტერული კომპანია - ”ალტა” და ”ალგორითმი” - და ერთი ბანკი - კერძოდ, ’საქართველოს ბანკი” - ჩაერთვება.

დღეში ერთი ლარი და - კომპიუტერი შენია. იდეა მომხიბვლელად ჟღერს და დაინტერესებული ადამიანების რიცხვიც იზრდება. რას გულისხმობს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პირველად 21 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, და რამდენად რეალურია მისი განხორციელება? პროექტის საბოლოო პირობები 6-7 ოქტომბერს გაირკვევა, გვეუბნება განათლების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოგა გულუა. კომპანია ”ინტელთან” ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილი უკვე დაასრულა:

„‘ინტელს’ ეს პროექტი ასზე მეტ ქვეყანაში აქვს განხორციელებული და ყველაზე წარმატებული საბერძნეთსა და იტალიაში გამოდგა. საქართველოში, სავარაუდოდ, დასაწყისისათვის მონაწილეობას ამ პროგრამაში მიიღებს ორი კომპიუტერული კომპანია - ”ალტა” და ”ალგორითმი” - და ასევე ”საქართევლოს ბანკი”. ბანკი გასცემს სესხს, რომლითაც აღნიშნული კომპანიების პროდუქციის ყიდვა იქნება შესაძლებელი. ეს არ არის რაიმე სპეციალიზებული ტექნიკა. უბრალოდ, ამ პროექტის ფარგლებში აქვს უფრო დაბალი ფასი და სესხიც შეღავათიანია.”

გადასახადი არის დღეში ერთი ლარიდან სამ ლარამდე. იმის მიხედვით, რა შემოსავალი აქვს ადამიანს და რა მოთხოვნები კომპიუტერისადმი ...
”ინტელი” ამ შემთხვევაში შუამავალია. ის ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესში მიაღწიონ ოპტიმალურ ფასს და ადგილობრივ კომპანიებს ჰქონდეთ საშუალება შედარებით დაბალ ფასად მიიღონ კომპიუტერები. ამავე დროს, მოლაპარაკებები მიდის ბანკებთან, რომ კრედიტები შედარებით დაბალი პროცენტით გასცენ. გოგა თოფურია ამბობს, რომ, წინასწარი გეგმით, კომპიუტერს პირობითად დღეში ერთ ლარად 70-80 000 ადამიანი იყიდის. ძირითადი სამიზნე ჯგუფი კი პედაგოგები, სტუდენტობა და სკოლის მოსწავლეები იქნებიან, თუმცა შეზღუდვა, ამ მხრივ, არც საზოგადოების დანარჩენი ნაწილისათვის დაწესდება. ნაწილს შედარებით უკეთესი კონფიგურაციის კომპიუტერის ყიდვაც შეეძლება. დაგეგმილია ბონუსები და სხვა საინტერესო აქციები ინტერნეტ პროვაიდერებისგანაც:

”გადასახადი არის დღეში ერთი ლარიდან სამ ლარამდე. იმის მიხედვით, რა შემოსავალი აქვს ადამიანს და რა მოთხოვნები კომპიუტერისადმი, შეუძლია შესაბამისი კონფიგურაციის მოდელი აარჩიოს და თვის ბოლოს დაგროვილი თანხა ბანკში გადაიხადოს. კრედიტი არის ორწლიანი. იქნება გარკვეული ბონუსებიც, საინტერესო წინადადებები პროვაიდერებისგან, როგორიცაა, მაგალითად, ერთთვიანი ან ორთვიანი უფასო ინტერნეტ-სერვისი. ეს დეტალები ახლა ზუსტდება.”

გოგა გულუა გვეუბნება, რომ სესხების გაცემა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იგეგმება. ჩვენ მას ვკითხეთ, რამდენად იქნება ამ პროექტის განხორციელების პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორი ე.წ. ”შავი სიები” - შეძლებს თუ არა ამ პროგრამაში მონაწილეობას ის ხალხი, ვისაც პრობლემური საბანკო ისტორია აქვს. გოგა გულუა ამბობს, რომ ეს ”შავი სია” ცვალებადი სიაა და მასში მოხვედრილ ადამიანს ბანკი სამუდამოდ კარს არ უკეტავს. ამ ეტაპზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბანკი, უცნობია. როგორც ”კრედიტინფო საქართველოს” მენეჯერი კობა კობახიძე გვიხსნის,ასეთ სიაში მოხვედრილი ადამიანებისათვის სესხის გაცემას ბანკი გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვეტს.

ბანკებს გააჩნიათ თავისი მოქმედების წესი, ანგარიშგება და ფინანსური ინტერესიც, რომელიც ხშირად ასეთ იდეებს სხვა სახის ტრანსფორმაციას აძლევს ხოლმე ...
ინფორმაციისთვის: „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში რთული საბანკო ისტორიის მქონე მილიონამდე ადამიანი და 1 900 000 ჩანაწერია, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი და იგივე ადამიანი შესაძლოა არა მხოლოდ მსესხებელი იყოს, არამედ თავმდები პირიც.

ექპსერტი ეკონომიკის საკითხებში რევაზ საყევარიშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამ იდეამ, მიუხედავად მისი მომხიბვლელობისა, საბანკო პროდუქტად გარდაქმნის პროცესში გარკვეული პრობლემებიც გააჩინოს:

”ბანკებს გააჩნიათ თავისი მოქმედების წესი, ანგარიშგება და ფინანსური ინტერესიც, რომელიც ხშირად ასეთ იდეებს სხვა სახის ტრანსფორმაციას აძლევს ხოლმე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სესხის რაოდენობა დიდი არ იქნება (კომპიუტერები არ ღირს ძალიან ძვირი), ბანკებისთვის ეს შესაძლოა პროდუქტი იმ შემთხვევაში გახდეს, თუ კრიტიკულად დიდი რაოდენობა დაგროვდება მსესხებლებისა. ისიც უნდა ითქვას, რომ რადგან ბანკებიც გარკვეულწილად ინტეგრირებულნი არიან სახელმწიფოსთან ურთიერთობებში და სოციალური პასუხისმგებლობის ტვირთსაც ატარებენ, შესაძლოა ამ ნაკლებად მიმზიდველი და ფინანსურად მომგებიანი პროდუქტის დანერგვაზე უარი სულაც არ თქვან და სახელმწიფოსთან ერთად რისკი და პასუხისმგებლობა გაიყონ.”

რევაზ საყევარიშვილი ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად იმას მიიჩნევს, რომ ”შავ სიაში” მოხვედრილი არასათანადო მსესხებლები პროგრამაში ამ ეტაპზე ვერ ჩაერთვებიან, რაც პოტენციურ მსესხებელთა რიცხვს შეამცირებს. მეორე მხრივ, ექსპერტის შეფასებით, არ არსებობს ზუსტი ციფრები, თუ რამდენად არის ამ პროდუქტზე რეალურად მოთხოვნილება. ეს მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ბანკები ამ პროდუქტს დანერგავენ და მისი მოხმარების პირველი ეტაპი მაინც დასრულდება.


სრულად ნახვა…

სამშენებლო ტეხნიკა

დღეს ჩვენ შევეხებით სამშენებლო სფეროს. როგორც, იცის საქართველოში ბოლო პერიოდში ეს ბიზნესი ძალიან მაღალი ტემპით იზრდება. კრიზისმა მაინც თავისი დაღი დაასვა სამშენებლო ბიზნესს, მაგრამ დღესდღეობით იგი კვლავ აღმასვლის პროცესშია. ამას ხელს უწყობს საზღვარგარეთიდან შემოსული ინვესტიციები და სახელმწიფოს სხვადასხვა სახის პროექტები, რომლებიც ინფრასტუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს.
 ამ ბიზნეს იდეის განსახორციელებლად საჩიროა ინვესტიცია ინვესტიციის მოსაზიდად არსებობს სხვადასხვა გზა და მე ამას აუცილებრად შევეხები მომავალ ფოსტებში. ახლა კი თვითონ ბიზნეს იდეა.

თქვენ უნდა შექმნათ კომპანია, რომელის საკუთრებაშიც იქნება სხვადასხვა სახის სამშენებლო ტეხნიკა, ტეხნიკა უნდა იყოს თანამედროვე რათა უფრო მეტი კლიენტი გამოგიჩნდეთ. შემდეგ თქვენ აიყვანთ კომპეტენტურ თანამშრომლებს, რომლებიც ერკვევიან იმ ტეხნიკაში, რომლებსაც თქვენ ჩააბარებთ. შემდეგ თქვენ ტეხნიკას გააქირავებთ. რათქმაუნდა მანამდე გაურიგდებით თანამშრომლებს პირობებზე. შემდეგ თქვენი ტეხნიკა იმუშავებს სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე, რაც აუცილებრად მოგიტანთ კარგ შემოსავლებს. მაგალითად ე.წ. ''პომპა" გააქირავეთ და თქვენ ერთ დღეში მიიღებს 1000 ლარს აქედან 500 ლარი თქვენ დაგრჩებათ ხოლო დანარჩენი იმ თანამშრომელს რომელიც უშუალოდ მუშაობს ამ ტეხნიკაზე.




წარმატებები ბიზნესში!!!
სრულად ნახვა…


აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკა აღდგენას არ ჩქარობს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თვლის, რომ აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის აღდგენა "განსაკუთრებით განუსაზღვრელი" რჩება, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში ვარდნის რისკიც კი შენარჩუნებულია. რეგიონის არასტაბილურობა დასავლეთ ევროპის კრიზისთანაა დაკავშირებული და ასევე - ადგილობრივ პრობლემებთან, როგორიცაა არც თუ ისე მაღალი სამომხმარებლო აქტიურობის დონე და საზღვარგარეთიდან დაბალი ინვესტიციების მაჩვენებელი.
  "ჩვენ გვაქვს საბერძნეთის კრიზისი და ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას საფრთხეს უქმნის" - განაცხადა EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა ერიკ ბერგლოფმა ზაგრებში, ბანკის ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეკრებაზე. ბანკის პრეზიდენტის თომას მიროუს თქმით, ევროზონის რეგიონის პრობლემები აღმოსავლეთ ევროპასაც შეეხება, "კაპიტალური ბაზრის დანგრევის" გამო და ასევე საფრანგეთისა და გერმანიისაგან იმპორტულ საქონელზე მოთხოვნის დაცემის გამო. "არსებობს პოტენციური რისკები, რომლებიც ბერძნული ბანკების ფილიალებიდან მოდის. ჩვენ თვალყური უნდა ვადევნოთ მათ და ვაიძულოთ პოლიტიკოსები ისინი გაითვალისწინონ" - თქვა მან. ბანკის პროგნოზში ხაზგასმულია ის, რომ რეგიონის აღდგენა დიდხანს გაგრძელდება და მისი ეკონომიკის ზრდის ტემპები წელსაც და მომავალ წელსაც საგრძნობლად დაბალი იქნება, ვიდრე ეს კრიზისამდე იყო - 5%-ი. აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში EBRD-მა მიმდინარე წლისთვის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 3,3%-დან 3,7%-მდე, იმ 30 ქვეყნისთვის გაზარდა, რომლის რიგებშიც აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ექს-საბჭოთა ქვეყნები შედიან.

ასეთი ოპტიმისტური ციფრები ასახავს სიტუაციის გაუმჯობესებას, არა ბალკანეთში და პრიბალტიკაში, არამედ მხოლოდ რუსეთში, უნგრეთში და პოლონეთში. ასე, რომ ბანკმა რუსეთისათვის პროგნოზები 3,9%-დან 4,4%-მდე გაზარდა. ხოლო რუმინეთის, ბულგარეთის და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების საქმე მოსალოდნელზე უარესად მიდის. რუმინეთის მშპ-ს დინამიკის პროგნოზი 0%-მდე დავიდა, ხოლო ბულგარეთს საერთოდ, ეკონომიკური ვარდნა ემუქრება (-1,2%). მთლიანობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაბალი ტემპებით გაიზრდება, ვიდრე ამას EBRD-ი წლის დასაწყისში პროგნოზირებდა. შეგახსენებთ, რომ EBRD-ი, წლის დასაწყისში 1,2%-ით ზრდას პროგნოზირებდა, ახლა კი 0,3%-ით ზრდაა მოსალოდნელი. ასევე ლიტვისა და ლატვიის ეკონომიკაც მოსალოდნელზე დაბალი ტემპებით ზრდას განახორციელებს.

  ბანკის ანალიტიკოსების აზრით, აღმოსავლეთ ევროპის შიდა პრობლემები, სამომხმარებლო აქტიურობის დაბალ დონესთან და საზღვარგარეთიდან ინვესტიციების უკმარისობასთანაა დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით EBRD-ი, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევროკომისიასთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად აპირებენ 29 ქვეყნის ყოველი ადგილობრივი კაპიტალური ბაზრის განვითარებისათვის, რომლებშიც EBRD-ი ინვესტიციებს დებს, ტექნიკური დახმარება გაწიონ.

  ასევე, UniCredit ბანკის ანალიტიკოსები თვლიან, რომ აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის ზრდა, წელს არასტაბილური იქნება და - მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე კრიზისამდე იყო. მათი პროგნოზებით, რეგიონის ქვეყნების მშპ 2010 წელს მხოლოდ 3%-ით გაიზრდება, ხოლო 2011 წელს - 4%-ით.
  UniCredit Group-ის ეკონომისტი, ტიუილა ტოტი თვლის, რომ: "მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს, არა საბერძნეთის კრიზისი, არამედ გერმანიის პოტენციური ეკონომიკური ვარდნა", რომელთანაც ევროპა, სავაჭრო და ფინანსური ურთიერთობებით მჭიდროდაა დაკავშირებული.

დიმიტრი ლელაძე
სრულად ნახვა…

საიტი კულინარიაზე

თქვენ ეძებთ ბიზნეს იდეას , მაგრამ ეს შეიძლება იპოვოტ იქ სადაც არ ელოდებით. კარგი საიტი უკვე კარგი ფულის ტოლია და ეს ყველა ადამიანმა იცის ვისაც მეტ ნაკლებად აქვს ინტერნეტთან შეხება. ე.ი. ცუდი არ იქნება თუ კარგი საიტის შექმნაზეც იფიქრებთ და მე ერთ–ერთი ასეთი საიტის იდეას გთავაზობთ. შექმენით სატი სადაც მხოლოდ კულინარიზე იქნება საუბარი და სხვადასხვა რეცეპტებს შესტავაზებს მომხმარებელს. ამ პროცესში თვითონ მომხმარებელიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული და უნდა მოგაწოდონ თავიანთი რეცეპტები. ამის პროვოცირება თქვენს მიერ ჩატარებული სხვადასხვა კონკურსებისა და აქციებით არის შესაძლებელი. შემდეგ საიტზე დაგროვებული მასალები შეგიძლიად წიგნად აკინძოთ და ეს ტქვენთვის კიდევ დამატებითი ფულადი სახსრების მომტანი იქნება.



წარმატებები ბიზნესში!!!

რეკომენდირებული სტატიაგააკეთეთ მეორადი წიგნების ელექტრონული მაღაზია
სრულად ნახვა…

ევროკავშირის კონიუნქტურის პროგნოზი

ევროპის კომისიის თანახმად, ევროპა მეორე მსოფლო ომის შემდეგ "ყველაზე ღრმა და ფართო მასშტაბის რეცესიაში" იმყოფება. ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს უკანასკნელ, 4 მაისს გამოქვეყნებულ ეკონომიკურ პროგნოზში ნათქვამია, რომ წელს ევროპაში ეკონომიკის ზრდა მინუს 4 პროცენტამდე დაეცემა. რეცესიის მთავარ მიზეზებად, კომისია ფინანსური კრიზისის გამწვავებას, მსოფლიო ვაჭრობის მკაფიო შემცირებასა და უძრავი ქონების ფასების კორექტირების პროცესის გაგრძელებას მიიჩნევს. ევროპის მასშტაბით, რეცესია, სავარაუდოდ, ყველაზე მძიმედ ბალტიის ქვეყნებს შეეხება, სადაც ეკონომიკის უკუსვლა 10-დან 13%-მდე მერყეობს.



მოქმედი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად, კომისია 2010 წლისთვის კონიუნქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ვარდნის მინუს 0,1%-მდე შემცირებას ვარაუდობს. მიუხედევად ამისა, ევროპის 27 სახელმწიფოს მასშტაბით 2010 წლისთვის უმუშევართა დონის 11%-მდე გაზრდა (2009: 8%) არის ნავარაუდები, რაც 8,5 მილიონ სამუშაო ადგილის დაკარგვის ტოლფასია.
პროგნოზის თანახმად, ცალკეული სახელმწიფოების ბიუჯეტის დეფიციტების საშუალო მაჩვენებელი მშპ-ის 7,3%-ს მიაღწევს (2009: 6%), რაც როგორც აქტუალური, სუსტი კონიუნქტურის, ასევე ანტიკრიზული, ექსპანსიური სამთავრობო პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ევროპის 27 დან 20 სახელმწიფო სტაბილურობის პაკტში გათვალისწინებულ ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ზღვარს სავარაუდოდ დაარღვევს. ევროზონის მასშტაბით, მაასტრიხტის ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან კრიტერიუმს მხოლოდ ფინეთი, ლუქსემბურგი და კვიპროსი დაიცავს.
ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებული მთლიანი მოთხოვნის სიმწირე ინფლაციის შემცირებას განაპირობებს - გასულ წელს ფასების ზრდის მაჩვენებელმა 3,3%-ს მიაღწია. პროგნოზის თანახმად სამომხმარებლო ფასების მატება 2009 წელს 0,4%, ხოლო 2010 წელს 1,2% იქნება.

წინამდებარე ბმულზე იხილავთ როგორც ევროპის კომისიის მიერ გაკეთებულ მთლიან ანალიზს, ასევე ცალკეული ევროპის სახელმწიფოების ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების კომპაქტურ კრებულებს.

წყაროhttp://www.economy-georgia.com/


რეკომენდირებული სტატია: ბიზნეს გეგმის შედგენა (შაბლონი)
სრულად ნახვა…

ბიზნეს გეგმის შედგენა (შაბლონი)

გაინტერესებს თუ როგორ იქმნება ბიზნეს გეგმა? მე შემოგთავაზებთ ერთ–ერთ ფორმას რომლის მიხედვიტაც იქმნება ბიზნეს გეგმა. მე ვგეგმავ შევკრიბო გარკვეული მასალები და გაერთიანებული სახით წარმოგიდგინოთ ელ.ბიზნეს წიგნებში, მაგრამ მანამდე ამით ისარგებლეთ:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––ბიზნეს გეგმა



შინაარსი


შესავალი …………………………………………………………………………
ბიზნესგეგმა ………………………………………………………………………. .. 3
ნაწილი I: ბიზნესი …………………………………………………………. 4
ნაწილი II: ფინანსური მონაცემები ………………………………………. 5
ნაწილი III: თანმხლები დოკუმენტაცია ………………………………….6


მარკეტინგული გეგმა ………………………………………………………………. 7
საფეხური I: მარკეტინგული კვლევის ხუთი კომპონენტი ……….
საფეხური II: მიზნების ჩამოყალიბება ………………………………
საფეხური III: მარკეტინგული მიქსის განსაზღვრა ..........................
საფეხური IV: სტრატეგია და განხორციელება ...................................
საფეხური V: მარკეტინგული გეგმის მომზადება წერილობით ........
საფეხური VI: შედეგების აღრიცხვა და კონტროლი 

ფულადი ნაკადების მიმოქცევის მართვა ............................................................ 13
ფულადი ნაკადების უწყისის ნიმუში .........................................................
ფულადი ნაკადების პროგნოზის ნიმუში ...................................................
ფულადი ნაკადების პროგნოზის ანალიზი ................................................
შესრულების შეფასება: სასიცოცხლო ნიშნები ..........................................
ფინანსური ანგარიშების განხილვა ............................................................
საბალანსო უწყისი .........................................................................................
გარეგანი შედარებები ....................................................................................


ბიზნესის დაფინანსება ............................................................................................. 19
რა ტიპის სესხი მჭირდება? .........................................................................
კრედიტის 5 C ................................................................................................. 22
დოკუმენტაციის შეგროვება ............................................................................


მცირე ბიზნესის ორგანიზაციული ფორმები .............................................
საწარმო როგორც სამეურნეო სუბიექტი ....................................................
მეწარმის სტატუსი, იურიდიული პირის ცნება .............................................
რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია …………….................................................
რა არის ორგანიზაცია, რატომ არსებობენ ორგანიზაციები? ...................
რა საერთო აქვთ ბიზნესორგანიზაციებს? ....................................................
ვინ არის ინდმეწარმე? ........................................................................................
რა არის ფირმა? ………......................................................................................
კორპორირებული ორგანიზაციები ……………………………………………..
ფაქტორები, რომელიც მოქმედებენ საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევაზე .................................................................................................
საწარმოს დაფუძნება: ტიპის შერჩევა, საწყისი კაპიტალის ფორმირება …
საკუთარი საწარმოს დაფუძნება ………………………………………
მონაწილეობა საწარმოს დაფუძნებაში …………………………………………
საწარმოს ყიდვა …………………………………………………
პარტნიორული წილის გამოსყიდვა 
ბიზნესტერმინოლოგიის ლექსიკონი ............................................................




  
ბიზნესგეგმა

არსებობს ბიზნესგეგმის შედგენის სამი მიზეზი:


1. ბიზნესგეგმის შექმნის პროცესი გაიძულებთ შეხედოთ თქვენს ბიზნესს ობიექტური, კრიტიკული და ემოციებისაგან თავისუფალი თვალით მის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ.
2. მიმდინარე ბიზნესგეგმა წარმოადგენს საოპერაციო ინსტრუმენტს, რომელიც გეხმარებათ მართოთ ბიზნესი და უზრუნველყოთ მისი წარმატება.
3. ბიზნესგეგმის მეშვეობით შესაძლებელია თქვენი იდეების ეფექტური კომუნიკაცია და დაფინანსების შესაძლებლობების გაზრდა. 


ბიზნესგეგმის საჭიროება მეტად დიდია. იგი დაგეხმარებათ გამოავლინოთ და შეაფასოთ ძლიერი და სუსტი მხარეების; ყურადღება გაამახვილოთ ბიზნესის იმ საჭიროებებზე, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება გამოგრჩეთ მხედველობიდან; გამოავლინოთ ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები და დაინახოთ პრობლემები მათ ესკალაციამდე. ეს დაკვირვებები დაგეხმარებათ მიაღწიოთ ბიზნესმიზნებს სწრაფად და ეფექტიანად.


არანაკლებ მნიშვნელოვანია წერილობითი ბიზნესგეგმის არსებობა საბანკო სესხის მიღების მიზნით. ბანკს უნდა დაუმტკიცოთ, რომ თქვენი ბიზნესი სიცოცხლისუნარიანია და ამის მძლავრ საშუალებას წარმოადგენს ბიზნესგეგმა.   


რას მოიცავს ბიზნესგეგმა?


თავფურცელი
თავფურცელზე მოცემულია ბიზნესის სახელი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. 


მიზნის ჩამოყალიბება
ძირითადად ბიზნესგეგმა წარდგენილია, როგორც ნაწილი განაცხადისა დაფინანსების მოსაპოვებლად. მიზნის ჩამოყალიბებაში მოკლედ არის აღწერილი, თუ რის გაკეთებას აპირებთ მოთხოვნილი დაფინანსების მეშვეობით.


შინაარსი
ბიზნესგეგმა შეიძლება იყოს საკმაოდ ვრცელი. ამიტომ საჭიროა სარჩევის წინასწარ შედგენა. იგი მკითხველს დაეხმარება კონკრეტული დოკუმენტების პოვნაში, თქვენ კი მოგცემთ საშუალებას გადაამოწმოთ, სრულყოფილია თუ არა ბიზნესგეგმა. 

განყოფილება პირველი: ბიზნესი


ა. ბიზნესის აღწერამ უნდა  უპასუხოს შემდეგ კითხვებს:
1. თქვენი ბიზნესი წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეობას, ეს არის პარტნიორული ორგანიზაცია თუ კორპორაცია?
2. რა პროდუქტს ან მომსახურებას აწარმოებს იგი?
3. ეს არისახალი ბიზნესი, თუ ადრე არსებულის გაფართოება?
4. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბიზნესი რენტაბელური გახდეს?


ბ. პროდუქტი/მომსახურება: აღწერეთ თქვენი პროდუქტი/მომსახურება
1. რით არის თქვენი პროდუქტი/მომსახურება უნიკალური (და ამიტომ პოტენციურად რენტაბელური)?
2. რას ყიდით?
3. რა სარგებელი მოაქვს?
4. რომელი პროდუქტის გაყიდვები არის ზრდადი? კლებადი? მდგრადი?


გ. ბაზარი: აღწერეთ თქვენი პოტენციური კლიენტები რაც შეიძლება სრულყოფილად. უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
1. ვინ არიან თქვენი კლიენტები? რომელ სეგმენტებში მუშაობენ ისინი?
2. ფართოვდება თუ მცირდება თქვენი ბაზარი? 
3. აპირებთ თუ არა კონცენტრირებას კონკრეტულ ბაზრებსა და სეგმენტებზე?


დ. მდებარეობა: 
1. სად არის განლაგებული თქვენი ბიზნესი? რატომ?
2. გჭირდებათ თუ არა დამატებითი სივრცე გაფართოებისათვის?
3. არის თუ არა ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისათვის?


ე. კონკურენცია:
1. ვინ არიან თქვენი კონკურენტები და სად არიან ისინი განლაგებული? 
2. ვინ არიან თქვენი არაპირდაპირი კონკურენტები?
3. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
4. როგორია თქვენი საბაზრო წილი? არის თუ არა იგი ზრდადი?


ვ. მენეჯმენტი:
1. რა განათლება და რა უნარ-ჩვევები გაქვთ იმისთვის, რომ სწორად წარმართოთ ბიზნესი?
2. არსებობს თუ არა მმართველობითი გუნდი? ვისგან შედგება ის?
3. როგორია მენეჯმენტის პასუხისმგებლობა?


ზ. თანამშრომლები:
1. როგორია თქვენი თანამშრომლების მოთხოვნები და მიზნები?
2. გჭირდებათ თუ არა თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა?
3. რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეთ მათ სამუშაოს შესასრულებლად? 








განყოფილება მეორე: ფინანსური ინფორმაცია


ყველა მეწარმე დაგიდასტურებთ, რომ ნებისმიერი ბიზნესის ამოსავალი არის საბუღალტრო სისტემა.


ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ყველაზე მცირე კომპანიასაც კი უნდა ჰქონდეს უახლესი ფინანსური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებებს.


ა. დაფინანსების წყაროები და გამოყენება:
აღწერეთ, როგორ დაიწყეთ თქვენი ბიზნესი. ამისათვის უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
1. რა არის თქვენი ბიზნესის დაფინანსების წყარო? როგორ იქნება ეს სესხი გამოყენებული?
2. შენობა-ნაგებობები თქვენი საკუთრებაა, თუ იჯარით გაქვთ აღებული? დანადგარები?
3. რა ოდენობით კაპიტალი გაქვთ? როგორ იღებთ სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილებებს? გყავთ თუ არა ინვესტორები?


ბ. მანქანა-დანადგარების ჩამონათვალი
ბიზნესაღჭურვილობის ჩამონათვალი, რომელსაც ფლობთ ან აპირებთ შეიძინოთ.


გ. საბალანსო უწყისი
საბალანსო უწყისი არის თქვენი ბიზნესის ლიკვიდობისა და თქვენი პირადი კაპიტალის აღწერა დროის მოცემული მომენტისათვის. ეს არის თქვენი ბიზნესის მომენტალური ფოტოსურათი, რომელიც ასახავს, რა არის თქვენი საკუთრება და რა სახის ვალდებულებები გაქვთ.


დ. მოგება-ზარალის უწყისი
ეს ინფორმაცია გიჩვენებთ, თუ რამდენად წარმატებულია თქვენი კომპანიის მუშაობა დროის მონაკვეთში (როგორც წესი, თვის, კვარტალის და წლის განმავლობაში). მოგება/ზარალი გამოიანგარიშება როგორც გაყიდვებს (რეალიზაციას) გამოკლებული ხარჯები. გასული და მიმდინარე წლის მოგება-ზარალის უწყისების შედარებით შეგიძლიათ შეადგინოთ შემოსავლების პროგნოზები. რეალურად, ეს პროგნოზები დაფუძნებული იქნება ინტუიციაზე, მაგრამ თუ ჩაატარებთ თქვენი ორგანიზაციის სამუშაოს ამომწურავ კვლევას, ისინი შეიძლება საოცრად ზუსტიც კი იყოს.   


ე. ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისი
ეს მონაცემები შექმნილია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად კარგად მართავს ორგანიზაცია თავის ფულად ნაკადებს (ლიკვიდობას); აზრობრივად წარმოადგენს სხვაობას შემომავალ ფულად ნაკადებსა და გაწეულ ფულად გასავლებს შორის. რენტაბელობასა და ლიკვიდობას შორის ბალანსის შენარჩუნება ძნელია. გაყიდვების სწრაფმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ფულადი ნაკადების ამოწურვა, რაც მრავალი რენტაბელური კომპანიის გაკოტრების მიზეზიც კი ხდება. შემოსავლების პროგნოზისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისის როლი მდგომარეობს ამ სერიოზული პრობლემების დროულ გამოვლენასა და თავიდან აცილებაში კაპიტალის გაზრდის ან სათანადო დაფინანსების მეშვეობით.


პროგნოზები თქვენი ბიზნესგეგმის შემადგენელი ნაწილია. ეს ციფრები საშუალებას გაძლევთ, სწორად შეაფასოთ თქვენი ბიზნესჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა და ინვესტიციების ოდენობა, რომელიც საჭიროა საქმიანობის სათანადო დონის მისაღწევად. დაშვებები ძალიან დეტალურად უნდა იქნეს მოფიქრებული და ახსნილი. იყავით კეთილსინდისიერი და პესიმისტური. უფრო დაწვრილებით ამ საკითხის შესახებ იხილეთ მომდევნო თავში “ფულადი ნაკადების მიმოქცევის შესახებ”.    


ვ. ისტორიული ფინანსური ანგარიშები არსებული ბიზნესისთვის:
თუ თქვენ ფლობთ ან ადრე ფლობდით სხვა ბიზნესს, დაურთეთ ანალოგიური დოკუმენტაცია მის შესახებაც. პირადი საგადასახადო დეკლარაცია ასევე სასარგებლო დოკუმენტი იქნება. 




განყოფილება მესამე: თანმხლები დოკუმენტაცია


აქ იგულისხმება ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ, როგორიცაა ბროშურები, კვლევის შედეგები, სარეკომენდაციო წერილები, რუკები, გრაფიკები და ა.შ..


გამოიყენეთ თქვენი გეგმა. გადაიკითხეთ და განაახლეთ იგი რეგულარულად. თუ თქვენი პროგნოზირებული ბიზნესი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ბიზნესგეგმა წარმოაჩენს ამის მიზეზებს და დაგეხმარებათ დასახოთ პრობლემის გადაჭრის გზები (ან სულაც საერთოდ უარი თქვათ თქვენს იდეაზე). თუ ბიზნესი იზრდება და ფართოვდება, ბიზნესგეგმა გიჩვენებთ თქვენ, თქვენს პარტნიორებს, თქვენს ბანკს, ანგარიშის მენეჯერს და თანამშრომლებს მისი შეფასებისა და გაუმჯობესების ინსტრუქციებსა და სტანდარტებს. ბიზნესგეგმით მოწოდებული კომენტარები, დადებითია ისინი თუ უარყოფითი, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ.     






  
მარკეტინგული გეგმა


… მარტივად რომ ვთქვათ, მარკეტინგი არის თქვენი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვის სტრატეგია. მარკეტინგული გეგმა არის ანალიზი, რომელიც დაგეხმარებათ იმ სტრატეგიის გამოვლენაში, რომელიც საუკეთესოა თქვენთვის და თქვენი ბიზნესისათვის.


ოდესმე თუ გადაგიფურცლავთ მარკეტინგის სახელმძღვანელო, შეხვდებოდით მარკეტინგის ტერმინებისა და კონცეფციების რთულ განსაზღვრებებს. მარტივად რომ ვთქვათ,


თქვენი მარკეტინგული გეგმა უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: 
1. ვინ/რა წარმოადგენს თქვენს ბაზარს?
2. როგორია თქვენი ბაზრის განვითარების ტენდენცია?
3. როგორია თქვენი საბაზრო წილი (და თქვენი წილის შეცვლის ტენდენცია)?
4. როგორ შეიძლება თქვენი საბაზრო წილის გაზრდა?
5. როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი რენტაბელობა არსებულ საბაზრო სეგმენტში?


შემდეგი ექვსი საფეხური დაგეხმარებათ მარკეტინგული გეგმის შედგენის პროცესში.




საფეხური პირველი: მარკეტინგული კვლევის ხუთი კომპონენტი
კვლევა ნებისმიერი მარკეტინგული გეგმის ქვაკუთხედია. მიზნები, პოზიციონირება, სტრატეგია, განხორციელება – ყველა ეს ელემენტი მჭიდროდაა დაკავშირებული ამომწურავი კვლევის ზუსტ, გონივრულ დასკვნებთან. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ისედაც კარგად იცით, თუ რას ფიქრობს კლიენტი თქვენი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ. დაე, კვლევის შედეგებმა მიგიყვანოთ კონკრეტულ დასკვნებამდე. დაიხსომეთ, კვლევა არასოდეს მთავრდება. ეს მკაცრი რეალობაა: მუდმივი კვლევა ნებისმიერი გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემადგენელი ნაწილია. თქვენი ინფორმაციის გადაფასება რეგულარულად დაგჭირდებათ ! 


ა. პროდუქტი / მომსახურება
იმისათვის, რომ კარგად შეისწავლოთ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება, უნდა დაუსვათ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:


1. რატომ უნდა იყიდოს ან გამოიყენოს ვინმემ ეს პროდუქტი/მომსახურება ?
2. რამდენად მნიშვნელოვანია ფასი?
3. რამდენ ხანს გაძლებს იგი?
4. რამდენად ხშირად სჭირდება იგი მომხმარებელს?
5. რა მოსწონს ან არ მოსწონს მომხმარებელს მასში?
6. რის საფუძველზე იღებს კლიენტი გადაწყვეტილებას შეიძინოს იგი?
7. შეიძლება თუ არა იგი გაუმჯობესდეს? როგორ?
8. საჭიროებს თუ არა იგი რაიმე სახით შემდგომ მომსახურებას?


ბ. კლიენტი
 


კლიენტის კვლევისას მნიშვნელოვანია შემდეგი ელემენტები:


კლიენტის პროფილი
ბაზრის სეგმენტაცია
პოტენციური კლიენტები/პროგნოზები
კლიენტების აღრიცხვა
კლიენტების მიერ თქვენი ბიზნესის აღქმა (პერცეფცია)
კლიენტების შენარჩუნება


კლიენტების პროფილი უნდა მოიცავდეს სტატისტიკურ ინფორმაციას, როგორიცაა ასაკი, სქესი, შემოსავლები, თანამდებობა, ოჯახური მდგომარეობა (დემოგრაფია), ადგილმდებარეობა (გეოგრაფია), პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა ინტერესები, შეხედულებები, ფასეულობები (ფსიქოგრაფია). არსებული კლიენტების სწორი შეფასება დაგეხმარებათ პოტენციური ან მსგავსი კლიენტების გამოვლენაში.


კლიენტის აღქმაში იგულისხმება კლიენტის მოსაზრებები თქვენი ბიზნესის, თქვენი კონკურენციის, თქვენი პროდუქტის/მომსახურების შესახებ. როგორც ბიზნესის მფლობელმა ან მენეჯერმა, თქვენ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვები: ვღებულობ თუ არა მაქსიმუმს კლიენტებისგან? ხომ არ ვთავაზობ ისეთ პროდუქტს/მომსახურებას, რომელსაც ისინი არ ყიდულობენ? ხომ არ არის რაიმე ისეთი პროდუქტი/მომსახურება, რომელიც უნდა ვაწარმოოთ, რადგან ჩვენი კლიენტები მას სხვაგან ყიდულობენ? ყველაზე მეტად რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ მათ ჩვენს პროდუქტებში/მომსახურებაში? 


მას შემდეგ, რაც აღწერთ თქვენი კლიენტების ბაზას, შეგიძლიათ გადახვიდეთ მათ დაყოფაზე მცირე ჯგუფებად. ამ პროცესს ეწოდება სეგმენტაცია. არსებობს ბაზრის სეგმენტაციის ჩატარებისათვის ორი ძირითადი მიზეზი:


1. შეიძლება დაიპყროთ ყველაზე შესაფერისი ბაზრები;
2. შეიძლება შეიმუშაოთ მეტად სპეციფიკური და მიზანმიმართული მარკეტინგული სტრატეგია (მიზნობრივი მარკეტინგი).


მეტად მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენი არსებული კლიენტები სწორედ ის კლიენტები შეიძლება იყვნენ, რომლებზეც თქვენ ოცნებობთ და წარმოიდგენთ  სამომავლო, პროგნოზირებულ კლიენტებად. ამიტომ უნდა შეეცადოთ, არა მარტო შეინარჩუნოთ ისინი, არამედ შესთავაზოთ სხვა პროდუქტები/მომსახურება. არსებული კლიენტების პოტენციალის მაქსიმიზაცია (შენარჩუნების მარკეტინგი) მნიშვნელოვნად ნაკლებ დანახარჯებსა და დროს მოითხოვს, ვიდრე პოტენციური კლიენტების მოზიდვა. არსებული კლიენტების ბაზა განაპირობებს თქვენი ბიზნესის სტაბილურობას, ამიტომ აუცილებლად უნდა შეიტანოთ ეს ჯგუფი თქვენს მარკეტინგულ გეგმაში. 




გ. კომპანია


ვიდრე დასახავდეთ ბიზნესის სამომავლო გეგმებს, კარგად უნდა შეისწავლოთ მისი არსებული მდგომარეობა. კარის გაღებამდეც კი, თქვენს ხელთ დასამუშავებელი ინფორმაციის ზღვაა: გაყიდვების მაჩვენებლები, კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თანამშრომლების ისტორია, ფინანსური მონაცემები და ა.შ.. საჭიროა განსაზღვროთ თქვენი კომპანიის პროფილი თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების გასაცნობიერებლად, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ მარკეტინგულ გეგმაზე. თუ ეს ახალი ბიზნესია, სჯობს ახლავე დაიწყოთ ინფორმაციის შეგროვება და მომავალში ამაზე უკვე დროს არ დახარჯავთ.


კომპანიის შიდა მონაცემები:
გასაანალიზებელი რიცხვების სიმრავლეს მივყავართ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობამდე. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ კომპიუტერული სისტემა, დროა შეიძინოთ იგი.


კომპანიის შიდა მონაცემები შეიძლება მოიცავდეს:


გაყიდვების შედეგებს
გაყიდვების მენეჯერის ანგარიშებს
საგარანტიო ბარათებს
ძველ მარკეტინგულ გეგმებს.


გამოიყენეთ ეს ინფორმაცია და უპასუხეთ კითხვებს:


1. როგორ შეიცვალა გაყიდვები გასულ წელთან შედარებით? გამოიკვეთა თუ არა რაიმე ტენდენცია?
2. როგორი გავლენა მოახდინა ფასების შეცვლამ გაყიდვებზე?
3. გახდა თუ არა ბიზნესი უფრო რენტაბელური მას შემდეგ, რაც გაიზარდა?
4. იყო თუ არა წარმატებული წარსული მარკეტინგული ძალისხმევა? რატომ?


მნიშვნელოვანია, რომ არ შემოიფარგლოთ მხოლოდ წინა წლის მონაცემების განხილვით. შეისწავლეთ რამდენიმე წლის მონაცემები და შეადარეთ ახლანდელ მონაცემებს.

დ. კონკურენცია


თქვენი კონკურენტების შესახებ უნდა გქონდეთ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია, მაგალითად :
ვინ არიან ისინი?
როგორია მათი საბაზრო წილი?
რამდენი ხანია, რაც ამ ბიზნესში არიან?
რას სთავაზობენ ისინი თქვენგან განსხვავებულს (და პირიქით)?
ეწევიან თუ არა ისინი რეკლამას და რა ფარგლებში?
როგორ ახდენენ ისინი საკუთარი თავის პოზიციონირებას?
  
ე. ბაზარი


თქვენი მომსახურების/პროდუქტის, კომპანიის, კლიენტების, კონკურენტების გარდა, არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს და რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ მარკეტინგული გეგმის შედგენისას. ამას უწოდებენ ბაზარს. იგი მოიცავს ისეთ სფეროებს, რომლებიც თქვენი კონტროლის ფარგლებს გარეთაა, მაგ. სეზონურობა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებები. მაგრამ რადგანაც არ შეგიძლიათ მათზე იმოქმედოთ, კარგი იქნება იცოდეთ მათი გავლენა თქვენს ბიზნესზე.     




  
საფეხური მეორე: მიზნების ჩამოყალიბება


ახლა, როცა ხელი მოჰკიდეთ თქვენი კომპანიის პროფილის განსაზღვრას, დროა იფიქროთ მის მომავალზე. კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით საშუალება მოგეცემებათ განსაზღვროთ მარკეტინგული გეგმის მიზანი. ამის შემდეგ უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი ამოცანები და განსაზღვროთ მათი პრიოტიტეტები. ამ პროცესში უნდა გაითვალისწინოთ მთელი რიგი საკითხები:


როგორია თქვენი მომავალი წლის და მომდევნო ხუთი წლის მარკეტინგული მიზნები შემდეგ საკითხებთან მიმართებაში: მთლიანი რეალიზაცია; საცალო რეალიზაცია; მოგება; საბაზრო წილი; კლიენტების ბაზის გაფართოება; პროდუქტების/მომსახურების გაფართოება; ორგანიზაციის შიდა ცვლილებები? 
რა პრობლემები გაქვთ მარკეტინგში?
რა შესაძლებლობებს/წინააღმდეგობებს მოელით მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში?
რას გააკეთებენ თქვენი კონკურენტები მომავალი ხუთი წლის განმავლობაში? როგორ ფიქრობთ, გაიზრდება კონკურენცია თუ შემცირდება?


ამ კითხვებზე პასუხის გაცემით განსაზღვრავთ, თუ სად გსურთ, რომ იყოთ (მიზნები) და როგორ უნდა მოხვდეთ იქ (სტრატეგია). ჩამოყალიბებული მიზნები დაგეხმარებათ იყოთ მიზანდასახული, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, გიჩვენებთ თქვენი ძალისხმევის წარმატებულობის საზომს.


თქვენს მიერ ჩამოყალიბებული მიზნები განსაზღვრავს მარკეტინგულ გეგმას. რადგან მის გადაწყვეტილებებს დიდი გავლენა აქვს კომპანიის ადამიანურ და ფინანსურ რესურსებზე, მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მიზნები იყოს რეალისტური. 


არსებობს ცვლადი სიდიდეები, რომლებიც გავლენას ახდენს მარკეტინგულ გეგმაზე. ამ ფაქტორების განხილვა დაგეხმარებათ რეალისტური გადაწყვეტილებები მიიღოთ სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის. ეს ცვლადები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ფაქტორებს:


ბიუჯეტის შეზღუდვები
მარკეტინგული ხერხების შეზღუდული ცოდნა
თქვენი საბაზრო კლიმატი
შეხედულება თქვენი ბიზნესის შესახებ.


სამწუხაროდ, მრავალი მარკეტინგული გეგმა შეზღუდულია ბიუჯეტის მხრიდან. შეიძლება ამ შეზღუდვების თავიდან აცილება შეუძლებელი იყოს. მაგრამ თუ სწორად არ განსაზღვრავთ თქვენს შესაძლებლობებს, არარეალისტური გადაწყვეტილებების მიღებას დასასრული არ ექნება.

საფეხური მესამე: მარკეტინგული მიქსის განსაზღვრა


ინფორმაციის მოძიება უნდა მოიცავდეს:
მარკეტინგის ოთხ “P” –ს:  
პროდუქტი/მომსახურება  Product
ფასი  Price
ადგილმდებარეობა  Place
განვითარების ხელშეწყობა  Promotion


საჭიროა, რომ ეს ოთხი კომპონენტი მუშაობდეს შეთანხმებულად, რათა უზრუნველყონ მარკეტინგული სტრატეგიის ეფექტიანობა. მაგალითად, რაგინდ მაღალი ხარისხის იყოს თქვენი პროდუქტი/მომსახურება, როგორი მიზენშეწონილი ფასები და ხელსაყრელი ადგილმდებარეობაც არ უნდა გქონდეთ, არავინ მოვა თქვენი პროდუქტის შესაძენად, თუ არასოდეს გაუგია თქვენს შესახებ (რეკლამა).


პოზიციონირება


პოზიციონირება – ეს არის ის, რაც კონკურენციის გარეთ გაყენებთ. პოზიციის ეფექტიანი განსაზღვრა ბიზნესის ყველა მფლობელის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. თქვენი განსაკუთრებული პოციზია შეიძლება ემყარებოდეს მომსახურებას, ფასს, ხელსაყრელობას ან იმიჯს და იყოს საკუთარი საბაზრო ნიშა.  




საფეხური მეოთხე: სტრატეგია და აღსრულება


მიუხედავად იმისა, როგორია თქვენი გეგმები, სტრატეგია და მისი განხორციელება ყოველთვის შეზღუდულია ფინანსური რეალობებით. ბიუჯეტის შედგენის იდეალური მეთოდია ობიექტური და ნორმირებული მეთოდი, სადაც დანახარჯი განისაზღვრება ამა თუ იმ ამოცანის შესასრულებლად საჭირო თანხის ოდენობით. მაგრამ უმეტესობისთვის ეს არარეალური მეთოდია: ამით ბიუჯეტი შეავიწროებს შესაძლებლობის ჩარჩოებს. ამრიგად, ჩვენი რჩევაა შეადგინოთ ფულადი სახსრების მიმოქცევის ანგარიში, რათა განსაზღვროთ მარკეტინგული გეგმის შედგენისთვის საჭირო სახსრები. ამის შემდეგ, როცა მიზნები, მარკეტინგული მიქსი და ბიუჯეტი ჩამოყალიბებული გაქვთ, შეგიძლიათ იფიქროთ სტრატეგიის შემუშავებაზე. 


მარკეტინგის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: რეკლამა და საზოგადოებრივი ურთიერთობები (PR). მათი განმასხვავებელი არის ფული. რეკლამა ფასიანია (მაგ. დროისა და სივრცის შეძენა ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში), ხოლო საზოგადოებრივი ურთიერთობები – არა (თქვენი ბიზნესის მოქალაქეთა ყურადღების ცენტრში ყოფნა საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის მეშვეობით). ორივე სტრატეგია ემსახურება ინფორმაციის მიწოდებას თქვენი პროდუქტის/მომსახურების შესახებ. რეკლამა ამას ახორციელებს უფრო აშკარად, ხმაურით (რეკლამები ჟურნალ-გაზეთებში, ტელევიზიასა და რადიოში, ბროშურები, საფოსტო გზავნილები), ხოლო საზოგადოებრივი ურთიერთობები ხელს უწყობს კომპანიის იმიჯის ამაღლებას სამიზნე აუდიტორიის თვალში (მოხალისეთა მუშაობა, საქველმოქმედო საქმიანობა, სპონსორობა, პრეს-რელიზები).


აუცილებლად გაითვალისწინეთ საკმარისი სახსრები რეკლამისათვის ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზში და რეგულარულად აკონტროლეთ იგი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეფექტიანად ხარჯავთ მარკეტინგისათვის გამიზნულ თანხებს.  




საფეხური მეხუთე: მარკეტინგული გეგმის მომზადება წერილობით


წერილობითი მარკეტინგული გეგმა შედგება ზემოთ განხილული ყველა საფეხურიდან მიღებული ინფორმაციისაგან. შეეცადეთ, რომ მარკეტინგული გეგმა იყოს რაც შეიძლება კომპაქტური და კონკრეტული. იდეებს დაურთეთ სათანადო ხარჯთაღრიცხვა და გრაფიკები. განაახლეთ გეგმა წელიწადში ერთხელ მაინც (ან როცა თქვენი მიზნები და გარემოებები შეიცვლება).  




საფეხური მეექვსე: შედეგების აღრიცხვა


მარკეტინგული ძალისხმევის გაზომვის ერთადერთი საშუალებაა შედეგების აღრიცხვა. უნდა იცოდეთ თქვენი წარმატებები და ჩავარდნები, რათა შეძლოთ შემდგომი სრულყოფა. ეს კვლება ზუსტად იგივენაირად შეიძლება ჩატარდეს, როგორც ზემოთ აღწერილი საწყისი კვლევა. ფაქტობრივად, შედეგების შემოწმებით მიღებული ინფორმაცია საფუძვლედ დაედება სამომავლო მიზნების ჩამოყალიბებეს. 


მარკეტინგი ციკლური პროცესია. როცა ფიქრობთ, რომ ყველაფერი დამთავრდა, სწორედ ის დროა, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. ამგვარად, მარკეტინგი გახდება და უნდა გახდეს თქვენი ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელი ნაწილი. როცა დილით ოფისის კარს გააღებთ, გაიხსენეთ წინამდებარე განყოფილებაში ნასწავლი ყველა ელემენტი: თქვენი პროდუქტი/მომსახურება, კლიენტები, კომპანია, კონკურენცია და ბაზარი. გაიხსენეთ ასევე თქვენი კომპანიის მიმდინარე მიზნები. განსაზღვრეთ რეკლამის შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ გადახედეთ მარკეტინგულ გეგმას. ვერც კი მოასწრებთ გააცნობიეროთ, ისე გახდება მარკეტინგი თქვენი სამუშაო დღის განუყოფელი ნაწილი.


მარკეტინგული გეგმა, არსებითად, არის სტრატეგია, რომელიც გეხმარებათ “განსაზღვროთ, რაც სურს თქვენს კლიენტებს და მიაწოდოთ იგი.” თითოეული ელემენტი არის მთელის განუყოფელი ნაწილი, ამრიგად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მარკეტინგული გეგმა მოიცავდეს ყველა ამ სპეციფიკურ კომპონენტს.   
 

ფულადი ნაკადების მიმოქცევის მართვა


ფულადი ნაკადების მიმოქცევის უწყისი ფინანსური დაგეგმვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელმისაწვდომი ნაწილია. იგი საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ მართოთ თქვენი ბიზნესის რენტაბელობა, არამედ შეინარჩუნოთ საკუთარი ადგილი ბაზარზე (გაიხსენეთ, რომ თქვენი მთავარი მიზანია, არ გამოვარდეთ ბიზნესიდან). ეს უწყისი გაწვდით ინფორმაციას იმ ფორმატში, რომ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბიზნესში ფულადი ნაკადების შემომავალ და გამავალ ნაკადებს დროის გარკვეულ მომენტში (როგორც წესი, ეს არის ერთი წლის მონაცემები, დაყოფილი თვეებად). ფორმატი საშუალებას იძლევა ასევე, გააკეთოთ ფულადი ნაკადების სამომავლო პროგნოზი. დახარჯების წინასწარი ცოდნა საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ ხარჯები და თავიდან აიცილოთ სესხის აღება გაუთვალისწინებელი ფულადი საჭიროების დასაფარავად. ამრიგად, ფულადი ნაკადების პროგნოზი ხდება თქვენი წლიური ბიუჯეტი.
ფულადი ნაკადების მიმოქცევის უწყისის შესადგენად გჭირდებათ სოლიდური ფინანსური ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამოყენებული საბუღალტრო სისტემის ფარგლებში, რომელიც მოგაწვდით მასალას სამი ფინანსური დოკუმენტის შესაქმნელად. ესენია: საბალანსო უწყისი, მოგება-ზარალის უწყისი და ფულადი ნაკადების მიმოქცევის უწყისი. საბალანსო უწყისი აღრიცხავს თქვენი ბიზნესის მდგომარეობას ნაღდი ფულის მხრივ დროის მოცემულ მომენტში (ლიკვიდობა); მოგება-ზარალის (შემოსავლების) უწყისი გვიჩვენებს ბიზნესის შესრულების წარმატებულობას დროის გარკვეულ პერიოდში (მთლიან გაყიდვებს გამოკლებული ხარჯები); ხოლო ნაღდი ფულის მიმოქცევის უწყისი გვიჩვენებს, თუ რამდენად ეფექტიანად მართავს კომპანია ფულად ნაკადებს (შემოსულ ფულს გამოკლებული ხარჯები).
ინფორმაცია, რომელიც აკუმულირებულია ფულადი ნაკადების მიმოქცევის სოლიდურ, დეტალურ უწყისში, გვიჩვენებს:
1. სახსრების ოდენობას, რომელიც თქვენს ბიზნესს სჭირდება პერიოდულად (თვიურად, კვარტალურად, წლიურად);
2. როდის არის სახსრებზე მოთხოვნა დროის ამ პერიოდებში;
3. რას უნდა მოელოდეთ: მოგებას, ვალს, კაპიტალს თუ აქტივების გაყიდვას;
4. რა წარმოშობისაა შემომავალი ფულადი ნაკადები.
ყოველთვიურად შეგიძლიათ შეადაროთ მიმდინარე შესრულება პროგნოზებს და შეიტანოთ შესწორება სამომავლო პროგნოზში, რომ იგი მიუახლოვდეს რეალობას. თუ შემომავალი ნაკადების სიჩქარე პროგნოზირებულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, შეამოწმეთ, რამე შეფერხება ხომ არ გაქვთ გაყიდვებში ან დებიტორული დავალიანების ამოღებაში. მიმდინარე შედეგების დაგეგმილთან შედარებით შეძლებთ გამოავლინოთ კორექციული ღონისძიებების აუცილებლობა.  
იგი გვიჩვენებს ფულის ყოველთვიურ შემომავალ და გამავალ ნაკადებს ერთწლიან პერიოდში. ამ ინფორმაციაზე (და ბიზნესის შესახებ საკუთარ ცოდნაზე) დაყრდნობით შეგიძლიათ შეადგინოთ ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზი.   


შემდეგ გვერდზე მოცემულია სტანდარტული ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზი. ინფორმაციის უმეტესობა, რომელიც გჭირდებათ ამ პროგნოზის შესადგენად, თავმოყრილია ორ დოკუმენტში. ესენია მოგება-ზარალის უწყისი (შემოსავლები და ხარჯები) და საბალანსო უწყისი (დებიტორული დავალიანება და მარაგები). ციფრებთან მუშაობა შეგიძლიათ ხელით ან კომპიუტერის მეშვეობით. დაიხმარეთ ბუღალტერი ამ პროცესში. 




ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზის ანალიზი

ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზის შედგენა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საჭიროა ამ თავმოყრილი ინფორმაციის ანალიზი.
რა რაოდენობით დამჭირდება ნაღდი ფული?
ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზის შედგენა განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი ხარჯების გასათვალისწინებლად, რომლებიც არარეგულარულია, მაგალითად, კომპიუტერული სისტემის ინსტალაცია ან ოფისის რემონტი და თანამშრომელთა სეზონური დაქირავება. 
როდის დამჭირდება ფული?
ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზის შედგენა საშუალებას გაძლევთ, გააკეთოთ კალენდარზე ნიშნულები, თუ როდის უნდა მოელოდეთ ფულის გადინებას ან შემოდინებას ორგანიზაციაში და დაგეგმოთ.


საიდან მივიღებ ფულს?
ფულის გენერირება ძირითადად ხდება გაყიდვებიდან, მაგრამ ყველანაირი გაყიდვებიდან არა. თუ თქვენი ბიზნესი სთავაზობს კრედიტს, ვადიან გადახდებს, უნდა იცოდეთ, როდის დაგიბრუნდებათ იგი (თუ დაგიბრუნდებათ) ფულის სახით. ეს პროგნოზები ქმნის ბიუჯეტის ბაზისს და ამცირებს ლიკვიდობის პრობლემებს.    
სად ვკარგავ ფულს?
ბიზნესის სახესხვაობაზე დამოკიდებულებით, თქვენი მიმდინარე აქტივების უმეტესობა მოდის დებიტორულ დავალიანებასა და მარაგებზე. ამ აქტივების სათანადოდ მართვისთვის უნდა იცოდეთ:
1. დებიტორული დავალიანებისა და მარაგების ასაკი;
2. დებიტორული დავალიანებისა და მარაგების ბრუნვა;
3. დებიტორული დავალიანების კონცენტრაცია (კლიენტების რაოდენობა, მათი დებიტორული დავალიანების რაოდენობა, რა პროდუქტებს ფარავს დებიტორული დავალიანება)
4. მარაგების კონცენტრაცია პროდუქტების ხაზის მიხედვით







ფულადი ნაკადების მიმოქცევის ციკლი
 
მარაგების მართვა რთული საქმეა. თუ თქვენი ინვენტარი სწრაფად იყიდება, შეიძლება დადგეთ მარაგების ამოწურვის საფრთხის წინაშე ან დიდი ოდენობით მარაგების ყიდვისგან მიღებული ფინანსური უპირატესობების დაკარგვის წინაშე. მეორე მხრივ, თუ ჭარბი მარაგები გაქვთ, ამით შეიძლება ბოჭავდეთ ფულს, მაშინ, როცა თქვენი მარაგები ძველდება და გამოუსადეგი ხდება. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბანკები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან მარაგების ხარისხით. მარაგების სწორი პოლიტიკის არსებობა არა მარტო დაგეხმარებათ ინვენტარის ხარისხის ამაღლებაში, იგი თქვენს ბიზნესს უფრო სანდოს გახდის ბანკის თვალში, რაც დაფინანსების მოპოვების შანსებს ზრდის.
შედგენილი ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზი შეიძლება გამოიყენოთ როგორც ბიუჯეტი. თუ მოცემული მუხლის დანახარჯები დროში იზრდება, გამოავლინეთ მისი მიზეზი და მიიღეთ კორექციული ზომები. თუ დანახარჯები მოსალოდნელზე დაბალია, გადახედეთ საბუღალტრო ჟურნალებს და გადაამოწმეთ, გადახდილი გაქვთ თუ არა ყველა ანგარიში.   




შესრულების გაზომვა: სასიცოცხლო ნიშნები
როგორც ადამიანის ჯანმრთელობის კონტროლი შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვან მახასიათებელზე თვალყურის დევნებით, ისე ბიზნესის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი შეიძლება რამდენიმე სასიცოცხლო პარამეტრის მიხედვით. ყველა ბიზნესისთვის საერთოა გაყიდვების აუცილებლობა და ყველა მათგანმა უნდა აჩვენოს მოგება გარკვეულ მომენტში. ამ ორი სასიცოცხლო პარამეტრის გარდა არსებობს სხვა საზომებიც, მაგრამ ისინი შეიძლება ყველა ბიზნესისთვის სხვადასხვა იყოს.
ისეთი ბიზნესისთვის, სადაც კლიენტი ადგილზე იხდის, არ იქნება მნიშვნელოვანი დებიტორული დავალიანების ვადიანობა. მომსახურების სფეროს არ სჭირდება მარაგების განსაკუთრებული ოდენობა. ბიზნესის ბუნება მიგითითებთ, თუ რომელი ფაქტორი უნდა გაკონტროლდეს ყველაზე მეტად. 


ფინანსური ანგარიშების გამოყენება
სიცოცხლისუნარიანი ბიზნესის უმეტესობა კარგად იყენებს ფინანსურ მონაცემებს, მაგრამ ბევრი მფლობელი/მენეჯერი არ თვლის საჭიროდ გადახედოს ციფრებს. ფინანსური ანგარიშების ამომწურავი გაანალიზების გარეშე მენეჯმენტის გადაწყვეტილებები გახდება მხოლოდ მიხვედრაზე დაფუძნებული.  
როგორც მეწარმეთა გამოკითხვამ აჩვენა, ფულადი ნაკადების მიმოქცევის უწყისი თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტია.  
მაგრამ არსებობს კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი ანგარიში:
მოგება-ზარალის უწყისი (საშემოსავლო უწყისი)
საბალანსო უწყისი
მოგება-ზარალის უწყისი წარმოადგენს კომპანიის ფინანსურ შესრულებას დროის კონკრეტულ მონაკვეთში. იგი წარმოადგენს გაყიდვებისა და ხარჯების შედარების ინსტრუმენტს. 
გადავხედოთ ქვემოთ მოცემულ მოგება-ზარალის უწყისს. მისი პირველის სვეტი გვიჩვენებს, რომ წმინდა რეალიზაცია (გაყიდვები) იანვრიდან ივნისის ჩათვლით იყო $200,000. მეორე სვეტის მიხედვით, რეალიზაცია დროის იგივე პერიოდისთვის გაიზარდა $300,000-მდე – მოხდა მნიშვნელოვანი ზრდა. ეს შეიძლება იყოს სეზონური პიკის მაჩვენებელი ან მიუთითებდეს ზოგადად რეალიზაციის ზრდის ტენდენციაზე.
ახლა ყურადღება მივაქციოთ მთლიან მოგებას (სხვაობა გაყიდვებსა და ხარჯებს შორის). პირველი პერიოდისთვის იგი უტოლდებოდა $105,000-ს. მეორე პერიოდისთვის გაიზარდა $131,000-მდე. მაგრამ თუ განვიხილავთ, როგორც გაყიდვების პროცენტს, ეს პარამეტრი რეალურად დაეცა 52%-დან 44%-მდე. ბოლო სტრიქონი გვიჩვენებს, რომ კომპანიამ მეორე პერიოდში განიცადა ზარალი.
ამის ასახსნელად განვიხილოთ მოგება-ზარალის უწყისი უფრო დაწვრილებით. უპირველესად, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ პროდუქტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შემდეგ შევნიშნოთ, რომ დაქირავებული მუშახელის რიცხვი 14,000-ით გაიზარდა. ორივე ამ ფაქტორმა განაპირობა ზარალი და ეს ფაქტი უნდა იქნას გათვალისწინებული ხარჯების შემცირების დროს.
 მოგება-ზარალის უწყისი
სვეტი I სვეტი II
იანვარი - ივნისი ივლისი - დეკემბერი


რეალიზაცია
პროდუქტი $182,000 91% $280,000 93%
სხვა 41,000 20% 70,000 23%
შემოსავლები და ანარიცხები (23,000) -12% (50,000) -17%
წმინდა რეალიზაცია   2000,000 100% 300,000 100%

 საქონლის ღირებულება
პროდუქტის ღირებულება 62,000 31% 110,000 37%
საკომისიო 17,000 8% 26,000 9%
დაქირავებული მუშახელი 11,000 6% 25,000 8%
ფრახტი 5,000 2% 8,000 3%
გაყიდული საქონლის მთლიანი ღირებულება:
95,000 48% 169,000 56%

მთლიანი შემოსავალი 105,000 52% 131,000 44%

ხარჯები
ხელფასები 50,000 25% 67,000 22%
იჯარა 7,000 4% 10,000 3%
კომუნალური ხარჯები 1,200 1% 2,000 1%
დაზღვევა 1,000 0% 1,300 0%
მარკეტინგი 7,500 4% 7,000 6%
მოგზაურობა 4,200 2% 8,000 3%
კლიენტების გართობა 1,300 1% 5,200 2%
ტელეფონი 3,400 2% 5,000 2%
აღჭურვილობის შეკეთება 1,600 1% 2,400 1%
ტექნიკის ლიზინგი 4,300 2% 7,400 2%
პროფესიული ხარჯები  800 0% 2,600 1%
ცვეთა 1,700 1% 2,200 1%
საპროცენტო ხარჯები 2,100 1% 2,100 1%
სხვადასხვა 3,500 2% 6,500 2%
მთლიანად ხარჯები 89,600 45% 138,700 46%

მოგება დაბეგვრამდე (ზარალი) 15,400 8% (7,700) -3%


საბალანსო უწყისი
საბალანსო უწყისი გიჩვენებთ თქვენი ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობას დროის კონკრეტულ მომენტში, გაძლევთ რა თქვენს საკუთრებაში არსებული აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ჩამონათვალს. განვიხილოთ ქვემოთ მოცემული საბალანსო უწყისის #1 ნიმუში. ამ კონკრეტულ მაგალითში კომპანიას აქვს პოზიტიური სოლიდური წმინდა კაპიტალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მასახიათებელია პოტენციური კრედიტორებისა და ინვესტორებისათვის. 
ახლა გადავხედოთ #2 საბალანსო უწყისს. იგი ზრდადი კომპანიის ტიპობრივი მაგალითია. თუმცა წმინდა კაპიტალი ისევ დადებითია, კრედიტორული დავალიანება მნიშვნელოვნად გაზრდილია $50,00-დან $90,000-მდე. აქტივების მხარეს დებიტორული დავალიანება ორ ჯერზე მეტად გაიზარდა, მარაგებიც დიდია, მაგრამ ფულადი ნაკადები მნიშვნელოვან შემცირებას განიცდის.
ეს ახალი და ზრდადი კომპანიის ტიპობრივი სცენარია. როცა გაყიდვები იზრდება, კომპანიამ თანადროულად უნდა მოახდინოს ინვესტირება მარაგებში, გაზარდოს კრედიტორული დავალიანება და აიღოს მოკლევადიანი სესხი ამ ცვლილებების დასაფინანსებლად. მაგრამ თუ სიტუაცია გაგრძელდება, ბიზნესი მოკლე ხანში აღმოჩნდება ფულის ნაკლებობისა და დამატებით კაპიტალის საჭიროების წინაშე.   


საბალანსო უწყისის ნიმუშები
ნიმუში #1
ნიმუში # 1
მიმდინარე აქტივები მიმდინარე ვალდებულებები
ნაღდი ფული $ 20,000 რედიტორული დავალიანება   $ 50,000
დებიტორული დავალიანება  30,000 გადასახდელი თამასუქები            0
მარაგები  35,000 გადასახდელი პროცენტი            0
წინასწარი ხარჯები   7,000 გადასახადები                 6,000


ფიქსირებული აქტივები   გრძელვადიანი ვალდებულებები
მიწა  40,000 გადასახდელი თამასუქები 125,000
შენობა 120,000
რემონტი  15,000 სულ ვალდებულებები 181,000
დანადგარები  10,000
ავეჯი   4,000 წმინდა კაპიტალი      100,000


სულ აქტივები 281,000 მთლიანი ვალდებულებები და წმინდა კაპიტალი                                                          281,000




ნიმუში # 2
მიმდინარე აქტივები მიმდინარე ვალდებულებები
ნაღდი ფული $ 10,000 კრედიტორული დავალიანება $ 90,000
დებიტორული დავალიანება  65,000 გადასახდელი თამასუქები  20,000
მარაგები  60,000 პროცენტი             0
წინასწარი ხარჯები   5,000 გადასახდელი გადასახადები  10,000


ფიქსირებული აქტივები გრძელვადიანი ვალდებულებები
მიწა  40,000 გადასახდელი თამასუქები 120,000
შენობა 120,000
რემონტი  15,000 სულ ვალდებულებები 240,000
დანადგარები  20,000
ავეჯი   6,000 წმინდა კაპიტალი 101,000


სულ აქტივები  341,000   მთლიანი ვალდებულებები და წმინდა კაპიტალი                                                               341,000
გარეგანი შედარებები
მიმდინარე ანგარიშების თქვენივე წინა მონაცემებთან შედარების გარდა მრავლისმომცემია თქვენი ბიზნესის სხვადასხვა ანალოგიურ ბიზნესთან შედარება (თუ არის ხელმისაწვდომი ბიზნესასოციაციების ან ოფიციალური კვლევების, სტატისტიკის მეშვეობით). დარგის საშუალო მონაცემები საშუალებას მოგცემთ, შეადაროთ თქვენი კონკრეტული პუნქტები, მაგალითად, მთლიანი შემოსავლიანობა, საქონლის ფასები, ამოღების საშუალო პერიოდი და ა.შ. ამავე დარგში მომუშავე სხვა კომპანიებთან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ანალიზი არაზუსტია და თქვენი ბიზნესის პარამეტრების გადახრას დარგის საშუალო პარამეტრებიდან შეიძლება მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდეს, იგი შეიძლება თქვენი ფინანსური შემოწმების ნათლისმომფენი ნაწილი იყოს. 


  
ბიზნესის დაფინანსება
ნებისმიერი ბიზნესის სასიცოცხლო ციკლში დგება მომენტი, როდესაც აუცილებელი ხდება დამატებითი სახსრების მოზიდვა მოძველებული დანადგარების გამოსაცვლელად, ფულადი ნაკადების არათანაბარი მიმოქცევის გასაწონასწორებლად და ა.შ. თუ ბიზნესს არ აქვს სათანადო თანხები, ამისათვის არსებობს ოთხი წყარო:
აქტივების გაყიდვა
ახალი ან საინვესტიციო კაპიტალი
მოგება
სესხი.
მოგებიდან მიღებული სახსრები საუკეთესო გამოსავალია. მაგრამ გაფართოებადი ბიზნესის უმეტესობას არ გააჩნია ასეთი არჩევანი და ამ შემთხვევაში ბანკი ხდება საუკეთესო გამოსავალი. 
მაგრამ სესხისთვის განაცხადის შეტანა არ ნიშნავს უსათუოდ მის მიღებას. რატომ? ორი მიზეზის გამო: სესხის გაცემა დიდ რისკთანაა დაკავშირებული ან განაცხადი არ შეიცავს ძლიერ, ამომწურავ, დამაჯერებელ ინფორმაციას. 
ეფექტიან საკრედიტო განაცხადს აქვს ორი აუცილებელი კომპონენტი: უახლესი ბიზნესგეგმა და სწორად შევსებული ბანკის საკრედიტო განაცხადის ფორმა. ბანკების უმეტესობის განაცხადის ფორმა მოითხოვს თითქმის იგივე ინფორმაციას, რასაც შეიცავს ბიზნესგეგმა. მაგრამ არც იფიქროთ მიმართოთ ბანკს, თუ არა გაქვთ ბიზნესგეგმა მაშინაც კი, თუ ბანკი არ მოითხოვს მის წარდგენას. თქვენ თვითონ გჭირდებათ ბიზნესგეგმა, რათა იცოდეთ, რა ოდენობის თანხა გჭირდებათ და რატომ აქვს აზრი სესხის აღებას ამ კონკრეტულ პერიოდში.     


რა ტიპის სესხი მჭირდება?
არსებობს სესხის სამი ძირითადი ტიპი: მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი სესხები. იმისათვის, რომ გამოავლინოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი, უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
1. რისთვის გამოვიყენებ ამ თანხას?
2. რა რაოდენობით ფული მჭირდება? მინიმუმი? მაქსიმუმი?
3. დროის რა პერიოდისთვის მჭირდება ფული?
4. როგორ გადავიხდი სესხს?
5. მაქვს თუ არა სხვა რესურსები ან აქტივები, რომელთაც გამოვიყენებდი სესხის ნაცვლად ან სესხის ოდენობის შესამცირებლად?  


საჭიროა შეუსაბამოთ გადახდის ვადები მოთხოვნილი სახსრების გამოყენებას. მარტივად რომ ვთქვათ, არ მოითხოვოთ გრძელვადიანი სესხი მოკლევადიანი საჭიროებების გასასტუმრებლად და პირიქით. არავის არ სურს გადაიხადოს სამომხმარებლო სესხი (მანქანის) სასაფლაოზე მანქანის მოხვედრიდან 1 წლის შემდეგ. მეორე მხრივ, არ არის საჭირო ბიზნესის ფინანსური სტაბილურობის რისკის ქვეშ დაყენება მოკლევადიანი სესხის აღებით ისეთი სერიოზული ინვესტირებისათვის, როგორიცაა უძრავი ქონების შეძენა. 


მოკლევადიანი სესხი
მოკლევადიანი სესხი ანუ ოპერაციის დაფინანსება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა დასაკრედიტებელი პროექტის განგრძლივობა არ აღემატება ერთ საოპერაციო ციკლს, ანუ წარმოების/მომსახურებისთვის ნედლეულის/მარაგების შეძენიდან მზა პროდუქციის რეალიზაციამდე/მომსახურების მიწოდებამდე. ძირითადად ერთ წელზე ნაკლები ვადისაა. იგი გამოიყენება დაუყოვნებლივი მოთხოვნებისთვის და მისი დაფარვა ხდება დებიტორული დავალიანების ამოღებისთანავე.   


საშუალოვადიანი სესხი
ძირითადად გრძელდება 6 – 18 თვე და გამოიყენება ბიზნესის გასაფართოებლად (საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, მნიშვნელოვანი დანადგარებისა და სხვა ფიქსირებული აქტივების შეძენა).


გრძელვადიანი სესხი
გრძელვადიანად მიჩნეულია 18 თვიდან 10 წლამდე და უფრო გრძელვადიანი სესხები. ძირითადად გამოიყენება საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ფიქსირებული აქტივების შესაძენად ან კომპანიის ლიკვიდურობის გასაუმჯობესებლად, კერძოდ, როდესაც საჭიროა გრძელვადიანი ვალდებულებების რეფინანსირება ან კრედიტორებისა და სხვა ვალდებულებების გადახდა.
შედარებით მსხვილი კომპანიებისათვის, რომელთაც პერიოდულად უჩნდებათ თავისუფალი ფულადი სახსრები, მაგრამ ამავე დროს პერიოდულად სჭირდებათ დამატებითი საბრუნავი საშუალებები მიმდინარე აქტივების შესაძენად ან მოკლევადიანი ვალდებულებების გასასტუმრებლად, ბანკმა შეიძლება განიხილოს საკითხი საკრედიტო ხაზის გახსნის ან ოვერდრაფტის გამოყოფის შესახებ.


საკრედიტო ხაზი 
საკრედიტო ხაზი გულისხმობს დაკრედიტების ისეთ მექანიზმს, როდესაც მსესხებელს შეუძლია პერიოდულად აითვისოს და დაფაროს საკრედიტო რესურსები, ისე რომ მისმა ჯამურმა დავალიანებამ ბანკის მიმართ არ გადააჭარბოს საკრედიტო ხაზის თანხას. ამ შემთხვევაში კომპანიის მიერ თავისუფალი სახსრების აკუმულირების უნარი უნდა დასტურდებოდეს საბანკო ანგარიშებზე მაღალი ბრუნვითა და ბიზნესსალაროში სტაბილური ნაშთის არსებობით. 


ოვერდრაფტი
ოვერდრაფტი არის კომპანიის საბრუნავი აქტივების მოკლევადიანი დაფინანსება და იგი გამოიყენება ფულადი სახსრების მოკლევადიანი დეფიციტის დაფარვის მიზნით. დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს მარაგების შეძენა საქონლის რეალიზაციიდან მისაღები თანხის მოლოდინში, კრედიტორებთან ანგარიშსწორებისა და დებიტორებისაგან თანხების მიღების ვადების სხვაობა ან შემოსავლების სეზონური ცვალებადობა. 
ოვერდრაფტი შეიძლება იყოს:
- ერთჯერადი და საოპერაციო ანუ მიზნობრივი;
- რევოლვერული ანუ განახლებადი.
იმისათვის, რომ ბანკმა განიხილოს ოვერდრაფტის გაცემის შესაძლებლობა ბიზნესი უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ მოთხოვნებს.  


საბანკო სესხის მისაღებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები:
§ კომპანიის წესდება და სადამფუძნებლო დოკუმენტები
§ შესაბამისი საქმიანობისათვის საჭირო ლიცენზიები და ნებართვები
§ ხელშეკრულებები მიმწოდებლებთან და მომხმარებლებთან, საბაჟო დეკლარაციები, ანგარიშფაქტურები და სხვა
§ ცნობები დავალიანების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და საგადასახადო ინსპექციიდან
§ ამონაწერი მომსახურე ბანკების მიმდინარე ანგარიშებიდან
§ ბოლო სამი წლის ფინანსური უწყისები
§ სესხის უზრუნველყოფის საკუთრების დამადასტურებლი დოკუმენტები.






  
კრედიტის 5 C


როცა სესხის აღებაზე მიდგება საქმე, ბანკებს აინტერესებთ ინფორმაციის მთელი პაკეტი, რომლის სისტემატიზება შეიძლება ხუთ კატეგორიად: ხასიათი, (charachter), კაპიტალი (capital), შესაძლებლობა (capacity), გირაო (collateral) და პირობები (conditions). საკრედიტო განაცხადის შევსებამდე მზად იყავით შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემისთვის:


ხასიათი (Charachter)
ვინ ხართ თქვენ? რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობთ? რამდენი ხანია, რაც ბიზნესში ხართ? ასრულებთ თუ არა დაკისრებულ ვალდებულებებს? როგორია თქვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა? რას ფიქრობენ თქვენზე მომწოდებლები? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეიძლება თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დახასიათებების მეშვეობით.


კაპიტალი (Chapital)
გაქვთ თუ არა თქვენი მოთხოვნების ადეკვატური რესურსები? საიმედოა თუ არა თქვენი აქტივები? აქვს თუ არა თქვენს ბიზნესს დადებითი საკუთარი კაპიტალი? არის თუ არა თქვენი პირადი ფინანსური ანგარიშები მყარი? 


შესაძლებლობა (Capacity)
როგორია თქვენი სესხის გადახდის შესაძლებლობა? როგორ იქნება საკრედიტო რესურსები გამოყენებული? როგორ იქნება დაბრუნებული? პასუხები ამ კითხვებზე მოიპოვება თქვენს ფინანსურ ანგარიშებში, განსაკუთრებით, ფულადი ნაკადების მიმოქცევის უწყისში, მოგება-ზარალის უწყისში და პირადი და კორპორაციული გადასახადების გადახდების მიხედვით. 


გირაო და გარანტიები (Collateral)
სესხის დაბრუნების რა გარანტიები აქვს ბანკს? რა შეგიძლიათ მას შესთავაზოთ დეფოლტის შემთხვევაში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეიძლება ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზსა და აქტივების ჩამონათვალზე დაყრდნობით. ძირითადად, ბანკი მოითხოვს პერსონალურ გარანტიებს ძირითადი თანხისათვის. თანხის დაბრუნების სხვა წყაროებთან ერთად, პერსონალური გარანტია უჩვენებს თქვენს პირად დაინტერესებას ბიზნესში.   


პირობები (Conditions)
როგორია ეკონომიკური ვითარება? არის თუ არა გარემოსდაცვის მოთხოვნები გასათვალისწინებელი? როგორ გავლენას მოახდენს ეს თქვენს ბიზნესზე?


საბუთების მოგროვება
დოკუმენტაციის დეტალური შეგროვება ნებისმიერი საკრედიტო განაცხადის გადამწყვეტი მომენტია. გახსოვდეთ, რომ ბანკი სესხს გასცემს კლიენტების დეპოზიტების თანხებიდან, ამიტომ საკრედიტო ოფიცერი ანგარიშვალდებულია აქციონერების, დირექტორების, საკრედიტო კომიტეტის, დეპოზიტორების, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების წინაშე. თქვენ იგი უნდა აღჭურვოთ სესხის გაცემის ხელშემწყობი დოკუმენტაციით. ამრიგად, მზად იყავით მიაწოდოთ ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია. 







მცირე ბიზნესის ორგანიზაციული ფორმები
ფირმა ან კომპანია - ეს ზოგადი სახელწოდებაა, რომელსაც ნებისმიერი (ან პრაქტიკულად ნებისმიერი) სამეურნეო საწარმოს მიმართ იყენებენ. ის მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ საწარმო იურიდიული პირის უფლებებს ფლობს (ე.ი. დამოუკიდებელია). ფირმა - ეს სამრეწველო, ინოვაციური, სერვისული, სავაჭრო საწარმოა ან ცალკეული ბიზნესმენი, რომელიც იურიდიული პირის უფლებებით სარგებლობს. ფირმის სახელწოდება, ისევე როგორც ფირმის ცნება, არ ასახავს საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ სტატუსს, თუმცა ზუსტად ეს სტატუსი გაინტერესებთ თქვენ, როგორც საკუთარი საწარმოს ორგანიზებისას, ასევე პარტნიორთან ურთიერთობისას, როდესაც თქვენ უნდა დაადგინოთ, თუ რა უფლებებით სარგებლობს ის და რა მოვალეობები (ვალდებულებები) გააჩნია მას.


საწარმო როგორც სამეურნეო სუბიექტი 
მეგობარი გეუბნებათ: "მე ვმუშაობ ფირმა "პირამიდაში". პარტნიორი კი, რომელთანაც მოლაპარაკებას აწარმოებთ, წარმოადგენს კომპანია "კარაველას". გეუბნებათ რამეს ეს სახელები - ფირმა, კომპანია? შეიძლება თუ არა მათ მიხედვით მიიღოთ რამე სასარგებლო ინფორმაცია? 
ფირმა - ზოგადი სახელწოდებაა, რომელსაც ნებისმიერი (ან პრაქტიკულად ნებისმიერი) სამეურნეო საწარმოს მიმართ იყენებენ. ის მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ საწარმო იურიდიული პირის უფლებებს ფლობს (ე.ი. დამოუკიდებელია). ფირმა - ეს სამრეწველო, ინოვაციური, სერვისული, სავაჭრო საწარმო ან ცალკეული ბიზნესმენია, რომელიც იურიდიული პირის უფლებებით სარგებლობს. ფირმას შეიძლება გააჩნდეს საფირმო ნიშანი და საფირმო სახელწოდება. ის შეიძლება იყოს სახელობითი (ფირმა "თავაძე და Co), საგნობრივი ("მარკეტინგული ფირმა "მარკორ"), შერეული (ფირმა "თავაძე და Co", სავაჭრო სახლი). 
ფირმის სახელწოდება, ისევე როგორც ფირმის ცნება, არ ასახავს საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ სტატუსს, თუმცა ზუსტად ეს სტატუსი გაინტერესებთ თქვენ, როგორც საკუთარი საწარმოს ორგანიზებისას, ასევე პარტნიორთან ურთიერთობისას, როდესაც თქვენ უნდა დაადგინოთ, თუ რა უფლებებით სარგებლობს ის და რა მოვალეობები (ვალდებულებები) გააჩნია. 
იგივე ითქმის კომპანიის შესახებ - კომპანია ზოგადი სახელია, რომლითაც აღნიშნავენ ნებისმიერ (ან რამის ნებისმიერ) საწარმოს - სავაჭრო, სატრანსპორტო და ა.შ., საქმიანი ადამიანების გაერთიანებას, რომლებიც ერთობლივ საქმიანობას ეწევიან. სიტყვა "კომპანია" ასევე არ ასახავს საწარმოს იურიდიულ სტატუსს, მაგრამ შეიძლება შეტანილ იქნას საწარმოს სახელწოდებაში. 
გვხვდება ტერმინის "საწარმო" სხვადასხვა გაგება. ზოგჯერ ამ ტერმინს იყენებენ როგორც საზოგადოების, კომპანიის, ფირმის სინონიმს, ე.ი. იყენებენ ეკონომიკური პროცესის მონაწილის განსაზღვრისათვის. საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს საწარმოს, როგორც დამოუკიდებელ სამეურნეო სუბიექტს. საწარმო შეიძლება შეიქმნას ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით: 
  ინდივიდუალური საწარმო; 
  სოლიდარული პასუხისმგებლობის საწარმო (სპს); 
  კომანდიტური საზოგადოება (კს); 
  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს); 
  სააქციო საზოგადოება (სს); 
  კოოპერატივი. 
სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია ან ინდივიდუალური (ერთპიროვნული) საწარმოს შექმნის საფუძველზე ან საწარმოს ამხანაგობის ან საზოგადოების ფორმით შექმნის გზით. 
ინდივიდუალური (ერთპიროვნული) საწარმო ეს საწარმოა, რომელიც ერთი ადამიანის საკუთრებას წარმოადგენს. მეწარმეობა ამ ფორმით შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც საწარმოს საფუძველზე, რომელსაც იურიდიული პირის უფლებები გააჩნია, ასევე საწარმოს ბაზაზე, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. 
მთელ რიგ ქვეყნებში იმისათვის რომ საწარმო შეიტანონ სავაჭრო რეესტრში (საწარმოს რეგისტრაცია), ე.ი. იურიდიული პირის სტატუსის პროცედურის ჩასატარებლად, აუცილებელია კანონის მოთხოვნების დაცვა. ძირითადად ეს ეხება საწარმოს მინიმალურად დასაშვებ ზომებს (უფრო ხშირად, საწესდებო კაპიტალს) და იმ საქმიანობის წარმართვას, რომელიც კანონით აკრძალული არ არის. იურიდიულ პირად ითვლება ის საქმიანი საწარმო, რომელსაც გააჩნია საკუთარი წესდება, ანგარიში ბანკში და შეტანილია სავაჭრო რეესტრში, ე.ი. ვინც გაიარა ოფიციალური დაფუძნების პროცედურა. იმისათვის, რომ განახორციელოთ სამეწარმეო საქმიანობა იურიდიული პირის არ მქონე საწარმოს საფუძველზე, აუცილებელია ფლობდეთ რომელიმე სარეწაო საქმიანობის ნებართვას. 
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობას სჭირდება რეგისტრაცია. მეწარმეობა, რომელიც ხორციელდება დაქირავებული მუშა ხელის მოზიდვის გარეშე, რეგისტრირდება როგორც ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა. მეწარმეობა კი დაქირავებული მუშა ხელის მოზიდვით, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაფორმდეს როგორც საწარმო. 
საწარმოს ქვეშ იგულისხმება დამოუკიდებელი სამეურნეო სუბიექტი, რომელიც შექმნილია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, პროდუქციის წარმოებისათვის, სამუშაოების შესასასრულებლად და მომსახურეობის გასაწევად საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების და მოგების მიღების მიზნით. საწარმო დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას, განაგებს გამოშვებულ პროდუქციას და მიღებულ მოგებას, რომელიც დარჩენილია აუცილებელი გადასახადების გადახდის შემდეგ.
საწარმოს დახასიათებისას, ჩვეულებრივ გამოჰყოფენ შემდეგ ძირითად ნიშნებს: 
  გარკვეული განცალკევება - ქონებრივი და არა ქონებრივი (განცალკევება დამფუძნელების პირადი საკუთრებისაგან). 
  იურიდიული სტატუსი, რომელიც აძლევს საწარმოს გარკვეულ უფლებებს და აკისრებს ვალდებულებებს. სტატუსი საშუალებას იძლევა განვიხილოთ საწარმო, როგორც სამართლის და სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტი და გულისხმობს მის სახელმწიფო რეგისტრაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
  საწარმოს სახელწოდება და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ ასეთი საწარმოს ვალდებულებების და პასუხისმგებლობის ფორმაზე და მოცულობაზე. 
კლიენტები, მომხმარებლები და პარტნიორები საწარმოს შესახებ, პირველ რიგში, სახელწოდებით მსჯელობენ.  საწარმოს სახელი, მისი შერჩევა, ნებისმიერი მეწარმისათვის, საქმიანი აქტივობის განხორციელების მომზადების პროცესის მნიშვნელოვანი რგოლია. სახელწოდებას დიდი ხნით ირჩევენ. ის იქნება ფირმის პრესტიჟის მატარებელი, მის მიხედვით იმსჯელებენ მისი საქმიანობის პროფილზეც. ზუსტად სახელწოდება გამოდის საწყისი ინფორმაციის მატარებლის როლში პარტნიორის მისწრაფებისას დაამყაროს თქვენთან გარკვეული საქმიანი ურთიერთობა. 

მეწარმის სტატუსი 
უფლებების მოცულობა, მოვალეობათა ზღვარი და პასუხისმგებლობის დონე - აი პირველ რიგში რა აინტერესებს (უნდა აინტერესებდეს) მეწარმეს, როგორც დამწყებს, ასევე ხანგრძლივი პრაქტიკის მქონეს. ეს ყველაფერი კონცენტრირებულია ცნებაში "მეწარმის სტატუსი". 
მეწარმის სტატუსი ენიჭება მას, მისი  სამეწარმეო პროცესის სუბიექტის სახით სახელმწიფო რეგისტრაციის დროს. რაშია სახელმწიფო რეგისტრაციის აზრი? მისი აზრი მდგომარეობას იმაში, რომ სახელმწიფოში (საზოგადოებაში) მიღებული "საქმიანი თამაშის წესების" საფუძველზე მიიღოთ გარკვეული უფლებები, აიღოთ თქვენს თავზე გარკვეული ვალდებულებები და სახალხოდ განაცხოდოთ, რომ გესმით ყველა შესაძლებელი შედეგები, დაკავშირებული ჩაბმასთან ასეთ "საქმიან თამაშში", რომლის მსვლელობისას შეიძლება განიცადოთ რეალური (და არა სათამაშო) დანაკლისი, მაგრამ შესაძლებელია - და ამისკენ ყველა მიისწრაფის - მოგებაც. თვით სახელმწიფო რეგისტრაციის ფაქტი არის სტატუსის მიღება, ე.ი. შეძენა დამატებითი (სამოქალაქო უფლებებთან და თავისუფლებებთან შედარებით) სამართლებრივი სივრცისა. 
არსებობს მეწარმის სამართლებრივი სტატუსის ორი ფორმა - ინდივიდუალური მეწარმე - ფიზიკური პირი და მეწარმე - იურიდიული პირი.
მეწარმის სტატუსი იმ უფლებების და მოვალეობების მოცულობის მაჩვენებელია, რომელიც მას გააჩნია, და რომელთა ფარგლებში მას შეუძლია რაღაც განსაზღვრული მოქმედებების შესრულება. იურიდიული პირის სტატუსის მიღების შემდეგ, მეწარმე ასრულებს მოქმედებებს არა თავისი სახელით, არამედ ამ იურიდიული პირის სახელით. 

იურიდიული პირის ცნება 
იურიდიული პირის სტატუსი უმკვიდრდება შექმნილ ორგანიზაციას, რომელიც თავისი ძირითადი მიზნების მიხედვით, შეიძლება მიეკუთვნებოდეს ან კომერციულ ან არაკომერციულ ორგანიზაციებს. 
იურიდიული პირი ხასიათდება გარკვეული სამართლებრივი თვისებებით 
  
ნახ 1. იურიდიული პირი სამართლებრივი თვისებები 

იურიდიულ პირს შეუძლია შექმნას განკერძოებული სტრუქტურული ქვედანაყოფები:
  ფილიალები, 
  განყოფილებები, 
  წარმომადგენლობები.   
იურიდიული პირის ყველა წარმომადგენლობების, ფილიალების და განყოფილებების ჩამონათვალი შეიტანება იურიდიული პირის წესდებაში. 


რა არის ორგანიზაცია?
“ორგანიზაცია – ეს სოციალური შეთანხმებაა კოლექტიური მიზნების კონტროლირებადი შესრულებისა”. არსებობს გარკვეული რამ, რაც საერთოა ყველა ორგანიზაციისათვის: ნიშნები რომლებიც განასხვავებენ მათ “ჯგუფებიდან”. ზოგადად შეგვიძლია ავღწეროთ ორგანიზაციის რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი: 
  ყველა ორგანიზაცია გულისხმობს ადამიანების მიერ გარკვეული როლის შესრულებას. ყველა წევრი, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ურთიერთობის პროცესში, ასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს, რომ დაეხმაროს ორგანიზაციას მისი მიზნების მიღწევაში.  ეს გულისხმობს, რომ ორნანიზაციის წევრობა არ ნიშნავს “იყო” ან “შეუერთდე” (როგორც ვთქვათ ოჯახში), არამედ “აკეთო” ან “შეასრულო”. 
  ორგანიზაციის წევრებს გააჩნიათ საერთო მიზნები. ორგანიზაციას, რომელიც თავის წევრებს უხდის ხელფასს, გარკვეული მიზნები გააჩნია და წევრები უნდა ეთანხმებოდნენ ამ მიზნებს, რომ მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. ზოგ ორგანიზაცას, საქველმოქმედო ან “თვით დახმარების ჯგუფებს” აქვთ მიზნები, რომლებიც გამომდინარეობს მათი წევრების მრწამსიდან ან მოთხოვნებიდან. მიზნები შეიძლება ვარირებდეს ცხოველთა დაცვიდან ეროვნული უშიშროების განმტკიცებამდე და მიეკუთვნებოდეს ისეთ კატეგორიებს, როგორც დაუფარავი, გადაუდებელი, განუსაზღვრელი, ბუნდოვანი და ა.შ. 
  ორგანიზაციის შიგნით ადგილი აქვს პასუხისმგებლობის და როლების განაწილებას და ასევე შრომის განაწილებას. ამის საილუსტრაციოდ, შეიძლება მოვიყვანოთ ნებისმიერი ტიპიური კომპანიის შიდა სტრუქტურა, სადაც არის სხვადასხვა განყოფილებები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ მენეჯერები და მათდამი დაქვემდებარებული თანამშრობლები. 
  ყველა ორგანიზაციას აქვს განსაზღვრული ძალაუფლების იერარქია. ეს ნიშნავს, რომ ყველა წევრს ესმის მისი პოზიცია ორგანიზაციაში ამ იერარქიის მიმართ. უმაღლესი ხელისუფალი ორგანიზაციაში შეიძლება იყოს დაწყებული რესპუბლიკის პრეზიდენტით, საფეხბურთო კლუბის კაპიტნით დამთავრებული. ორგანიზაციის უფროსი წევრი იმ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც მას ეს ძალაუფლება ანიჭებს, უნდა აცნობიერებდეს იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც მას ეს ძალაუფლება აკისრებს. 

რატომ არსებობენ ორგანიზაციები? როგორია მათი უპირატესობები?
ჩვენ არ ვლაპარაკობთ აქ ბიზნესის მიზნებზე, არამედ იმაზე, თუ რა უპირატესობა გააჩნია მუშაობას ორგანიზაციის სახით, ცალკეული ინდივიდუალების მუშაობასთან შედარებით. ეს ის უპირატესობებია, რომლებიც უბიძგებს ადამიანებს ჩამოაყალიბონ ორგანიზაციები.

მასშტაბურობის ეკონომია
მთავარი უპირატესობა, რომელიც გააჩნია ორგანიზაციას, ეს არის მასშტაბურობის ეკონომია, რაც ნიშნავს იმას, რომ დავალება შეიძლება შესრულდეს უფრო ეფექტურად, როდესაც მეტი ადამიანია ჩართული სამუშაოს შესრულებაში. მაგალითისათვის, შეგვიძლია შევადაროთ ინდივიდუალური მეწარმე და ამხანაგობა. ინდივიდუალური მეწარმე თვითონ ასრულებს თავის ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა ფუნქციას. შეიძლება ის სუსტი ადმინისტრატორია, მაგრამ მისი ბიზნესი ისეთია, რომ მას მაინც უხდება ადმინასტრაციული ფუნქციების შესრულება. ის ფაქტი, რომ ის არ არის სრულად კომპეტენტური ამ საკითხებში იწვევს იმას, რომ: 
- ბიზნესის ადმინისტრაციული ნაწილი სრულდება არაადეკვატურად; 
-  ადმინისტრაციული საქმიანობა ითხოვს მწარმოებლის მნიშვნელოვან დროს და მას ნაკლები დრო რჩება საწარმოო საქმიანობისათვის. 
ამხანაგობაში, რომელშიც ერთზე მეტი პიროვნებაა გაერთიანებული ეს ამოცანები შეიძლება განაწილდეს წევრებს შორის მათი შესაძლებლობების შესაბამისად. ერთ პარტნიორს შეუძლია კონცენტრირება, ვთქვათ საწარმოო საქმიანობაზე, როდესაც მეორე ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ამგვარი შრომის განაწილების ეფექტი იმაშია, რომ ორივე ფუნქცია უფრო ეფექტურად სრულდება, ვიდრე მარტო მწარმოებელის შემთხვევაში.

მიზნები  
ორგანიზაციის პირობებში მიზნების მიღწევა ადვილდება. ის რისი გაკეთება არ შეუძლია “ერთკაციან ჯგუფს”, შეიძლება შესრულდეს თუ ჩამოყალიბებულია ორგანიზაცია, მთელი თავისი რესურსებით და შესაძლებლობებით.

ძალაუფლება და პასუხისმგებლობა 
ორგანიზაციები ყალიბდება იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობათა ფორმალიზება და ჩამოყალიბდეს ძალაუფლების და პასუხისმგებლობის სისტემა. მსგავსი ფორმალიზება, საშუალებას აძლევს თითოეულ წევრს გაიგოს საკუთარი როლი, პატივი სცეს ძალაუფლებას და პასუხისმგებლობას, რაც უზრუნველყოფს დავალებების ეფექტურ შესრულებას. ორგანიზაციაში, რომელშიც არ არსებობს ძალაუფლების ფორმალური განაწილების სისტემა, წევრები მეტ დროს ანდომებენ თავიანთი როლების და პასუხისმგებლობის გარკვევას, ვიდრე იმ ამოცანების შესრულებას, რისთვისაც ორგანიზაცია არსებობს. გარკვეული სახის სტრუქტურა აუცილებელია ნებისმიერი ორგანიზაციისათვის. არსებობს მაგალითები ორგანიზაციების წარუმატებლობისა, იმ შემთხვევებში, როდესაც მსგავსი სტრუქტურა კარგად არ არის გაგებული.

საქმიანობის კოორდინირება
ორგანიზაციის სტრუქტურა ხელს უწყობს მოქმედებათა კოორდინირებას. ჩვეულებრივ ამ ფუნქციას ასრულებენ მენეჯერები და დირექტორები. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიაში ცენტრალურ საკოორდინიციო ფუნქციას ასრულებს დირექტორთა საბჭო. კოორდინატორს კარგად უნდა ესმოდეს ორგანიზაციის მიზნები. კოორდინირება ითვალისწინებს შემდეგს: 
- ყველა აუცილებელი დავალებები უნდა სრულდებოდეს; 
- მენეჯერების და დირექტორების მიერ შესაბამისი ინსტრუქტირებისა და სამუშაოების დეტალიზირების ჩატარებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავალებათა შესრულება; 
- არ მოხდეს სამუშაოს შესრულების დუბლირება სხვა თანამშრომლის ან განყოფილების მიერ; 
- უზრუნველყოფილია შემსრულებლის უკუკავშირი კოორდინატორთან სამუშაოს შესრულების პროცესში.

საკომუნიკაციო სისტემა 
 ფორმალური ორგანიზაციული სტრუქტურა უზრუნველყოფს ეფექტიან საკომუნიკაციო ქსელის შექმნას. ორგანიზაცია შეიძლება განვიხილოთ როგორც სხეული სხვადასხა ორგანოებით, რომლებსაც შრომის გაყოფის პრინციპის შესაბამისად, გააჩნიათ განსხვავებული ფუნქციები ან დანიშნულება. ბიოლოგიიდან ცნობილია, იმისათვის რომ ცალკეულმა ბიოლოგიურმა ორგანოებმა იმოქმედონ ერთად, სხეულს გააჩნია კომპლექსური ნერვიული და სისხლძარღვთა სისტემა, რომლის მეშვეობით გადაიცემა ინფორმაცია ბიოლოგიური და ელექტრული ფორმით. ამ საკომუნიკაციო ქსელის გარეშე, არ მოხდება ორგანოების კომუნიკაცია და ისინი არ იქნებიან სწორად კოორდინირებული. იგივე პრინციპი გამოიყენება ორგანიზაციების მიმართ – იმისათვის რომ ორგანიზაცია ფუნქციონირებდეს და გადარჩეს, მას უნდა გააჩნდეს ეფექტური საკომუნიკაციო სისტემა. რაც უფრო დიდია ორგანიზაცია, მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ეს ქსელი და ყველაზე მსხვილ ორგანიზაციებში, კოორდინაცია ხორციელდება ფორმალიზებული არხების მეშვეობით.

რა აქვთ საერთო ბიზნესურ ორგანიზაციებს? 
იმისათვის რომ დავადგინოთ – რა აქვთ ორგანიზაციებს საერთო და რითი განსხვავდებიან ისინი – განვიხილოთ ორი მაგალითი: ადგილობრივი სანტექნიკოსი და მსხვილი კომპანია, ისეთი როგორიცაა სატელეფონო კომპანია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ორგანიზაციებს ცოტა რამ აქვთ საერთო, მაგრამ ანალიზი გვიჩვენებს, რომ ისინი მისდევენ ბიზნეს რამოდენიმე მსგავსი მიზეზის გამო. მაგალითად, მათი საერთო მიზანი შეიძლება იყოს  მოგების მიღება, მომსახურეობის შეთავაზება ან ჩამოყალიბება საზოგადოიებაში მომხიბლავი რეპუტაციისა, როგორც კარგი საქონლის ან მომსახურეობის მიმწოდებლისა. 
ამის გარდა არსებობს უამრავი ნიშნები, საერთო ყველა ბიზნესურ ორგანიზაციისათვის და ამ ნიშნების უფრო დაკვირვებული ანალიზი დაგვანახებს იმასაც, თუ რითი განსხვავდებიან  ეს ორგანიზაციები.   
პირველი, რაც საერთოა ყველა ორგანიზაციისათვის ესა ხალხი, რომელიც შეადგენს ნებისმიერ ორგანიზაციას. ადამიანები ასრულებენ სამუშაოებს, აკონტროლებენ და ხელმძღვანელობენ, ყიდიან საქონელს, აგროვებენ ფულს რომელიც აცოცხლებს ბიზნესს. თუ განვიხილავთ ჩვენს მაგალითს, ჩვენ დავინახავთ, რომ სანტექნიკოსსაც და კომპანიასაც ჭირდება ადამიანები რომ განახორციელონ თავიანთი ბიზნესი. მთავარი განსხვავება ის არის, რომ კომპანიას ესაჭიროება რამოდენიმე ათასი ადამიანი, რომ განახორციელოს თავისი საქმიანობა, სანტექნიკოს კი მხოლოდ ერთი. კომპანიაში რთული კორპორატიული სტრუქტურაა სხვადასხა სამუშაოებითა და პასუხისმგებლობით, მაშინ როდესაც სანტექნიკოსი თვითონ ასრულებს ყველა ფუნქციას. 
მეორე, რაც საერთოა ყველა ორგანიზაციისათვის – ის, რომ მათ ესაჭიროებათ ფული. ფულით შეუძლიათ შეიძინონ მანქანა-დანადგარები, მასალები, დაიქირავონ პერსონალი იმისათვის, რომ ბიზნესური ოპერაციების შესრულებით გააკეთონ მეტი ფული. ჩვენ ვიცით რომ ამ ტიპის ფულს, რომელსაც საქმის დაფუძნებისათვის და დაწყებისათვის ვიყენებთ, კაპიტალი ეწოდება. არსებობს კაპიტალის სხვადასხვა სახე. ვნახოთ, თუ რა ზომის კაპიტალია საჭირო რომ დაიწყო ბიზნესი ჩვენი მაგალითის შემთხვევაში. სანტექნიკოსს ესაჭიროება ავტომანქანა, შრომის იარაღები, შესაძლებელია ტელეფონი და ის იწყებს თავის საქმეს. სატელეფონო კომპანიის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი დაბანდებები შენობა-ნაგებობებში, სატელეფონო სადგურებში, საკომუნიკაციო ხაზებში, კომპიუტერულ ქსელებში, ავტომანქანებში და ა.შ. თუ ერთ შემთხვევაში კაპიტალი შეადგენს ორ ან სამ ათას ლარს, მეორეში ის ასეულ ათასს ლარს უდრის. 
ნებისმიერ ბიზნესს მეპატრონე გააჩნია. მფლობელები ის ხალხია (ან ორგანიზაციები), ვინც ჩადო კაპიტალი ბიზნესის დასაწყებად ან შეიძინა უკვე არსებული საქმე. როგორც წესი მფლობელები ელოდებიან ამონაგებს, თავის ინვესტიციებზე. ე.ი მოგების ნაწილს. და ისევ ვხედავთ განსხვავებას - სანტექნიკოსი თვითონ ფლობს თავის ბიზნესს, როდესაც კომპანიას შეიძლება ჰყავდეს მეწილეები ან შესაძლოა აქციონერები, რომლებიც ფლობენ ბიზნესის გარკვეულ ნაწილს. შეიძლება ითქვას, რომ მფლობელები სხვადასხვა ხარისხით ინაწილებენ კონტროლს კომპანიაზე. 
ნებისმიერმა ბიზნესმა უნდა უზრუნველყოს პროდუქცის გამოშვება ან მომსახურეობა, რომელზეც არსებობს მოთხოვნილება. მხოლოდ პროდუქციის ან მომსახურეობის გაყიდვით, წარმოიქმნება ფული, რომელიც საქმის გაგრძელების საშუალებას იძლევა. ზოგიერთ ბიზნესს ერთი პროდუქტი ან მომსახურეობა გააჩნია, ზოგიერთი კი - რამოდენიმე ათეულ პროდუქტს აწარმოებს. 
ნებისმიერ ბიზნესს ესაჭიროება მომხარებელი ან კლიენტები. არიან ადამიანები ან ორგანიზაციები, რომლებსაც ჭირდებათ ან უნდათ რომ გარკვეული პროდუქტი ან მომსახურეობა შემოთავაზებული იყოს ბიზნესის მიერ და მზად არიან გადაიხადონ ფული, რომ ისიამოვნონ ამ პროდუქტების გამოყენებით. მყიდველების რაოდენობა და ტიპი მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთი შეხედვით თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ყიდულობს სამხედრო ხომალდს ცოტა რამ აქვს საერთო იმასთან, ვინც 40 თეთრად ყიდულობს გაზეთს.  მაგრამ ორივენი მომხმარებლები არიან და მზად არიან გადაიხადონ მოთხოვნილი ფასი და უზრუნველყოფენ ბიზნესმენს ფულით საქმის გასაგრძელებლად. 
ნებისმიერ ბიზნესმენს უწევს ფულის შეგროვება. გაზეთის გამყიდველი ღებულობს 40 თეთრს მაშინვე, როგორც კი მყიდველი შეიძენს გაზეთს, მაგრამ მემაწვნე, რომელსაც სახლში მოაქვს მაწონი, ხშირად ფულს შემდეგ მოსვლაზე იღებს. წარმოებაში, მიმწოდებელი რამოდენიმე კვირა ელოდება ფულის ჩარიცხვას პროდუქციის გაგზავნის შემდეგ. ეს დროის შუალედი, შეიძლება მნიშნელოვანი აღმოჩნდეს ბიზნესმენისათვის, რადგანაც განსაზღვრავს ფულის მიმოქცევას მის ანგარიშებზე. ამის უფრო დეტელური განხილვა ფინანსური ფუნქციების განხილვისას მოხდება. 
ამგვარად, მას შემდეგ რაც ვნახეთ თუ რა აქვს საერთო ნებისმიერ ბიზნესს და როგორ განსხვავდებიან ისინი, ჩვენ შეგვიძლია შევეხოთ ბიზნესორგანიზაციების ძირითად ტიპებს. 

ვინ არის ინდივიდუალური მეწარმე? 
ბიზნესის ორგანიზაციის უმარტივესი ფორმაა ინდივიდუალური მეწარმეობა, რომლის დროსაც მეწარმე მოქმედებს დამოუკიდებლად, როგორც ფიზიკური პირი. ორგანიზაციის თვალსაზრისით ინდივიდუალური მეწარმეობა, შეიძლება დავახასიათოთ როგორც თვითორგანიზაცია, რადგანაც მსგავსი საქმიანობის ორგანიზაციის ფორმებს ადგენს თვით მეწარმე. 
ინდივიდუალური მეწარმეობის რეგისტრაცია, რომლის აუცილებლობა გათვალისწინებულია კანონით, ლიცენზიის ან პატენტის მიღება - ეს პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ მეწარმეობას მიეცეს ორგანიზაციული ხასიათი. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან:
- ხელოსნები; 
- საცალო ვაჭრობის მცირე ობიექტები; 
- ფერმერები; 

არსებობს ინდივიდუალური მეწარმეობის რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი. ნებისმიერს შეუძლია იყოს ინდივუდუალური მეწარმე, თუკი ის ასრულებს საქმიან გარიგებებს არაფორმალური ხერხით. არ არსებობს მოთხოვნები აღრიცხვიანობის გარკვეულ სტანდარტებზე, მაგრამ ინდივიდუალური მეწარმე ისევე, როგორც ყველა, ვისაც აქვს შემოსავალი, ვალდებულია შეიტანოს გადასახადები, ამიტომ არსებობს გარკვეული შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

  ინდივიდუალური მეწარმეობის უპირატესობები და ნაკლოვანებები  
უპირატესობა: 
მთელი მოგება ეკუთვნის ერთ პირს; 
მეპატრონე ანგარიშვალდებულია თავისი თავის წინაშე, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ხდება სწრაფად;
მას სრული თავისუფლება აქვს სამუშაო გრაფიკის განსაზღვრაში; 
იგი მოქმედებს ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ; 
გაადვილებული ბუღალტერია. 
  ნაკლოვანებები: 
მთელ ოპერაციებს, რაც დაკავშირებულია ბიზნესთან,   ასრულებს მეპატრონე მიერ (სამუშაოები, ყიდვა-გაყიდვა, დოკუმენტაციის წარმართვა); 
ცალკეული ფუნქციის შესრულების დაბალი ხარისხი, გამოწვეული მეპატრონის შესაძლებლობებით. იგი შეიძლება იყოს თავისი საქმის პროფესიონალი, მაგრამ არ გააჩნდეს საკმარისი ცოდნა და უნარი სხვა ფუნქციების შესასრულებლად; 
ინდივიდუალური მეწარმის შემოსავალი დამოკიდებულია მხოლოდ მის მუშაობაზე, ამიტომ იგი იძულებულია უარი თქვას დასვენების დღეებზე, შვებულებაზე და ა.შ. 
მასშტაბურობის უმნიშვნელო ეკონომია. ის იძენს საქონლის მცირე პარტიებს, ამის გამო იხდის უფრო მაღალ ფასს საქონლის ერთეულში, ვიდრე მსხვილი საწარმო, რომელიც იგივე საქონლის ბევრად დიდ პარტიას იძენს ნაკლებ ფასში. 
ინდივიდუალურ მეწარმეს აკისრია ე.წ.  შეუზღუდავი პასუხისმგებლობა. ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ინდივიდუალური მეწარმეობისა. ბიზნესის მეპატრონე თავისი საკუთარი რესურსებით აგებს პასუხს ნებისმიერი დანაკარგისათვის თავის საქმიანობაში. ის მუდმივად დგას თავისი სახლის, დანაზოგების დაკარგვის საფრთხის წინაშე 

რა არის ფირმა? 
სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციის უფრო მაღალ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს მეწარმეობის იურიდიული პირად გაფორმება და რეგისტრაცია ფირმის სახით, რომელსაც თავისი სახელი აქვს და სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებელ სუბიექტად გვევლინება. ფირმა ან საწარმო, როგორც მას საქართველოში უწოდებენ, წარმოადგენს ბიზნესის ორგანიზაციის ფართო და მრავალფეროვან ფორმას. არსებობს სამეწარმეო ფირმებისა და საწარმოების მრავალრიცხოვანი სახეები. 
არსებული და ეკონომიკაში მოქმედი საწარმოები ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის, მასშტაბების, საქმიანობის პროფილის თვალსაზრისით საკმარისად მრავალფეროვანია. მაგრამ ამ მრავალფეროვნების მიუხედავად ისინი იყოფა გარკვეულ ჯგუფებად, ტიპებად, რომელთათვის შემუშავებულია სამეურნეო კანონმდებლობის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ მათი საქმიანობის რეგლამენტს. 
სამეწარმეო სამართალით დაშვებულია საწარმოების ფართო სპექტრი. საქართველოს კანომდებლობა ინდივიდუალურ მეწარმეობასთან ერთად სცნობს ისეთ ფორმებს, როგორიცაა კომერციული ორგანიზაციები ამხანაგობების სახით (სოლიდარული პასუხისმგებლობის საწარმო), საზოგადოებები (კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის და სააქციო საწარმოები,), საწარმოო კოოპერატივები, სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოები. 
საწარმო, რომელშიც 50-ზე მეტი პარტნიორი ან 500-ზე მეტი თანამშრომელია, აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს სააქციო საზოგადოების ფორმით. 

ამხანაგობა
ამხანაგობა არის რამდენიმე მოქალაქის ან იურიდიული პირის გაერთიანება ხელშეკრულების საფუძველზე ერთობლივი სამეურნეო საქმიანობისათვის, მოგების მიღების მიზნით. ამხანაგობა, მსგავსად ინდივიდუალური მეწარმისა, არ არის კორპორირებული და შესაბამისად აქვს შეუზღუდავი პასუხისმგებლობა. მაგრამ მისგან განსხვავებით, შეიძლება იყოს ორგანიზაციის იურიდიულად აღიარებული ფორმა. ამხანაგობის წევრები  ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას, თუმცა შეიძლება იყვნენ მხოლოდ ერთი ამხანაგობის წევრები. ამხანაგობის წევრები ფირმის ვალდებულებებისათვის პასუხს აგებენ მთელი თავისი ქონებით. ეს ფორმა გავრცელებულია ისეთ პროფესიულ წრეებში, როგორიცაა:
არქიტექტორები 
ბუღალტრები 
ჟურნალისტები და ადვოკატები.
ეს ფორმა უფრო მიღებულია იმ პროფესიებში, სადაც ამხანაგობის სტატუსი აძლევს გარანტიას კლიენტს, რომ ადვოკატი (ან სხვა პროფესიონალი)  პროფესიონალურად უფრო პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესი კორპორირებულია. 
ამხანაგობის უპირეტესობებია: 
საქმეში ჩადებულია უფრო დიდი კაპიტალი, ვიდრე ერთი პირის შემთხვევაში; 
პარტნიორებმა შეიძლება გაინაწილონ მოგება და არ არიან ანგარიშვალდებული ვინმეს წინაშე, ვთქვათ აქციონერების წინაშე; 
რადგან საქმეში ჩაბმულია ერთ პიროზე მეტი, არსებობს შესაძლებლობებისა და პროფესიონალების ფართო სპექტრი, რაც ხელს უწყობს წარმატებულ საქმიანობას;
სამუშაო გაყოფილია თანამშრომლებს შორის, რაც ამსუბუქებს თითოეული პარტნიორის დატვირთვას; 
ყველა შესაძლებელი დანაკარგისათვის პასუხისმგებელია ყველა პარტნიორი, იმის მიუხედავად, თუ ვისი მიზეზით არის ეს გამოწვეული ეს დანაკარგი, რაც პერსონალური გაკოტრების რისკს ამცირებს. 
ამხანაგობას ნაკლოვანებებიც აქვს: 
ისევე როგორც ინდივიდუალური მეწარმეობის შემთხვევაში, ამხანაგობას შეუზღუდავი პასუხისმგებლობა აქვს; 
არსებობს დამატებითი ხარჯები, დაკავშირებული იურიდიულ დაფუძნებასთან და შეთანხმების დადებასთან, რომელიც, უზრუნველყოფს პარტნიორების თანაბარ უფლებებს მოგების განაწილებაში და თანაბარ პასუხისმგებლობას დანაკარგებისათვის ან კანონის წინაშე, თუკი საქმე აღძრულია ამხანაგობის წინააღმდეგ;
იმის გამო, რომ საქმეში ჩართულია ერთ პირზე მეტი, გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება პარტნიორებს შორის კონსულტაციების შედეგად. ეს ანელებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ასევე, ჩნდება პარტნიორებს შორის უთანხმოებებისა და კონფლიქტების საშიშროება; 
დამოუკიდებლობა, რომლითაც ასე ნებივრობს ინდივიდუალური მეწარმე, დაკარგულია. პარტნიორი მარტო ვერ განსაზღვრავს დასვენების დღეებს, იმ სამუშაოს ტიპს, რომელსაც ის იღებს, სამუშაოს ხარისხის სტანდარტებს და ა. შ.  ის ვალდებულია შეუთანხმოს ეს ყველაფერი პარტნიორებს, თუ უნდა, რომ ამხანაგობა ეფექტიანად ფუნქციონირებდეს. 
ამხანაგობის წევრები ვალდებულები არიან გადაიხადონ გადასახადი შემოსავლებიდან. ინდივიდუალური მეწარმეობისაგან განსხვავებით, ამხანაგობას შეუძლია გადაიქცეს მსხვილ ორგანიზაციად, იყოლიოს დაქირავებული პერსონალი და ჰქონდეს სტრუქტურა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა რეგიონებს. 
საქართველოში არსებობს ამხანაგობის რამოდენიმე ფორმა: 
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს). 
კომანდიტური საზოგადოება (კს). 





კორპორირებული ორგანიზაციები 
      
შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია 
აუცილებლობა, რომ შექმნილიყო ბიზნესის ორგანიზების ახალი ფორმა, განსხვავებული ინდივიდუალური მეწარმეობის და ამხანაგობისაგან, პირველად გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც დაიწყო ფულის დაბანდება ისეთ ახალ დარგებში, როგორიც არის ქიმია და მანქანათმშენებლობა. სავსებით გასაგებია, რომ ინვესტორები იჩენდნენ სიფრთხილეს შესულიყვნენ ამხანაგობაში, იმის გათვალისწინებით, რომ მათ დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მთელი თავისი ქონებით, მით უმეტეს რომ ხშირად არც აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას საწარმოს მართვაში. ამ პრობლემის  საპასუხოდ კანომდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლითაც ბიზნესი მიიჩნეოდა ენტიტიეს ინ ტჰემსელვეს (თავისთავად რაღაც არსებული). 
ეს ნიშნავდა, რომ ის ვინც მუშაობდა მსგავს ორგანიზაციებში, ამ ორგანიზაციის მოსამსახურედ ითვლებოდა და აქედან გამომდინარე,  არ წარმოადგენდა “ბიზნესს”, როგორც ასეთს. და როგორც შედეგი, ინდივიდუალური მეწარმეობისაგან განსხვავებით, მიიჩნიეს “მემკვიდრეობის უწყვეტობის” არსებობა, რაც ნიშნავს, რომ თუ მოსამსახურე ტოვებდა ბიზნესს (გადიოდა ბიზნესიდან), ორგანიზაცია ინარჩუნებდა ერთიანობას და არ უნდა დაშლილიყო. და როგორც ინვესტორებს, ისე მოსამსახურეებს, ორგანიზაციის ჩავარდნის შემთხვევაში არ ეკისრებოდათ პერსონალური იურიდიული პასუხისმგებლობა დანაკარგებისათვის. ამ პოზიციის მეორე მხარე ისაა, რომ როგორც ინვესტორებს, ისე მოსამსახურეებს არ ეძლეოდათ უფლება ამოეღოთ მთელი მოგება. მოგება უნდა განაწილებულიყო მთელი კომპანიის მიერ (მისი აგენტების – დირექტორების მიერ), და ეს დამოკიდებული იყო ინვესტორებისა და მოსამსახურეების სურვილზე. ბიზნესის ორგაზების ასეთ ფორმას შეზღუდული პასიხისმგებლობის საზოგადოებაი ეწოდება. 
ასეთი საზოგადოების მთავარი ნიშანი, რომელმაც განაპირობა მისი სახელი და რომელიც მის უმთავრეს უპირატესობას წარმოადგენს ის არის, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წევრები, საზოგადოების მიერ აღებულ ვალდებულებებისათვის პასუხს აგებენ მხოლოდ საზოგადოების კაპიტალში თავიანთი შენატანების ფარგლებში. და მხოლოდ ამ გაგებით არის საზოგადოების პასუხისმგებლობა შეზღუდული. ამავე დროს, თვით საზოგადოება, როგორც იურიდიული პირი, პასუხს აგებს კრედიტორების წინაშე მთელი თავისი ქონებით. 
იდეა, რომლის შესაბამისად მუშაობს ასეთი პრინციპი შემდეგია: 
ინვესტორი უხდის კომპანიას ფულის გარკვეულ რაოდენობას და ამ გზით ხდება ერთ-ერთი მფლობელი. ეს გულისხმობს, რომ ის ინაწილებს საკუთრების უფლებას სხვა ინვესტორებთან და მის საკუთრების მოცულობას წილი ეწოდება; 
კაპიტალის სანაცვლოდ, კომპანია კისრულობს ვალდებულებას დაუბრუნოს მას ფულის ნაწილი, მოგების გარკვეული რაოდენობის გაყოფით ინვესტორებს შორის. მოგების  ნაწილი, რომელიც გამოიყოფა ამისათვის, განისაზღვრება კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ და დამოკიდებულია კონკრეტულ მდგომარეობაზე, რომელშიც იმყოფება კომპანია. ამ გადასახადს დივიდენდი ეწოდება; 
გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, კომპანიას შეუძლია დაიქირავოს ცალკეული პირები, რომლებიც კომპანიის მოსამსახურეები ხდებიან. მათ შემოსავალს ხელფასი და ა.შ. ეწოდება.
წარუმატებლობის შემთხვევაში, დანაკარგები იფარება საზოგადოების აქტივებიდან, რომელიც მას ამ მომენტისათვის აქვს, და რომელშიც მეწილეებს თავიანთი ინვესტიციები აქვთ ჩადებული (აქტივებში იგულისხმება ყველაფერი, რასაც ფლობს კომპანია – მიწა, შენობები, ფულადი სახსრები და ა.შ.). 
ინვესტორის (საზოგადოების წევრის) პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ ფულის რაოდენობით, რომელიც მას ჩადებულია აქვს ბიზნესში - მისი წილით. ეს იმას ნიშნავს, რომ მან შეიძლება დაკარგოს თავისი ინვესტიციები, მაგრამ არ შეიძლება იდევნებოდეს შემდგომში იმ ხალხის მიერ, ვინც ითხოვს ფულს კომპანიისაგან ფინანსური კრახის მომენტში.
მოსამსახურეები, კარგავენ სამუშაო ადგილს კომპანიის წარუმატებლობისას, მაგრამ ისევე როგორც ინვესტორები, პერსონალურად არ აგებენ პასუხს კომპანიის დანაკარგებისათვის. 
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ითვლება ერთი ან რამდენიმე პირის მიერ დაფუძნებული კომერციული ორგანიზაცია საწესდებო კაპიტალით, რომელიც დაყოფილია წილებად და რომელთა ზომები განსაზღვრულია საწესდებო დოკუმენტებით. ასეთი საზოგადოების დამფუძნებელ დოკუმენტებად განიხილება  წესდება და დამფუძნებელი ხელშეკრულება ან მხოლოდ დამფუძნებელი ხელშეკრულება, თუ საზოგადოება დაფუძნებულია ერთი პირის მიერ. 
შეზღუდული პასუხისისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა ნებაყოფლობით გაერთიანებას ერთობლივი სამეურნეო საქმიანობის მიზნით და საწყისი საწესდებო ფონდით მხოლოდ იმ პირების შემონატანების ხარჯზე, რომლებიც ქმნიან საზოგადოებას.შექმნის გზით. 
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საწესდებო კაპიტალის მინიმუმი შეადგენს 2000 ლარს. 
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის იურიდიული პირი, მოქმედებს მისი მონაწილეების მიერ მიღებული წესდების და დამფუძნებელი ხელშეკრულების შესაბამისად, აქვს საკუთარი სახელწოდება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის აუცილებელი მითითებით. თუ დამფუძნებელ-მონაწილეთა შორის არიან იურიდიული პირები, ისინი ინარჩუნებენ თავიანთ დამოუკიდებლობას და იურიდიული პირის უფლებებს. 
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს არცთუ მაღალი, მინიმალურად დასაშვები საწესდებო კაპიტალი. ეს იძლევა საშუალებას დაიწყო საკუთარი საქმე მცირე სასტარტო კაპიტალის შემთხვევაშიც კი. 

ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევაზე 
როდესაც მეწარმე იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევაზე, იგი: 
§ პირველ რიგში, განსაზღვრავს შესაძლებელი უფლებებისა და მოვალეობების დონეს და მოცულობას, რომელსაც ის მოითხოვს, რაც დამოკიდებულია მომავალი სამეწარმეო საქმიანობის პროფილსა და შინაარსზე, პარტნიორთა შესაძლებელ წრეზე, ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობაზე. ერთი საქმეა, როდესაც მეწარმე გეგმავს განახორციელოს რამდენიმე ერთჯერადი საქმიანი პროექტი და სულ სხვაა,  როდესაც სამეწარმეო იდეა დაიყვანება ერთი და იგივე საწარმოო ციკლის გრძელვადიან გამეორებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში სამეწარმეო იდეა შეიძლება განხორციელდეს უფრო ან ნაკლებად იზოლირებულად სავალდებულო პარტნიორული კავშირებისაგან, პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციის გარეშე წარმოების პროცესში (მაგალითად, საკონსულტაციო ფირმის ორგანიზება). სხვა შემთხვევებში სამეწარმეო იდეის განხორციელება შეუძლებელია სხვა მეწარმეებთან მჭიდრო კოოპერაციის გარეშე (მაგალითად, გარკვეული ტიპის აპარატურის წარმოება).   
ამასთან, რასაკვირველია, ყველაზე მიზანშეწონილი (მეწარმეობის თვალსაზრისით) მეწარმეობის ორგანიზების ფორმის შესახებ  დასკვნა უნდა შევუფარდოთ იმ შესაძლებლობებებს, რომლებსაც იძლევა მოქმედი კანონმდებლობა. ამ პრობლემების გააზრებისას მეწარმე იღებს გადაწყვეტილებას დასაფუძნებელი საწარმოს სამართლებრივი სტატუსის შესახებ (შეზღუდული პასუხუსმგებლობის ფირმა, კომანდიტური საზოგადოება და ა.შ.). 
საწარმოს სამართლებრივი ფორმა (და ასევე მისი უფლებები და ვალდებულებები) ფიქსირდება მის წესდებაში. წესდებას იღებს (იწონებს) მხოლოდ და მხოლოდ დამფუძნებელი. თუ დამფუძნებლის სახით გამოდის პირთა ჯგუფი, მაშინ წესდება განიხილება და მიიღება ყველა დამფუძნებლის მიერ დამფუძნებელთა კრებაზე ან კონფერენციაზე. ეს პოულობს თავის ასახვას დამფუძნებელ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს აწერს ამ ხელშეკრულების ყველა წევრი (ისინი ასევე წესდებასაც აწერენ ხელს). ეს დოკუმენტები (პლუს კრების ოქმი) აუცილებელია დასაფუძნებელი საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციისათვის და მის სახელმწიფო რეესტრში შესატანად. 
§ ?მეწარმე წყვეტს საკითხს დასაფუძნებელი საწარმოს საწესდებო ფონდის შექმნის ფორმის შესახებ, რაც ასევე დამოკიდებულია მომავალი სამეწარმეო აქტიურობის პროფილსა და შინაარსზე, საკუთარ შესაძლებლობებზე, საქმიანობის მასშტაბებსა, და იმ დარგის კონკურენციის დონეზე, რომელშიც ის იწყებს საქმიანობას. მაგალითად, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ამჟამად, იმისათვის რომ დაიმკვიდრო ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების საავტომობილო მრეწველობაში, საჭიროა ფლობდე სასტარტო კაპიტალს 800 ათასი დოლარის ოდენობით. მეწარმე ასევე იღებს გადაწყვეტილებას დასაფუძნებელი საწარმოს საკუთრების ფორმის შესახებ (ინდივიდუალური, სააქციო და ა.შ.). 
§ მეწარმე ირჩევს დასაფუძნებელი საწარმოს ორგანიზაციული აგების ყველაზე ეფექტიან ფორმას და ამ საწარმოს მართვის სქემას. სამეწარმეო იდეის რეილიზებისას მეწარმე განწყობილია შექმნას (დააფუძნოს) საქმიანი საწარმო. ასეთი საქმიანი საწარმოებისათვის არსებობს დადგენილი ტერმინები - საქმიანი სავაჭრო-სამრეწველო ან საწარმოო-საშუამავლო ერთეულები. 
უმრავლესობა ამ საქმიანი საწარმოებისა (ჩვენ არ განვიხილავთ ამ შემთხვევაში რეორგანიზებას), მცირე გამონაკლისის გარდა, მიეკუთვნებიან მცირე საწარმოების კატეგორიას. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასეთი საწარმოების "სიცოცხლის" (ფუნქციონირების) საშუალო ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 5 წლამდე. სხვა მონაცემების მიხედვით, 100 შექმნილი საწარმოდან 15 იხურება დაბადებისთანავე, ე.ი. პირველი წლის განმავლობაში, კიდევ 15 იხურება მეორე წელს. მესამე წელს მათი რიცხვი მცირდება კიდევ 20-ით და მეოთხე წელს - 30 ერთეულით. ამრიგად, მეხუთე წლის დასაწყისისათვის 100 საწარმოდან რჩება დაახლოებით 20, რომლებსაც საკმარისად სოლიდური პერსპექტივები აქვთ. 
არაფერი არაჩვეულებრივი (და მით უმეტეს საშინელი) ამ პროცესში არ არის - მიმდინარეობს ბუნებრივი შერჩევა. ნაწილი საწარმოებისა  იხურება გაკოტრების მიზეზით, სხვები - იცვლიან პროფილს სამეწარმეო იდეის წარუმატებელი შერჩევის გამო. მესამენი წყვეტენ თავის არსებობას, იმიტომ რომ სრულად შეასრულეს თავიანთი ამოცანა (მაგალითად ვენჩურული საწარმოები, რომლებიც შეიქმნა რომელიმე სამეცნიერო ან ტექნოლოგიური იდეის შესამუშავებლად). მეოთხე შემთხვევაში მეპატრონე პოულობს მისთვის უფრო ეფექტიან ან მის ინტერესებისათვის უფრო შესაფერის სამუშაოს. 
მსოფლიო პრაქტიკა მეტყველებს სხვა, უფრო მნიშვნელოვან ტენდენციაზე: იმ საწარმოების რაოდენობა, რომლებიც იხსნება ყოველწლიურად, უსწრებს დახურული საწარმოების რიცხვს. მცირე ბიზნესი რიცხობრივად რჩება ეკონომიკის ფუძედ. მაგრამ წარმოების მოცულობის, დასაქმებულთა რიცხვის, ბრუნვის მიხედვით წამყვანი ადგილი მსხვილ საწარმოებს ეკუთვნით. სხვადასხვა ქვეყანაში მათი რაოდენობა განსხვავებულია - რამდენიმე ათეულიდან, რამდენიმე ასეულამდე. სწორედ ისინი ანიჭებენ მდგრადობას და სტაბილურობას ეკონომიკას მთლიანობაში და ცალკეული დარგების ეკონომიკურ სტრუქტურებს. ამ ორ ჯფუფს შორის არსებობს მნიშვნელოვანი რაოდენობა ეგრეთ წოდებული საშუალო საწარმოებისა. 
§     მეწარმის არჩევანი ყველა ჩამოთვლილი პარამეტრის მიხედვით ეფუძნება სამეწარმეო სამართალს.
სამეწარმეო სამართალი - სამეურნეო სამართლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ის ქმნის საკანონმდებლო საფუძველს მეწარმეობის ფუნქციონირებისა და მეწარმეობის განვითარებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ქვეყნის სამეწარმეო სამართალი სცნობს სამეწარმეო საქმიანობის მხოლოდ განსაზღვრულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს. სხვა ფორმები დაუშვებელია, მაგრამ შესაძლებელია ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა ფუნქციონირებადი საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის გარეშე. აქედან გამომდინარე, არსებობს ერთადერთი დასკვნა: ყველა მეწარმე უნდა იცნობდეს სამეწარმეო სამართალს. საქართველოში სამეწარმეო-სამართლებრივი ბაზა გამოირჩევა თავისი შეზღუდულობით (მეწარმეობის ბევრი მხარე არა გზით არ რეგულირდება კანონებით - ისინი უბრალოდ არ არსებობენ), წინააღმდეგობრიობით და არასტაბილურობით. 
აწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის პრობლემის განხილვისას მხედველობაშია მისაღები ის, რომ კერძო მეწარმეობა შეიძლება ხორციელდებოდეს ინდივიდუალურ ან კოლექტიურ საფუძველზე.   

საწარმოს დაფუძნება: ტიპის შერჩევა, თავდაპირველი კაპიტალის ფორმირება. 
საუბარი გვექნება საქმიან წარმოებებზე, ე.ი. საწარმოო, სავაჭრო და შუამავლურ სტრუქტურებზე (სახელოსნო, ქარხანა, ფერმა, ბანკი, მაღაზია და ა.შ.), რომლებიც ასრულებენ ერთ ან რამდენიმე სპეციფიკურ ფუნქციას, დაკავშირებულს საქონლის /მომსახურების წარმოებასთან და მათი მომხარებლისათვის მიწოდებასთან. საქმიანი წარმოებებში საქართველოში გულისხმობენ ასევე ფირმებს, კომპანიებს, ასოციაციებს, საბროკერო და დილერულ კანტორებს, გაერთიანებებს, ფონდებს, კონსორციუმებს.  
საწარმოს დაფუძნებისას ყოველი მეწარმე ცდილობს განსაზღვროს თავისი მოქმედებების მიზნები. მიზნები შეიძლება გაიყოს ორ ჯგუფად: პირადი და წარმოებისა, რომელსაც ის ქმნის. 
მეწარმის პირადი მიზნები შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ და მხოლოდ მეწარმის სურვილს: 
იშოვოს ფული: 
იმუშაოს შემოქმედებითად; 
იგრძნოს თავი კომფორტულად; 
გააწონასწოროს თავისი ცხოვრება (კარიერა, ოჯახი, მეგობრები და ა.შ.); 
მიაღწიოს აღიარებას, როგორც ექსპერტმა თავის სფეროში. 
საწარმოს მიზნების ფორმულირება უფრო რთულია, მაგრამ ისინი უფრო კონკრეტულია. მაგალითად: 
აწარმოოს მოცემული საქონლის გარკვეული რაოდენობა; 
დააკმაყოფილოს რეგიონში არსებული მოთხოვნილება მოცემულ საქონელზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე. 
განახორციელოს გარკვეული კატეგორიის კლიენტების მომსახურება. 
გამოცდილი მეწარმეები უსახავენ თავის საწარმოს როგორც მოკლევადიანს, ისე პერსპექტიულ მიზნებს, ე.ი. გეგმავენ არა მარტო ტაქტიკას, არამედ საწარმოს ფუნქციონირებისა და განვითარების სტრატეგიასაც. მაგალითისათვის, პირველ ეტაპზე ტაქტიკა შეიძლება მხოლოდ ხის სათამაშოების დამზადებაზე იყოს დაყვანილი, რათა დაგროვდეს საწყისი კაპიტალი, რომელიც შემდგომ (მეორე ეტაპზე) გამოყენებული იქნება, ვთქვათ, ავეჯის წარმოებისათვის. 
არსებობს სამეწარმეო საქმიანობის სფეროში შესვლის რამდენიმე რეალური გზა: 
საკუთარი წარმოების დაფუძნება; 
მონაწილეობა ახალი საწარმოს შექმნაში თანადამფუძნებლის სტატუსით; 
მოქმედი საწარმოს ყიდვა (შეძენა); 
მონაწილეობა მოქმედი საწარმოს ყიდვაში (შეძენაში) (მაგალითად, პრივატიზაციის გზით); 
საპარტნიორო წილის  მოქმედი საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან გამოსყიდვა. 




საკუთარი საწარმოს დაფუძნება 

დამფუძნებელი საბუთების მომზადება. 
ამ დოკუმენტთა რიცხვს მიეკუთვნება: 
1. საწარმოს წესდება (ნებისმიერი ფორმის საკუთრების საწარმოს დაფუძნებისას); 
2. დამფუძნებელთა ხელშეკრულება (თუ დამფუძნებელთა რიცხვში ორი ან მეტი პირი შედის) ან დამფუძნებლის გადაწყვეტილება საწარმოს შექმნის შესახებ (თუ მისი სახელით გამოდის ერთი პირი); 
3. დამფუძნებლის ან იმ პირის განცხადება, რომელიც უფლებამოსილია დამფუძნებლების სახელით განახორციელოს სახელმწიფო რეგისტრაცია. 
სწორედ დამფუძნებელი საბუთების მომზადება არის დამწყები მეწარმის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი. რასაკვირველია, უკეთესია მიმართოთ იურისტს, ოღონდ მისი მომსახურება ფასიანი იქნება. დამფუძნებელი საბუთების ნუსხა და შინაარსი დამოკიდებულია მეწარმის მიერ შერჩეულ მომავალი საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე და განისაზღვრება “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით. 
სახელმწიფო რეგისტრაციისათვის სასამართლოს წარედგინება გადაწყვეტილება საწარმოს შექმნის შესახებ და წესდება. ამასთან, გადაწყვეტილებას უტოლდება დამფუძნებლის განცხადება საწარმოს რეგისტრაციაში გატარების თხოვნით. გადაწყვეტილებას იღებენ დამფუძნებელთა კრებაზე და აფიქსირებენ ოქმით. კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს ყველა დამსწრე დამფუძნებლის გვარი, სახელი, მამის სახელი. დამფუძნებელ კრებაზე, როგორც წესი, განიხილავენ სამ ძირითად საკითხს:   
1) საწარმოს ორგანიზების და მისი სახელწოდების შესახებ; 
2) საწარმოს წესდების მიღების შესახებ; 
3) საწარმოს დირექტორის არჩევის შესახებ. 
კერძო საწარმოს წესდებაში ასახული უნდა იყოს შემდეგი დებულებები: 
საწარმოს დასახელება მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით, ქონების მესაკუთრეების გვარები.  
მონაცემები დამფუძნებლის (დამფუძნებლების) შესახებ: თუ საწარმოს დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღო ოჯახის რამდენიმე წევრმა - მათი მონაცემები. 
საწარმოს მისამართი; 
ქონების შექმნის წესი; მათ შორის საკუთრების უფლება საწარმოს ქონებაზე; 
მოგების განაწილებისა და დანაკარგების დაფარვის წესი; 
საწარმოს მართვა და მართვის ორგანოების კომპეტენცია; 
საწარმოს ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის წესი. 
წესდებაში უნდა აღინიშნოს დამფუძნებლის (დამფუძნებლების) პასუხისმგებლობა საწარმოს ვალდებულებებისათვის. 
  
საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაცია 
საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო საწარმოს იურიდიული მისამართის მიხედვით სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით. უარის თქმა რეგისტრაციაზე შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ან, თუ დამფუძნებელი საბუთები არ შეესაბამება მოთხოვნებს, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობა უყენებს. 
რეგისტრაციისათვის სასამართლოს წარედგინება განცხადება, საზოგადოების წესდება, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა ხელმოწერების ნიმუშები, შპს-სა და სს-თვის - დამატებით – სათანადო დოკუმენეტები დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს (თუკი არსებობს) წევრების დანიშვნის შესახებ. 
სასამართლო ვალდებულია საწარმო რეგისტრაციაში გაატაროს სათანადო საბუთების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება ან განმცხადებელს არ ეცნობება უარის შესახებ, საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად.   
საწყისი კაპიტალის ფორმირება 
საწარმოს შესაძლებლობები მას შემდეგ გახდება მკაფიო, როდესაც ჩვენ გავაანალიზებთ  კაპიტალის მოცულობას, რომელიც საჭიროა რომელიმე პროექტის ან სამეწარმეო იდეის რეალიზებისათვის. 
მაგალითად, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა ვაწარმოოთ - ავეჯი თუ ხის კარ-ფანჯარა შეგვიძლია მივიღოთ კაპიტალის მოცულობიდან გამომდინარე. თუ საშუალება გვაქვს მივიღოთ 200000 ათასი ლარი საწყისი კაპიტალის სახით, ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ავეჯის წარმოების შესახებ, ხოლო თუ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია 30000 ათასით (რაც საკმარისია მეორე ვარიანტისათვის შესაბამისი კაპიტალის სტრუქტურის ფორმირებისათვის), მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას კარ-ფანჯრის წარმოების შესახებ. 
საწყისი კაპიტალის სტრუქტურა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია დანადგარების, ნედლეულის და ა.შ. მოთხოვნილება, რაც აუცილებელია წარმოების ნორმალური პროცესის დასაწყებად. 
საწყისი კაპიტალის სტრუქტურის ფორმირებისათვის მეწარმე:   
ა)იძენს წარმოებისათვის აუცილებელ ტექნიკურ ელემენტებს (შენობებს, ნაგებობებს, ტექნიკას, დანადგარებს, ტრანსპორტს და ა.შ.) (ტ/ე) 
ბ)იძენს ნედლეულს, ხელსაწყოებს (ნ/ხ) 
გ)ქმნის ფულადი სახსრების მარაგს ხელფასის გადასახდელად წარმოების პირველი ციკლის განმავლობაში (წარმოების მომენტიდან დაწყებული იმ მომენტამდე, როდესაც მიიღებს გადასახადებს რელიზებული პროდუქციისათვის) (მ); 
დ)ქმნის სარეზერვო ფონდს (ს/ფ). 

ერთდროულად მეწარმე განსაზღვრავს საჭირო საწყისი კაპიტალის ზომას: ტ/ე - 50000 (შენობა - 10000, 30000 - დანადგარები, 10000 - შენობის მოწყობა წარმოების კონკრეტულ მოთხოვნოლებებისათვის), ნ - 10000, მ = 2000, ს/ფ - 3000, სულ - 65000.   
მომავალი წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენა 
ნებისმიერი დაბანდება წარმოებაში - ეს ავანსირებადი დაბანდებაა. მეწარმემ უნდა იპოვოს პასუხი კითხვაზე, როგორ, რა ფორმით და რა ვადებში შეიძლება დაიბრუნო ეს ავანსი. წარმოებაში დაბანდებული კაპიტალის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მოგების გამოვლენის გზით, რომელსაც მიიღებს პროდუქციის ან მომსახურების წარმოების და რეალიზების პროცესში. მეწარმემ უნდა იცოდეს როგორია პროექტის უკუგების ვადა. თუ პროექტში ჩადებულია კაპიტალის 1000 ერთეული, წმინდა მოგება შეადგენს 200 ერთეულს წელიწადში, მაშინ უკუგების ვადა 5 წელს შეადგენს. 
მაგრამ მეწარმეს აინტერესებს არა მარტო ჩადებული კაპიტალის დაბრუნების ვადა, არამედ კაპიტალის ზრდის ტემპებიც. იმასათვის რომ განისაზღვროს წმინდა მოგების შესაძლებელი მნიშვნელობა, მეწარმე ატარებს სამეწარმეო გათვლებს. ეს გათვლები ორ უცილობელ პრინციპს ეყრდნობა:   
1) ყველა შესაძლებელი დანახარჯების აღრიცხვა; 
2) შემოსავლების აღრიცხვა მინიმალურად დასაშვებ დონეზე (“ამაზე ნაკლებს  მე არ მივიღებ ნებისმიერ შემთხვევაში”) და დანახარჯები მაქსიმალურად დასაშვებ დონეზე ("ამაზე მეტს არ დავხარჯავ") რისკის დონის შესამცირებლად. 

ყოველი მეწარმე გათვლების ჩატარებისას გამოიყენებს თავის მეთოდიკას. ჩვენ ვისარგებლებთ გათვლებით ერთი სასაქონლო ერთეულის მიმართ. 
შესაძლებელი შემოსავლების და დანახარჯების სტრუქტურა:   
1. საამორტიზაციო ანარიცხები წარმოებაში გამოყენებული ტექნიკური ელემენტების საერთო ღირებულებიდან (თიოეული ელემენტის ღირებულების ნაწილი, რომელიც ერთი სასაქონლო ერთეული დამზადებაზე მოდის. მაგალითად, ჩარხი 3000 ღირს, ნორმატივებით მასზე შესაძლებელია დამზადდეს 3000 სასაქონლო ერთეული, ე.ი. საამორტიზაციო ანარიცხი ერთ სასაქონლო ერთეულზე 1 ფულად ერთეულს შეადგენს. და ასევე ყოველი ტექნიკური ელემენტის მიხედვით). 
2. ქონებრივი გადასახადი ( იანგარიშება როგორც % საწარმოს მთელი ქონების საბალანსო ღირებულებიდან); 
3. ნედლეულის ღირებულება გაანგარიშებული ერთ სასაქონლო ერთეულზე; 
4. დაგეგმილი ხელფასის ფონდი გათვლილი სასაქონლო ერთეულზე; 
5. დარიცხული ხელფასის ფონდის გადასახადი; 
6. დამატებითი ღირებულების გადასახადი; 
7. დაგეგემილი მოგება; 
8. მოგების გადასახადი; 
9. დამატებითი მოგება; 
10. დამატებითი მოგების გადასახადი 

დაგეგმილი და დამატებითი მოგების განცალკევებულად ჩართვა მეთოდურად გამართლებულია, იმიტომ რომ საწინააღდეგო შემთხვევაში მეწარმე ეყრდნობა წარმოების მომგებიანობის გამოვლენის "ნარჩენის პრინციპს". ამ შემთხვევაში კი იგი შეგნებულად გეგმავს მისთვის მინიმალურად დასაშვებ მოგების დონეს, რომლის დროსაც წარმოება მიზანშეწონილად ჩაითვლება. 
საწარმოს დაფუძნების პრობლემის გააზრებისას მეწარმე პირველ რიგში ცდილობს განჭვრიტოს მომავალი პროექტის მომგებიანობა. ამასთან, მოგების გამოვლენილი მოცულობა საშუალებას მისცემს მეწარმეს შეაფასოს უკუგების ვადა. როგორც წესი დამწყები მეწარმეები იყენებენ სასესხო კაპიტალს. ე.ი. გათვლების ჩატარებისას გასათვალისწინებელია ამ სესხების გადასახადი. 
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მეწარმე ფლობს ამ სახის სრულ ინფორმაციას, მეწარმემ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, დაიწყოს პროექტის რეალიზება თუ არა.   


გადასახადების პრობლემა 
სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების საგადასახადო წნეხი გამოდის წარმოების არა სტიმულატორის როლში, არამედ ხშირად  ამუხრუჭებს მეწარმეობის განვითარებას. არცთუ იშვიათად მეწარმეები ცდილობენ თავიდან აიცილონ გადასახადები, იყენებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც მათ მოქმედი კანონმდებლობა აძლევთ ან უბრალოდ მალავენ თავიანთ შემოსავლებს. 

მონაწილეობა ახალი საწარმოს დაფუძნებაში 
როგორც წესი, წინადადება ახალი საწარმოს დაფუძნებაში მონაწილეობის შესახებ, ამ საქმის ინიციატორიდან გამომდინარეობს. სწორედ ინიციატორი გაცნობთ სამეწარმეო იდეის შინაარსს, რომელიც შემოთავაზებული პროექტის საფუძველში დევს და ასევე ამ პროექტის რეალიზების სქემას და თითოეული დამფუძნებლის მოვალეობებს. 
თანადამფუძნებლის როლში გამოსვლა ნიშნავს განსაზღვრული თანხის შეტანას დასაფუძნებელი საწარმოს საწესდებო ფონდში. ამასთან უნდა გაითვალისწინოთ, რომ ინიციატორი ეცდება შეინარჩუნოს დასაფუძნებელი საწარმოს კონტროლი. და ამიტომ, მონაწილეობა საწარმოს თანადაფუძნებაში აყენებს რისკის ქვეშ თქვენს კაპიტალს, რომელიც წილის სახით შეგაქვთ საწარმოს საწესდებო ფონდში. შესაძლებელი რისკის ხარისხის შესამცირებლად, პოტენციური თანადამფუძნებელისათვის მიზანშეწონილია დაწვრილებით გაიაზროს ის სამეწარმეო იდეა, რომელიც პროექტს საფუძვლად უდევს. გასააზრებელია ისიც, აეწყობა კი ყველაფერი ისე, როგორც ამას ინიციატორი გთავაზობთ, იპოვის კი საქონელი თავის მყიდველს, შეესაბამება კი სინამდვილეს ჩატარებული გათვლები, ე.ი. ყველაფერი რაც დაკავშირებულია იმ ეფექტის რეალურობასთან, რომელიცასაც საწარმოს ფუნქციონირებამ უნდა მოიტანოს. 
პროექტის შინაარსობრივი ნაწილის საექსპერტო შეფასება, რომელიც - ძირითადი ამოცანაა, რომელიც პოტენციური თანადამფუძნებელის წინაშე დგება. ამის შემდეგ შეიძლება შეუდგეთ უკვე მომზადებული (თუ ისინი უკვე მომზადებულია) დასაფუძნებელი დოკუმენტების გაცნობას ან შეუდგეთ მათ მომზადებას ინიციატორთან ერთად. განსაკუთრებელი ყურადღება უნდა მიექცეს თითოეული პარტნიორის წილის ფიქსირებას საბუთებში - დასაფუძნებელ ხელშეკრულებასა და წესდებაში. ეს გარემოება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ამ წილის შესაბამისად განაწილდება მოგება, რომელსაც წარმოების მუშაობა მოიტანს. 

საწარმოს ყიდვა 
ამჟამად საქართველოში სამეწარმეო სფეროში შესვლისათვის არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა - უკვე არსებული წარმოების ყიდვა. მსოფლიოში ეს ფართოდ გავრცელებული ფორმაა. საწარმოს ყიდვა ნიშნავს საკუთრების გადასვლას ერთი ხელიდან მეორეში, აქედან გამომდინარე ყველა უფლებით და მოვალეობით. პოტენციური მყიდველის წინაშე პირველ რიგში დგება ორი პრობლემა: 
საწარმოს ღირებულების შეფასება; 
იმ ვალდებულებების გამოვლენა, რომლებიც საწარმოს, როგორც იურიდიულ პირს, აქვს ყიდვა-გაყიდვის გარიგების მომენტისათვის (ფინანსური და სავალო ვალდებულებების ჩათვლით). 
მხოლოდ ამ პრობლემების გადაწყვეტის შემდეგ შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება ყიდვის ან ყიდვაზე უარის თქმის შესახებ. საწარმოს ყიდვა შესაძლებელია სხვადასხა  ფორმის საფუძველზე: 
ყიდვა საბალანსო ღირებულების მიხედვით; 
ყიდვა "შემოსავლების" (მიმდინარე ან მომავალი) მიხედვით; 
ყიდვა აუქციონის მეშვეობით; 
ყიდვა წარმოებისა, რომელიც ფუნქციონირებს, მაგრამ ჯერ რეგისტრირებული არ არის. 
  ყიდვა საბალანსო ღირებულების მიხედვით ეფუძნება საწარმოს ღირებულების შეფასების საბალანსო მეთოდს. საბალანსო ღირებულება  ეს საწარმოს ღირებულებაა, რომელიც საბუღალტრო დოკუმენტებითაა დადასტურებული და გამოითვლება როგორც ჯამი არსებული ნაღდი ფულისა, ფასიანი ქაღალდების ღირებულებისა, სადებიტორო დავალიანებისა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგის ღირებულების, გრძელვადიანი ინვესტიციების, ძირითადი კაპიტალის ნეტო (ამორტიზაციის გამოკლებით) მინუს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სესხები და დავალიანების სხვა ფორმები. შეფასების საბალანსო მეთოდს იყენებენ მაშინ, როდესაც ყიდვის ობიექტია არაკონკურენტუნარიანი საწარმო, რომლის მოგება არ აღემატება (ან ნაკლებია) საშუალო მოგებას დარგში, და რომლის მოდერნიზება მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებთანაა დაკავშირებული. 
ბევრ შემთხვევაში საწარმოები იყიდება საბალანსო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, განსაკუთრებით, როდესაც ასეთი საწარმოების ძირითადი კაპიტალი მოძველებულია. 
ყიდვა "შემოსავლების" მიხედვით ნიშნავს, რომ მყიდველი რასაკვირველია მხედველობაში იღებს საწარმოს საბალანსო ღირებულებას, მაგრამ არა ის, არამედ მომავალი შემოსავლები განსაზღვრავს გარიგების ფასს. 
მაგალითად, ავიღოთ შემოთავაზებული ორი ერთნაირი სავაჭრო საწარმო. ერთი მაღაზია ვაზისუბანში, მეორე - ნავთლუღის რკინიგზის სადგურთან ახლოს. მყიდველი დაახლოებით შემდეგნაირად მსჯელობს: "თუ შევიძენ მაღაზიას სადგურთან, პოტენციური მყიდველი უფრო მეტი იქნება, ვიდრე გარეუბანში, შესაბამისად საქონელბრუნვა და მომგებიანობა უფრო მაღალი იქნება. მე შევძლებ უფრო სწრაფად დავიბრუნო კაპიტალის გამოსასყიდად დახარჯული სახსრები, რადგან კაპიტალის ბრუნვის ტემპები უფრო მაღალი იქნება". 
გადაწყვეტილება ბევრად იქნება დამოკიდებული ანალიზის ხარისხზე, მის სიზუსტეზე, გაანალიზებული ინფორმაციის  სარწმუნოებაზე, ყიდვის მიზნებსა და ა.შ. 
არცთუ იშვიათად ფასზე ზემოქმედებას ახდენს არა ადგილმდებარეობა, არამედ საწარმოს პრესტიჟი. 
ბოლო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საწარმოს ფასზე ზემოქმედებას ახდენს - ეს ფირმის საწარმოო სტრუქტურის მოქნილობის ხარისხია.  ვთქვათ, მყიდველი განწყობილია შეცვალოს საწარმოს პროფილი. ერთ საწარმოში, რომელსაც მოქნილი საწარმოო სტრუქტურა აქვს, მსგავსი ცვლილება არ მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებებს, მეორეს, რომელიც საკმარისად "მოქნილი" არ არის, მნიშვნელოვანი ინვესტიციები დასჭირდება. 
ყიდვა აუქციონის მეშვეობით გულისხმობს გასაყიდად გამოტანილი საწარმოს სასტარტო ფასის არსებობას. ამ ფასს საფუძვლად უდევს  საწარმოს საბალანსო ღირებულება, პლუს გარკვეული მოგება (რომელიც შეიძლება არც იყოს შეტანილი) და ხარჯები, დაკავშირებული საწარმოს აუქციონის მეშვეობით გაყიდვასთან. სააუქციონო (ფაქტობრივი) ფასი არ ასახავს საწარმოს რომელიმე ეკონომიკურ მაჩვენებლებს, და არის მხოლოდ აუქციონის ჩატარების მომენტისათვის საწარმოზე არსებული მოთხოვნის შედეგი. მოთხოვნა მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული - საწარმოს ადგილმდებარეობა, მისი პროფილი, საწარმოს რეკლამა, აუქციონის ორგანიზატორების პრესტიჟულობა და ა.შ. 
იმ საწარმოს შეძენა, რომელიც რეგისტრირებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს, აადვილებს ახალი მეწარმის სამეწარმეო საქმიანობის სფეროში შესვლას, საშუალებას აძლევს მას დაზოგოს დრო დამფუძნებელი დოკუმენტების მომზადებასა და მის რეგისტრაციაზე, აგრეთვე ბიუროკრატიული ინსტანციების გავლაზე. გამყიდველის თვალსაზრისით, სადამფუძნებლო დოკუმენტების პაკეტის მომზადება მოითხოვს გარკვეულ დანახარჯებს, რაც განსაზღვრავს მის ფასს. 
მოქმედი ფირმის ყიდვისას უნდა გადაუხადოთ მის მფლობელს მისი ღირებულება. ფირმის ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მყიდველთა ჩამოყალიბებული წრე, საწარმოს ადგილმდებარეობა, არსებული პარტნიორული კავშირები, პოტენციური შესაძლებლობები, რომლებიც განსაზღვრავს საწარმოს განვითარებას მომავალში. მყიდველისათვის ნათელი უნდა იყოს: საწარმოს ყიდვისას შეიძლება გადაიხადო ფასი, რომელიც აღემატება ჩარხების, დანადგარების, მასალების, შენობების ღირებულებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში ფირმა მოიტანს საკმარის (მყიდველის თვალსაზრისით) მოგებას. თეორიულად არსებობს ერთიანობა ამ საკითხის მიმართ - მხოლოდ მომავალმა, საშუალო დონეზე მაღალმა მოგებამ შეიძლება გაამართლოს ფირმის მაღალი ღირებულება.  მომავალი მოგების შეფასება შეიძლება მხოლოდ მიახლოებით. 
როგორც წესი, არსებული საწარმოს შეძენა ნაკლებ რისკთან არის დაკავშირებული, ვიდრე ახლის შექმნა. უკვე არსებობს მყიდველთა გარკვეული წრე, გავლილია საქმიანობის პირველი ეტაპი. მიუხედავად ამ უპირეტესობებისა, უნდა გახსოვდეთ შემდეგი ასპექტები: 
1. რით ხსნის ახლანდელი მფლობელი საწარმოს გაყიდვას? 
2. შეიძლება თუ არა ვენდოთ მის მოტივს, თუ ის მოგონილი გეჩვენებათ? 
3. გაქვთ თუ არა უმნიშვნელოვანესი მონაცემები (ბალანსები, სტატისტიკური გათვლები, და ა.შ) თქვენი წინამორბედის საქმიანობის შესახებ? 
4. შეიძლება თუ არა მათ მეშვეობით გამოვავლინოთ საწარმოს განვითარების დინამიკა? 
5. გიჩვენებს თუ არა წარმოდგენილი მონაცემები (ბრუნვის მოცულობა, მოგება), რომ წარმოება აღარ იზრდება, თუ არსებობს განვითარების დადებითი ტენდენცია? 
6. არსებობს თუ არა, მიუხედავად განვითარების უარყოფითი მაჩვენებლებისა,  საფუძველი იმისა, რომ წარმოება გაიზრდება? 
7. შეიძლება თუ არა შეინარჩუნოთ მყიდველები და კლიენტები, თუ მათ და თქვენს წინამორბედს შორის პირადი კონტაქტები პრევუალირებდა? 
8. თანახმა არიან თუ არა საწარმოს მომწოდებლები თქვენც მოგაწოდონ საქონელი და ნედლეული? 
ამ და ამის მსგავს კითხვებზე გაცემული პასუხები საშუალებას მოგცემენ უფრო საფუძვლიანად დაასაბუთოთ გადაწყვეტილება. 

პარტნიორული წილის გამოსყიდვა 
პარტნიორული წილის გამოსყიდვა ისეთი ფორმაა, როდესაც გამყიდველიდან მყიდველთან საკუთრების ისეთი წილი გადადის, რომ მყიდველი საწარმოს თანამფლობელი ხდება. შეიძლება გაიყიდოს არა მთლიანი წილი, არამედ მისი ნაწილი. ამ შემთხვევაშიც ეს გარიგება საკუთრების უფლების შეძენის ფორმაა (და შესაბამისად ვალდებულებების). მსგავსი გარიგების მომზადებისას პროცესში მყიდველი უნდა გაეცნოს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მისცემს მას შეიქმნას სრული წარმოდგენა საწარმოს ფუნქციონირების შესახებ. რა აინტერესებს მყიდველს პირველ რიგში? 
საწარმოს მომგებიანობა; 
საწარმოს კონკურენტუნარიანობა; 
ინფორმაცია საწარმოს არსებული და დაგეგმილი განვითარების პროგრამების შესახებ; 
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნაწილს შეადგენს შესასყიდი წილი მთელი საწესდებო კაპიტალის მიმართ; 
ინფორმაცია საწარმოს სხვა თანამფლობელების შესახებ. 
გარემოებების მიხედვით მყიდველი შეიძლება სხვა ინფორმაციამაც დააინტერესოს, რომელიც მას გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში პოტენციური მყიდველი უნდა მიისწრაფოდეს იმ საწარმოს მუშაობის ეკონომიკური და ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზისაკენ, რომლის მიმართაც ის იჩენს ინტერესს. 
   


ზოგიერთი ტერმინის განმარტება



აქტივები (Assets): ბალანსის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გვიჩვენებს კომპანიის ძირითად და საბრუნავ საშუალებებს. იგი შეიძლება იყოს ნაღდი ფული, ძირითადი ფონდები, მატერიალურ-საწარმოო მარაგები, დებიტორული დავალიანება და სხვა.
საკუთარი კაპიტალი (Net Worth): კომპანიის მფლობელის ან კომპანიის კაპიტალის ღირებულება დროის მოცემულ მომენტში. გამოიანგარიშება ვალდებულებებსა (რა გმართებთ) და აქტივებს (რა გაქვთ) შორის სხვაობით.
მოგება (Profit): გაყიდვის შედეგად მიღებული თანხიდან გადასახადებისა და ხარჯების გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხა, რომელიც გამოიყენება ბიზნესისთვის ან ნაწილდება მფლობელებს შორის. 
საბალანსო უწყისი (Balance Sheet): მუხლობრივი უწყისი, რომელიც წარმოადგენს მთლიანი აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ჩამონათვალს და გვიჩვენებს ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობას დროის მოცემულ მომენტში.  
ფულადი ნაკადების მიმოქცევა (Cash Flow): ფულის რეალური მოძრაობა ბიზნესში: შემომავალ ნაკადებს გამოკლებული გამავალი ნაკადები. ფულადი ნაკადების ანალიზის მიზანია განსაზღვროს, შეუძლია თუ არა ორგანიზაციას წარმოქმნას საკმარისი ნაღდი ფული, რომ დაფაროს ყველა ფინანსური ვალდებულება. ნაღდ ფულში იგულისხმება ფული სალაროში და საბანკო ანგარიშებზე.   
მიმდინარე აქტივები (Current Assest): ნაღდი ფული (ან სხვა მუხლები, რომლებიც როგორც წესი, გადაიქცევიან ფულად ერთი საწარმო ციკლის განმავლობაში) და აქტივები (ნედლეული, მასალები), რომლებიც გამოყენებული იქნება საწარმოს საქმიანობაში ერთი საწარმო ციკლის განმავლობაში.  
მიმდინარე ვალდებულებები (Current Liabilities): ნასესხები სახსრები, რომლებიც უნდა დაიფაროს ერთი წლის განმავლობაში. ეს მოიცავს დებიტორულ დავალიანებას, გადასახდელ ხელფასებს, გადასახადებს, გრძელვადიანი ვალდებულებების მიმდინარე ნაწილს და გადასახდელ პროცენტებსა და დივიდენდებს. 
საბრუნავი კაპიტალი (Working Capital): სახსრები, რომლებიც საჭიროა საწარმოს ფუნქციონირებისთვის. იგი განსხვავდება ძირითადი კაპიტალისგან, რომელიც სტაბილურია ფონდების გამოყენების მხრივ. საბრუნავი კაპიტალი გამოიყენება მარაგების შესაძენად, ანგარიშების გადასახდელად და დაზღვევისთვის. გამოითვლება მიმდინარე ვალდებულებებსა და მიმდინარე აქტივებს შირის სხვაობით.
წინასწარი ანგარიში შემოსავლის შესახებ (Proforma): პროგნოზი ან წინასწარი გაანგარიშება შედეგებისა, რომელთაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ახლანდელი ქმედებების შედეგად. პროფორმა ფინანსური ანგარიში გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შემობრუნდეს ბიზნესის მიმდინარე საქმიანობა, თუ გარკვეული დაშვებები განხორციელდება. 
რენტაბელობის ზღვარი (Break-Even Point): ათვლის წერტილი, რომლის დროსაც მთლიანი შემოსავალი უდრის გასავლის საერთო თანხას. ამ წერტილის ქვემოთ საწარმო რენტაბელურია, ხოლო ქვემოთ – ზარალშია.
ლიკვიდურობა (Liquidity): აღნიშნავს ბიზნესის მოქნილობას, თუ რამდენად ადვილად შეუძლია საწარმოს აქტივებს, გარდაიქმნას ნაღდ ფულად დანაკარგების გარეშე. თუ საწარმოს მიმდინარე აქტივებს არ შეუძლია გარდაიქმნას ნაღდ ფულად მიმდინარე ვალდებულებების დასაფარად, საწარმო არალიკვიდურად ითვლება.  
მოგება-ზარალი უწყისი (Income Statement ): გვიჩვენებს შემოსავლებისა და ხარჯების მდგომარეობას დროის მოცემულ პერიოდში.
ფინანსური უწყისი (Financial Statement): წერილობითი ანგარიში ორგანიზაციის ან კერძო პირის ფინანსური მფგომარეობის შესახებ. კერძო პირისთვის ეს შეიძლება იყოს აქტივებისა და ვალდებულებების მარტივი ჩამონათვალი, ორგანიზაციის შემთხვევაში კი მოიცავს საბალანსო უწყისს, მოგება-ზარალის უწყისს, ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისს და საკუთარი კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშს. 
პროექტის განხორციელების შესაძლებლობის შესწავლა (Feasibility Study): საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვითა და სხვა კვლევებით მოცემული პროექტის შესრულების შესაძლებლობის ანალიზი. ასეთი კვლევა ცხადყოფს პროექტის შესაძლებლობისა და საჭიროების არეს, შეიძლება ჩატარდეს განაცხადის წარდგენამდე, მის გასამაგრებლად. 














ბროშურა მომზადებულია საქართველოს საბანკო-საფინანსო აკადემიის მიერ 
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის გრანტის AID-2004-G-00143-000-0095 სახსრებით






სრულად ნახვა…