მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი მოსკოვის სახელმწიფო საკუთრების დაახლოებით 450 მილიონ დოლარად გაყიდვას გეგმავს. სწორედ ეს ციფრია მოყვანილი 2011 წლის ბიუჯეტში და ეს მონაცემი 15-ჯერ აღემატება წინა მერის, იური ლუჟკოვის მიერ დაგეგმილი პრივატიზაციის მოცულობებს.
ასევე მკვეთრად იზრდება საბიუჯეტო დეფიციტი, რაც სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებას უკავშირდება.
ამჟამად მოსკოვის მთავრობა 364 კომპანიის აქციათა პაკეტებს ფლობს. ყველაზე ღირებული კი მათ შორის მოსკოვის გაერთიანებული ენერგეტიკული კომპანიის 100 პროცენტია.
მოსკოვში მიმდინარე პრივატიზაციიდან ბიუჯეტში შესული თანხების მოცულობა თანდათანობით იზრდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ ასევე დაგეგმა ბოლო წლების განმავლობაში პრივატიზაციის ყველაზე მასშტაბური აქცია, რომელიც მსხვილი ბანკებისა და სახელმწიფო კომპანიების გასხვისებას ითვალისწინებს.